პრეზიდენტი ფიქრობს, რომ "ძალიან დიდი ბედი გვაქვს", რადგან ილია მეორემ ქვეყნის "წინამძღვრობა იტვირთა"
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს "ძალიან დიდი ბედი" აქვს, რადგან ილია მეორემ ქვეყნის წინამძღვრობა იტვირთა. მისი თქმით, პიროვნულად არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს პატრიარქთან, ხოლო როგორც პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კონკორდატი დაბალანსებულია.
"პიროვნულად რომ ვთქვა, არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს პატრიარქთან, რომელიც მიმაჩნია, არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი, წინამძღვარი და ნამდვილად მორალური ძალიან დიდი ავტორიტეტი. ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან დიდი ბედი გვაქვს ამაში, რომ პატრიარქმა საქართველოს წინამძღვრობა იტვირთა ამდენი წელი და საქართველო გაიყვანა იქ, სადაც ვართ დღეს, ეს მისი ძალიან დიდი დამსახურება არის. მე არ მეყოფა სიტყვები, რომ ეს ყველაფერი გამოვხატო დღეს.
მაგრამ არსებობს მეორე ნაწილი, რომელიც არის კონკორდატი, რომლის გარანტორიც მე ვარ და ვთვლი, რომ ძალიან დაბალანსებულია. მე უპრობლემოდ ამის გარანტორი ვიქნები იმიტომ, რომ ვთვლი ქმნის სწორ განაწილებას უფლებების ამ ქვეყანაში, როგორიც უნდა იყოს ამ ქვეყანაში", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.
ასევე, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ეკლესია პოლიტიკაში ხშირად არ ერევა. მან აღნიშნა, რომ დიდ პატივს სცემს ეკლესიას, მაგრამ ყოველთვის არ ეთანხმება. მაგალითად მან სასულიერო პირები მოიყვანა, რომლებიც კორონავირუსზე ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან.
"არ ერევა ხშირად და როცა ჩაერევა იცოდეთ, რომ ვიტყვი, როგორც დღეს. ზოგჯერ ჩემზედაც [მოგისმენიათ პოლიტიკური შეფასებები], მაგრამ ჩემს რეაქციას მოვახდენ, როცა ჩავთვლი, რომ მართლა მნიშვნელოვანი არის და საჭირო არის. ჩვენც ვერევით ზოგჯერ", — განაცხადა მან.
სასულიერო პირები, ისევე, როგორც თავად საპატრიარქო არაერთხელ ჩაერიენ მთავრობის გადაწყვეტილებაში. მაგალითად, მათ გააპროტესტეს მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი და აქციებით იმუქრებოდნენ. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, მთავრობას კანონპროექტის უკან გაწვევა მოუწია. ასევე, ბოლო პერიოდში მათ გააპროტესტეს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები და საეკლესიო დღესასწაულები კანონის გვერდის ავლით, მთავრობის მინიჭებული პრივილეგიით, აღნიშნეს. ამ გადაწყვეტილების მიღებასაც წინ უძღოდა მთავრობის წევრების შეხვედრა პატრიარქთან.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები