გამყრელიძე მოუწოდებს აბიტურიენტების გულშემატკივრებს, საგამოცდო ცენტრთან არ შეიკრიბონ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს აბიტურიენტების ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს, რომ საგამოცდო ცენტრების გარე პერიმეტრზე არ შეიკრიბონ და დიდი თავშეყრა აირიდონ.
"მიღებულია ჩვენთან საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი.
მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება, ამიტომ ჯგუფურად ამ დროს ნუ შევიკრიბებით", — განაცხადა მან პირველი არხის ეთერში.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გამოცდების ჩატარების თარიღები განსაზღვრა: ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება; საგრანტო კონკურსის გამოცდები 25 ივლისს გაიმართება; სამაგისტრო გამოცდები პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. რეკომენდაციების მიხედვით, საგამოცდო სივრცეებში წელს 10-ზე მეტი გამოსაცდელი არ დაიშვება. ასევე, ყოველი სამუშაო მაგიდა აღჭურვილი იქნება დამცავი ბარიერით, მაგიდებს შორის დაშორება სიგანეში 2 მეტრი იქნება, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის კი 1 მეტრი.
- როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები — ყველაფერი, რაც უნდა იცოდნენ აბიტურიენტებმა
- გამოცდის დღეს ტემპერატურა გაქვთ — დაგიშვებენ თუ არა გამოცდაზე, რა პირობით და რა წესები უნდა დაიცვათ
- თუ გამოცდის წინა დღეებში გამოსაცდელს ტემპერატურა ექნება, PCR ტესტის შედეგი უნდა წარადგინოს
- ტემპერატურისა და სხვა სიმპტომების დროს, აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულად დაწერს — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირბადის ტარების შემდეგნაირი წესი იქნება:
- აბიტურიენტი უნდა შევიდეს პირბადით საგამოცდო შენობაში; აბიტურიენტს პირბადე უნდა ეკეთოს ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტისას;
- პირბადე უნდა ეკეთოთ აბიტურიენტებს ერთმანეთთან კონტაქტის დროსაც;
- აბიტურიენტს მაგიდასთან დაჯდომისას შეეძლება პირბადის მოხსნა, მაგიდა კი სხვა მაგიდებისგან დაშორებული იქნება მინიმუმ 2 მეტრის დისტანციით;
- აბიტურიენტმა უნდა გაიკეთოს პირბადე, თუ დაუძახებს ზედამხედველს რაიმე საკითხის გასარკვევად;
- აბიტურიენტმა უნდა გაიკეთოს პირბადე, თუ საპირფარეშოში გავა;
- აბიტურიენტმა უნდა გაიკეთოს პირბადე, როცა დაასრულებს წერას და ზედამხედველთა ნაშრომის ჩასაბარებლად მივა.
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები