ნარკოპოლიტიკა, აბორტი და დემოგრაფია - საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო 21 ივნისის სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, თუ რაზე ისაუბრეს სასულიერო პირებმა.
ოქმის თანახმად, სხდომის თავმჯდომარე იყო მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, სხდომის მდივანი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, სხდომას ესწრებოდა 43 მღვდელმთავარი და არ ესწრებოდა 4.
სინოდის კრებამ დაადგინა:
- მოსაყდრის ამჟამად არსებული სტატუსის განსაზღვრება შემდეგი სახით: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე;
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო დააჯილდოვა სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.
სინოდი დემოგრაფიაზე
სხდომის ოქმის მიხედვით, სინოდი მიიჩნევს, რომ საქართველო დემოგრაფიული თვალსაზრისით მძიმე გამოწვევების წინაშე დგას და ქვეყანას მართებს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა.
სინოდი სახელმწიფოს მოუწოდებს ისეთი პროგრამების დროულად განხორციელებისკენ, რაც ხელს შეუწყობს მრავალშვილიანობის წახალისებასა და მხარდაჭერას.
საპატრიარქო აბორტის საწინააღმდეგო პროპაგანდაზეც საუბრობს და ითხოვს, გატარდეს განსაკუთრებული რეგულაციები ორსულ ქალთა როგორც სოციალური მხარდაჭერის, ასევე ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
სინოდი მიიჩნევს, რომ გამორჩეული ყურადღება დაეთმოს ხუთ წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას.
სინოდი ნარკოპოლიტიკაზე
საპატრიარქო იშველიებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვის საქმეს, მარიხუანის 70 გრამამდე ფლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმების შესახებ. აღნიშნული საპატრიაქროს მიუღებელად მიაჩნია.
საპატრიარქოს მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთან დაკავშირებით უკვე მიღებული გადაწყვეტილება დიდი საფრთხის შემცველია:
"ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი განუხრელად უნდა იყოს დაკავშირებული ნარკოტიკებით მოვაჭრეთა და გამავრცელებელთა მიმართ უმკაცრესი სამართლებრივი ზომების გატარებასთან".
ოქმში ნათქვამია ისიც, რომ სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ დაადგინა, რომ ამაზე უნდა შეიქმნას კომისია საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად.
ბავშვთა ღრმა-ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაზე
როგორც ოქმში ვკითხულობთ, კათოლიკოს-პატრიარქმა სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ღრმა-ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად და ლოგიკური მოქმედებების უნარ-ჩვევების სწავლების შესაძენად სათანადო სწავლების აუცილებლობაზე ისაუბრა.
უკრაინის ეკლესია
ოქმის თანახმად, კათოლიკოს-პატრიარქმა ისაუბრა უკრაინაში შექმნილ საეკლესიო რთულ ვითარებაზე. მან სიტყვა მისცა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს, რომელმაც აღნიშნა, რომ საპატრიარქოში შესულია 3 წერილი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - მოსკოვის საპატრიარქოდან.
ოქმის თანახმად, სხდომაზე წაიკითხეს წერილები და სინოდის წევრები გაეცნენ შექმნილ ვითარებას უკრაინაში საეკლესიო მდგომარეობის შესახებ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები