გამოწვევები რჩება საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართ — ევროკავშირი
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების ბოლო ანგარიშში წერია, რომ გამოწვევები რჩება საარჩევნო რეფორმასთან, პოლიტიკურ დიალოგთან და სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებასთან მიმართებით. ამასთან, ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ ერთგულად ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დღეს, 7 თებერვალს ევროკომისიამ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი წინ უსწრებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს გამართვას, რომელიც გაზაფხულზეა დაგეგმილი. ანგარიში მოიცავს 2019 წლის მარტიდან პერიოდს.
დოკუმენტში წერია, რომ უმნიშნელოვანესია, მოიძებნოს ისეთი გამოსავალი საარჩევნო სისტემაზე, რაც ყველა მხარისათვის მისაღები იქნება.
"2020 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, გააგრძელოს ვალდებულებად ნაკისრი რეფორმები. ეს იქნება გადამწყვეტი, შემდეგი წინსვლისთვის ევროპულ გზაზე. საკვანძო საკითხი იქნება, რომ საქართველომ წინ წაწიოს ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რათა გაუმკლავდეს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და, ასევე, განახორციელოს სასამართლო რეფორმაც.
ველით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიულობის განმსაზღვრელი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავრცელებული ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის მიზანი უნდა გახდეს", — ვკითხულობთ ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა მედიისთვის იქნება კიდევ ერთი მნიშნელოვანი ფაქტორი მომდევნო არჩევნებზე.
ანგარიშში საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზეც. ავტორები მიუთითებენ იმაზე, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველომ გააგრძელოს სასამართლოს სისტემაში ეთიკისა და კეთილსინდისიერების უმაღლესი სტანდარტების მისაღწევად მუშაობა:
"მნიშვნელოვანესია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევისას გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და პროცედურა იყოს გამჭვირვალე".
ასევე, ევროკომისია მიიჩნევს, რომ რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება 2020 წლის განმავლობაში.
ანგარიშში საუბარია უვიზო მიმოსვლაზეც, რაზეც ევროკომისია საქართველოს მიმართავს, რომ უფრო დროული რეაგირება მოახდინოს არალეგალი მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რიცხვზე. მათი რეკომენდაციით, ეს ყველაფერი ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ახლო თანამშრომლობით უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა სტრუქტურული რეფორმები, რათა საქართველოს ეკონომიკა იყოს ნაკლებად მოწყვლადი, განვითარდეს საინვესტიციო გარემო და სავაჭრო პოტენციალი.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები