გაგრძელდება თუ არა ანას ბაღთან მშენებლობა — სააპელაციოს სადავო გადაწყვეტილება
ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობა, სავარაუდოდ, განახლდება. საქმეზე სასამართლო დავა გრძელდება, თუმცა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით დავის პერიოდში მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო, სააპელაციო სასამართლომ დასაბუთება დაუწუნა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სამდღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მშენებლობის დროებით შეჩერების საკითხი უკეთ დაასაბუთოს. თუმცა, როგორც მშენებელი კომპანიის, ასევე, ანას ბაღის დამცველების მოლოდინია, რომ საქალაქო სასამართლო თავდაპირველ გადაწყვეტილებას შეცვლის, რადგან სააპელაციო ზემდგომი ინსტანციაა.
რა გადაწყვიტა სააპელაციო სასამართლომ
27 აპრილს მშენებლობის შეჩერების შესახებ განჩინება სააპელაციომ საქალაქოს უკან დაუბრუნა შენიშვნით, რომ "თანაზომიერების პრინციპი", ანუ ყველა მხარის პოზიცია (მათ შორის კომპანიის) იყოს დაცული. ამასთან, სასამართლოს განცხადებით, საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომ მშენებლობის გაგრძელების ნებართვა მათ არ გაუციათ, არამედ, განჩინება მხოლოდ უკან დააბრუნეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო აპელირებს იმით, რომ მათ მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი არ გადაუწყვეტიათ.
ამასთან, კორპუსის მშენებელი კომპანიის, ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი განმარტავს, რომ განჩინების უკან დაბრუნებით, დღევანდელი მოცემულობით, კომპანიას მშენებლობის გაგრძელების უფლება მიეცა:
"სააპელაციომ თქვა, რომ [საქალაქოს განჩინებაში] არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება. მიუთითა სასამართლოს, რომ უზუსტობები აქვს, არ განიხილეს მტკიცებულებები და არასწორი გარემოებებიდან მიიღეთ გადაწყვეტილებაო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სხვა გამოსავალი აღარ რჩება. დააბრუნა უკან, რომ ხელახალი განჩინება, ახალ ფაქტებზე დაყრდნობით, სწორი გადაწყვეტილება მიიღეო. [...] მე შემიძლია დღესვე განვაახლო, მაგრამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქალაქო სასამართლო ვალდებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს 3 სამუშაო დღეში. ამას ველოდებით".
მშენებელი კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, გიორგი ბენაშვილი On.ge-სთან ამბობს, რომ როგორც კი მშენებლობებზე საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვები მოიხსნება, სამუშაოებს იმ დღიდანვე განაახლებენ.
ანას ბაღის დამცველები
ანას ბაღის დამცველების ადვოკატ მუხრან ღურცკაიას თქმით, სააპელაციო სასამართლოს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, როდესაც ამბობს რომ "არაფერ შუაშია". ისიც ადასტურებს, რომ განჩინების უკან დაბრუნება და მისი გაუქმება მშენებლობის ნებართვის აღდგენას ნიშნავს:
"ჩვენი შუამდგომლობა თავიდან განსახილველად დაბრუნდა. როდესაც აპელაცია აუქმებს და თავიდან აბრუნებს, საქალაქო 99 პროცენტით აღარ აკმაყოფილებს იმ შუამდგომლობას. იმიტომ რომ აპელაციამ ამაზე უკვე იმსჯელა და ზემდგომ ინსტანციას ვერ გადაახტება.
შესაბამისად, ბუნებრივია, ის განმარტება რომ ჩვენ არაფერ შუაში ვართ... ზუსტადაც რომ გააუქმა, მშენებლობის გაგრძელების უფლება მიეცა. მეორე მხარის [კომპანიის] პოზიცია უნდა მოგესმინაო და მისი ინტერესები უნდა გაგეთვალისწინებინაო და ამიტომ იმსჯელეთ თავიდანო. მათი [კომპანიის] სასარგებლო განჩინება დაუწერა".
ადვოკატი მუხრან ღურცკაია On.ge-ს თან აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში ახალ შუამდგომლობას დააყენებს და ამ საქმეში ბოლომდე იბრძოლებს.
აქტივისტების უფლებადამცველმა, მოგვიანებით, გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ეჭვი აქვს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეზე ზეწოლა განახორციელეს:
"გვაქვს ლოგიკური ეჭვი, რომ მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილზე განხორციელდა არასამართლებრივი ზეწოლა, რომელმაც ასახვა ჰპოვა მის მიერ მიღებულ უკანონო განჩინებაში".
ანას ბაღის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია. განხილვები გრძელდება. 27 თებერვალს მოსამართლემ გამოსცა განჩინება, რომლის მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ტერიტორიაზე მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო. სწორედ ეს განჩინება გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში მშენებელმა კომპანიამ და სწორედ ამ საკითხზე მიიღო გადაწყვეტილება სააპელაციომ 27 აპრილს.
ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება მშენებლობის დროებით შეჩერების შესახებ უკეთ დაასაბუთოს ან თავისი პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალოს და კომპანიას მშენებლობის უფლება მისცეს. მოდავე მხარეები ამ შემთხვევაში თანხმდებიან: მათი ვარაუდია, რომ საქალაქო გადაწყვეტილებას შეცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია სასამართლო განხილვების პერიოდში მშენებლობის გაგრძელებას შეძლებს.
ანას ბაღის დასაცავად მოსახლეობა აქციას რამდენიმე თვეა მართავს. მათ უნდათ, რომ 10- სართულიანი კორპუსი არ აშენდეს, რადგან ეს პარკის არსებობას საფრთხის წინაშე აყენებს.
თბილისის მერი ანას ბაღის საკითხს თებერვალშივე გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ანა ბაღს არანაირი პრობლემა არ ექმნება. ის აღნიშნავს, ბაღთან მიმართებაში მერიას თავისი დამოკიდებულება აქვს და ერთადერთი, რაც იგეგმება, ბაღის სრულ რეაბილიტაციაა.
კალაძემ ამის შესახებ მაშ შემდეგ ირწმუნებოდა, რაც ანას ბაღის გადასარჩენად ადგილობრივმა მოსახლეობამ და აქტივისტებმა ტერიტორიაზე ასფალტი აყარეს და მცენარეები დარგეს, მშენებელმა კომპანიამ კი პარტიზანულად მოწყობილი დასასვენებელი სივრცე მოშალა.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები