კალაძე ამტკიცებს, რომ არ უყვარს იმაზე საუბარი, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს
ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ამტკიცებს, რომ არ უყვარს იმაზე საუბარი, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. ამის შესახებ მან ქუთაისში, ბაგრატის ტაძის ტერიტორიაზე მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ სურს, რამდენიმე მაგალითი მოიყვანოს წარსულიდან, მაგრამ მხოლოდ "შედარებისთვის".
"მე არ მიყვარს წარსულზე საუბარი. საუბარი იმაზე, თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ მინდა, უბრალოდ, მაგალითები მოვიყვანო მხოლოდ და მხოლოდ შედარებისთვის — რა იყო და რა არის დღეს, ასევე, რა გვინდა, საით მივდივართ, როგორი საქართველო გვინდა ავაშენოთ. ამისთვის მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, თუ რა ხდებოდა წინა წლების განმავლობაში", — განაცხადა მან.
სიტყვით გამოსვლისას კალაძემ აღნიშნა ისიც, რომ არ მოჰყვება, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, თუმცა ეს წინადადება ასე დაასრულა: "რამდენი გზა დაიგო, რამდენად უფრო სწრაფად შენდება შემოვლითი ავტომაგისტრალი და ა.შ."
კახა კალაძე ქართული ოცნების ლიდერებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისას. წინა ხელისუფლებაზე ის განსაკუთრებით აქტიურად საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. აქტიური კრიტიკა კალაძემ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა პირველად წარადგინეს რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები. მაშინ მან პირდაპირ თქვა, რომ ყოფილ ხელისუფლებაზე საუბარი სურდა:
"მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს. ზუსტად 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება".
ეს რიტორიკა მან შემდგომში სხვდასხვა რეგიონში განავრცო. მაგალითად, დუშეთში კანდიდატის წარდგენისას განაცხადა:
"თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება".
მსგავსი შინაარსის განცხადებები გააჟღერა მან შუახევში კანდიდატის წარდგენის დროსაც:
"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა ნიშნავდა ქვეყანაში ძალადობისა და ტერორის დასრულებას, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას".
განსაკუთრებით მწვავე იყო ის ყოფილი ხელისუფლების მიმართ გარდაბანში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას:
"ჩვენმა ერთობამ, ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა. რეჟიმი, რომელიც ამცირებდა, კლავდა, ატერორებდა ადამიანებს და უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეყავდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის".
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მაჟორიტარების წარდგენისას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ წარსულზე საუბარი არ სურთ და მხოლოდ მომავალზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, მაშინ, როცა იმავე ტრიბუნიდან კალაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს განიხილავდა.
გაიგეთ მეტი: გახარია VS კალაძე — საუბრები მომავალსა და წარსულზე
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები