მეტროსადგურ ვარკეთილის ჩამონგრევის საქმეზე 3 პირს ბრალი წაუყენეს
მეტროსადგურ "ვარკეთილის" ჩამონგრევის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ სამ პირს ბრალი წაუყენა. ბრალი წაეყენათ მეტროსადგურის რემონტის ჩამტარებელი კომპანიის ყვარელრემმშენის აღმასრულებელ მთავარ ინჟინერსა და მენეჯერს და სარემონტო სამუშაოს პროექტის ავტორი კომპანიის გეომეფის აღმასრულებელ დირექტორს.
"2017 წლის 19 აპრილს, გეომეფის ხელმძღვანელმა ყალბი კონსტრუქციული დასკვნა შეადგინა, რომელსაც პროექტის კონსტრუქტორის ნაცვლად, თვითონ მოაწერა ხელი, შემდეგ კი აღნიშნული დასკვნა თბილისის სარტრანსპორტო კომპანიის სამშენებლო სამსახურში წარადგინა. აღნიშნულის საფუძველზე, შპს ყვარელრემმშენმა განაახლა სამუშაოების შესრულება. შპს გეომეფის ხელმძღვანელმა გ.კ.-მ, ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების მიუხედავად, არაჯეროვნად შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა და არ გაუწია პროექტს სათანადო საავტორო ზედამხედველობა", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მის გეომეფის ხელმძღვანელმა შეიმუშავა მომხმარებლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო სარემონტო-სარეაბილიტაციო დაგეგმარების პროექტი, გარდა ამისა კონსტრუქციულ დასკვნაში არ იყო გათვალისიწინებული ჭერზე უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული დამატებითი დატვირთვები - მატარებლის მოძრაობა, სავენტილაციო ჰაერის მიმოქცევით გამოწვეული ქარის წნევა და სხვა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ყვარელრემმშენის არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და შესრულებული სამუშაოების ხარისხიანად არ შეამოწმა. მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურში ჭერი პროექტის გარეშე და უხარისხოდ შეიკიდა.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულისთვის 50 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ გამოძიების გაგრძელების პარალელურად ცალკე წარმოებად გამოყოფილია სისხლის სამართლის საქმე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო სამსახურეობრივ გულგრილობაზე.
ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერის ჩამონგრევის გამო 30 იანვარს 14 ადამიანი დაშავდა.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები