რისკს და ბენეფიტს რომ აწონი, თვითონ გეუბნება, თავის შეკავება ჭკვიანურია — მაჭავარიანი ფრენებზე
ფინანასთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, ამ ეტაპისთვის ფრენების აღდგენის გადადება ჭკვიანური გადაწყვეტილება. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ტურისტების დიდი რაოდენობა არ შემოვა და ვირუსის გავრცელების რისკი კვლავ მაღალია.
ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ ტურიზმის შემოსავლების 80 პროცენტი მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო კვეთით შემოსული ტურისტებიდან მოდის. დარჩენილი ტურისტებიდან, ვინც საჰაერო გზით ჩამოდიოდა, ისევ მეზობელი ქვეყნებიდან იყვნენ, ხოლო ძალიან მცირე წილი იყო საჰაერო გზით შემოსული ევროპელი ტურისტების.
"თქვენ რომ მოდელი გააკეთოთ და ნახოთ,ფრენების გახსნი შემთხვევაში, რა რაოდენობა შეიძლება ჩამოვიდეს, ეს ზღვაში წვეთია ერთი თვის მაგალითზე და იმ სენტიმენტების გათვალისწინებით.
შემცირებული სენტიმენტების, მოგზაურობის ფონზე კიდევ უფრო დაბალი რაოდენობა ადამიანების შემოვა. ეპიდემიოლოგიური რისკი ჯერ კიდევ მოჰყვება მაღალი. ამას თუ შეწონით, იტყვით, რომ ერთი თვით კიდევ დალოდება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ციფრებში გამოიყვანოთ. წინა წლის ივლისის ტურისტის 98 პროცენტი არანაირად და ვერანაირად ვერ აღდგება და იმისთვის რომ ვირუსი გავრცელდეს, 500 კაცი ეყოფა. რისკსა და ბენეფიტს რომ აწონი, თვითონ გეუბნება, რომ ამ ეტაპზე თავის შეკავება ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა", — განაცხადა მაჭავარიანმა.
25 ივნისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა და მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათი თქმით, უკვე აცნობეს ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებენ საქართველოს მიმართულებით.
გარდა ამისა, სააგენტო აცხადებს, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების რამდენიმე მიმართულებით. მათი თქმით, აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.
ამასთან, Euronews წყაროზე დაყრდნობით იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელსაც ევროკავშირი პირველი ივლისიდან საზღვრებს უხსნის. მათ შორის მოხვდა საქართველოც.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის დებატები სიასთან დაკავშირებით 25 ივნისს შეთანხმების გარეშე დასრულდა და განხილვას ხვალ, 26 ივნისს გააგრძელებენ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები