ეს მასწავლებლები კლასს კარგად მოქცევას Avengers: Endgame-ის სპოილერებით აიძულებენ
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს აფრთხილებენ, რომ გაკვეთილზე ცუდად მოქცევის შემთხვევაში Avengers: Endgame-ს დაუსპოილერებენ. როგორც ერთ-ერთმა მასწავლებელმა INSIDER-ს უთხრა, მეთოდი ამართლებს.
შურისმაძიებლები ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს არ უნახავს. მათ შორის არიან სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც შესაფერის დროს ეძებენ ფრენჩაიზის ბოლო სერიის კომფორტულად სანახავად.
სწორედ მარველის ისტორიული ფილმი ეხმარება იმ მასწავლებლებს, რომლებიც კლასში ბავშვების დამორჩილებას ვერ ახერხებენ და სასწავლო პროცესის წარმათვისას პრობლემები ექმნებათ.
რედიტსა და ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გამოჩნდა, რომელშიც ჩანს, რომ მასწავლებლები საკმაოდ წარმატებულად იყენებენ ხმაურიანი მოსწავლეების დამორჩილების ახალ ხერხს.
ეს მასწავლებლები დაფაზე შურისმაძიებლების გადამწყვეტი მომენტებიდან სპოილერების წერას იწყებენ, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეების ყურადღება გაკვეთილს არ ეთმობა.
"ჩემს მოსწავლეს ვუთხარი, რომ კლასელებთან საუბარს არ შეწყვეტდა, ენდგეიმის სპოილერს ვეტყოდი. დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები. მან პირი მაშინვე დახურა და გაკვეთილის პროცესში ჩაერთო. მოსწავლესთან ურთიერთობისას ასეთი სწრაფი და ეფექტიანი მეთოდი ჯერ არ მქონია", - უთხრა ნიუ-იორკის სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა INSIDER-ს.
მისი თქმით, ამ მეთოდმა სხვა კლასებშიც იმუშავა:
"ურჩ მოსწავლეს ვკითხე, ნახა თუ არა მარველის ბოლო ფილმი. როცა მიპასუხა, რომ არა, დავიწყე: "ალბათ პრობლემა არ გექნება თუ გეტყვი, რომ თანოსმა..." და მან მაშინვე ხელები აიფარა ყურებზე. ამის შემდეგ ის საკლასო აქტივობებში სრულად იყო ჩართული".
თუმცა, ეს მეთოდი მხოლოდ უფროსებისთვის არაა ხელსაყრელი. ერთ-ერთმა მასწავლებლმა საკლასო ოთახის კარებზე ეს წარწერა გამოაკრა:
"ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემი პატარა ძმა ტამპაში იმყოფება და მის ჩამოსვლას ველოდები, რომ შურისმაძიებლები ერთად ვნახოთ. გთხოვთ, ფილმის შესახებ დეტალები ჩემს გაკვეთილებზე არ განიხილოთ, მანამ სანამ ამ ფურცელს არ ჩამოვხსნი. ეს პერიოდი ალბათ ოთხშაბათამდე გაგრძელდება. იცით, მარველის კომიქსების როგორი ფანი ვარ და თუ ვინმე დამასპოილერებთ, განატრებთ, რომ თანოსს გადაყროდით".
Avengers: Endgame-ის მსოფლიო პრემიერა 26 აპრილს შედგა და გახდა ისტორიაში პირველი ფილმი, რომელმაც გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მოახერხა და მილიარდდოლარიანი შემოსავალი დააგროვა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
კომენტარები