სისტემის ხარვეზი თუ სამოხელეო დანაშაული — ხორავას ქუჩის საქმეზე ქართული ოცნების დასკვნის ვერსია
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიაბო კომისიაში ქართულმა ოცნებამ დასკვნის თავისი ვერსია წარმადგინა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოტივით ან რომელიმე უწყების მხრიდან მართლმსაჯულებას ხელი არ შეშლია. განსხვავებული შეფასებებით დასკვნა უკვე გამოაქვეყნა საპარლამენტო უმცირესობამ, ევროპულმა საქართველომ. ხელისუფლება ოპოზიციის დასკვნას, რომელშიც საგამოძიებო უწყებების ტენდენციურობაზეა საუბარი, "პოლიტიკურად მიკერძოებულს" უწოდებს.
ქართული ოცნება თავის 20-გვერდიან დასკვნაში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყენებს ტერმინებს "არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა", თუმცა ყველა შემთხვევაში განმარტავს, რომ ამას საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია. აქვე, პარტია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს.
ქართული ოცნების "გაქარწყლებული ეჭვები"
საგამოძიებო კომისიამ საქმეში არსებული მასალების და გამოკითხულ პირთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე, ოცნებამ მიიჩნია, რომ:
- ფარდული საგამოძიებო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მოქალაქეების ინიციატივით დაანგრიეს და მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა;
- ნივთმტკიცების სახით საქმეში არსებული დანა არ არის განზრახ დაზიანებული ("გაღუნული"). ექსპერტიზის ჩატარებისას დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რაც არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით. დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევისთვის;
- მირზა სუბელიანის "ხელშეუხებლობა" და მის მიერ გამოძიების მიმდინარეობაზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის ეჭვი არ დადასტურდა.
ქართული ოცნების მიერ მიჩნეული დადგენილი გარემოებები
- მკვლელობის ძირითადი საქმის გამოძიების ფარგლებში არ ჩატარებულა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები;
- გამოძიებას არ შეუფასებია დანაშაულთან ცალკეული პირების ამა თუ იმ ფორმით შესაძლო კავშირი;
- მირზა სუბელიანის, მისი შვილისა და ცოლის დისა და მისი შვილის მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის, არ გაიცხრიკა მიხეილ კალანდიას სახლი;
- გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ არის, ან დაგვიანებით არის ამოღებული. ასევე, არ დადგინდა ჩანაწერებში აღბეჭდილი ყველა პირის ვინაობა;
- არ ამოღებულა ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა მობილური ტელეფონები და კომპიუტერები, აგრეთვე მათი მიმოწერა. არ განხორციელდა მათი სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა;
- საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი არ დაიკითხა ან დაიკითხა დაგვიანებით;
- არ გაიჩხრიკა საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი;
- დ. ღ.-ს მიმართ არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები.
კომისიის ქართული ოცნების წევრების შეფასება
მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით ჩატარება არ შეიძლება, ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენად.
კომისიის წევრები ქართული ოცნებიდან ამას იმით ხსნიან, რომ ყოველ სისხლის სამართლის საქმეს ინდივიდუალურ მიდგომას სჭირდება.
კომისიის ქართული ოცნების წევრებმა დაადგინეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობამ/დაგვიანებით ჩატარებამ არსებითი გავლენა ვერ მოახდინა გამოძიების საბოლოო შედეგზე და მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
ამავე დოკუმენტით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩაუტარებლობა/დაგვიანებით ჩატარება არ არის ვინმეს მხრიდან სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ან განზრახი ქმედების შედეგი.
ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ დასკვნის გაკეთება, თითქოს გამოძიებაზე ვინმემ გავლენა მოახდინა, სამომავლოდ საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის რეპუტაციას, არამედ, ზოგადად, საგამოძიებო სისტემას. მათივე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვერ დგინდება გამოძიებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული სუბიექტი:
"კომისია ვერ გააკეთებს დასკვნებს შესაძლო ეჭვებზე დაყრდნობით, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე".
მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა/დაგვიანებით ჩატარება, მცირე საგამოძიებო ვადის და არსებული ხარვეზიანი საგამოძიებო სისტემის შედეგია.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები