მაიკ პომპეო

21 May. 2018, 21:29

რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წელი სრულდება. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიწების ოკუპაციას. რუსეთის ძალისმიერი შეჭრა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევაა და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიის მთავარ პრინციპებს და ჰელსინკის აქტს. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, დააბრუნოს ჯარი კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების აქტი. უზრუნველყოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს

ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილის ეს განცხადება მიმართება თბილისის სამედიცინო…