პრინცი ჰარი

3 Oct. 2019, 11:07

სამწუხაროდ, ჩემი ცოლი ბრიტანული ტაბლოიდის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლია. ესაა უმოწყალო კამპანია პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც არ ცნობს შედეგებს და ბოლო წლის განმავლობაში გამძაფრდა, მაშინ როცა ის ორსულად იყო და მაშინაც, როცა ის ჩვენს ახალშობილზე ზრუნავდა.

ასეთ შეუვალ პროპაგანდას ადამიანი ეწირება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის აშკარად ყალბი და ბოროტი განზრახვისაა. და იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ამ ყველაფერს მამაცი სახით ვეგებებით, ვერ აღვწერ, თუ რამდენად მტკივნეული იყო.

ჩვენ საშუალება არ გვქონდა შეგვეჩერებინა უწყვეტი არასწორი ინტერპრეტაციები. ისინი ხან პოზიტიურ ჭრილში აშუქებდნენ მას, ხან პირიქით — ყოველ დღე ქმნიდნენ ახალ ცრუ ამბებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დეკრეტული შვებულების დროს ის საჯაროდ აღარ ჩანდა. თუმცა ის იყო იგივე ქალი, რომელზეც ერთი წლის წინ ვიქორწინე და იგივე ქალი, რომელიც აფრიკის ტურნეზე იხილეთ.

ორმაგი სტანდარტი მედიისთვის ის თამაშია, რომელში მონაწილეობა ჩვენ არასდროს გვსურდა. მე მისი [მეგანის] ტანჯვის მდუმარე მოწმე ვიყავი დიდი ხნის განმავლობაში და ახლა ჩრდილში ყოფნა და არაფრის კეთება ჩემი რწმენის ღალატი იქნება.

ჩემი უდიდესი შიში ისტორიულად მეორდება. ერთხელ უკვე ვნახე, რა დაემართა ჩემს საყვარელ ადამიანს, რომელსაც აღარ ეპყრობოდნენ, როგორც პიროვნებას. მე დავკარგე დედა და ახლა ვუყურებ, როგორ აქცევენ ჩემს ცოლს მსხვერპლად იგივე გავლენიანი ძალები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი ფოტომინიშნებებით
  3. კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
  4. ქვიზი: რომელი ქართული ჯგუფი ხარ?
  5. "არც ლამაზია და არც მსახიობობა გამოსდის" — სიდნი სვინიმ კრიტიკას უპასუხა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

მოკლედ: ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტი განიხილავს პრეზიდენტის ვეტოს,…