შუქი შემოვიდა სიბნელეში, მივხვდი აღარ მოვკვდებოდი - დაშავებული მეშახტე მომხდარს იხსენებს
5 აპრილს ტყიბულის შახტაში 6 მეშახტე გარდაიცვალა, 3 კი - დაშავდა. გამოძიების დეტალები ამ ეტაპამდე უცნობია. მიზეზებთან დაკავშირებით მხოლოდ ვერსიები არსებობს, რომელიც მეშახტეების ან სფეროს სპეციალისტების ვარაუდებია.
მურმან აშოთია ტყიბულელი მეშახტეა. ის მინდელის სახელობის შახტში მუშაობს. ყოველდღიურად სახლიდან გადის და პენსიონერი დედისთვის წამლების საყიდლად შახტში ჩადის, საკუთარ სამუშაოს ასრულებს, კონვეიერებს ტვირთავს. ცვლას აბარებს და სახლში ბრუნდება.
"ასეთი საქმე მაქვს, სიკვდილს თვალებში უნდა ვუყუროთ, მაგრამ სხვა რა გზაა, ცხოვრება ხომ გვინდა", - ამბობს აშოთია თავის პროფესიაზე.
2018 წლის 5 აპრილს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტი ჩამოიშალა. ამ დროს აშოთია სამუშაოს ასრულებდა და სახლში დაბრუნებას აპირებდა. ის გადარჩა, მისი ექვსი თანამშრომელი კი - არა.
"შახტის შესასვლელში ვიყავი, ნახშირს "ვაკაჩავებდით". საქმეს რომ მოვრჩი, სამთო ოსტატთან ავედი ზევით, სადაც ეს ბიჭები მუშაობდნენ, წამალი ავიტანე. უკან რომ მოვდიოდი, ცვლის უფროსმა მითხრა, მურმან წავიდეთ და კონვეიერზე რაც არი ნახშირი, ის დავაკაჩავოთო.
რაზეა ლაპარაკი-მეთქი, ვუთხარი გიას [ცვლის უფროსი] და წინ წამოვედი. ბოლო კონვეიერი დავტვირთე. ყველაფერი მზად გვქონდა. გავედი იქეთ და "კურტკა" ჩავიცვი, რომ მოვიხედე გიამ შუქი დამიქნია და მომცა სიგნალი კონვეიერი ჩართეო. ჩავრთე. სამი ვაგონი არ მექნებოდა გადაყრილი, როცა ეს საშინელება დაიწყო."
საუბრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მურმანმა თქვა, რომ მას მომხდარის დეტალურად გახსენება უჭირს.
"თანმიმდევრულად არ მახსოვს, მაგრამ ახლაც ვგრძნობ ჰაერის მძიმე მასა როგორ წამოვიდა, ქვა და ნაგავი წამოიღო. გავიხედე და უკვე მხედველობა არ იყო გიასკენ, არც შუქი ჩანდა, აღარაფერი. ჰაერის მასა სახეში მომხვდა და ტკივილი ვიგრძენი, მარტო მაშინ მივხვდი, რა ხდებოდა. ხელი ავიფარე. შემოვტრიალდი და თან იმატა ჰარის მასამ. ხმაურით მოდიოდა", - ამბობს ის.
ფეხით უნდა ჩავსულიყავი მაგრამ შიშისგან თავით ჩავხტი შიგნით, მოხრილი. მაშინ ვიფიქრე - ვკდები. ბევრი დრო აღარ მქონდა.
ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა, კიბეებზე ასვლა სცადა, მაგრამ ჰაერის მასამ ძირს დაანარცხა. შემდეგ კიბეებით დაბლა ჩასვლა გადაწყვიტა, შიშისგან ჩახტა.
"ვიფიქრე, ვკვდები. ბევრი დრო აღარ მქონდა", - თქვა მან, თან იატაკზე იყურებოდა და ხელების მოძრაობით იმავეს იმეორებდა, რასაც შახტიდან გამოსვლისას.
ხმა გაიგონა ჩემი და დამიძახა: ნუ გეშინია მურმან მოვდივარ. ხმა გავიგონე და შუქი შემოვიდა სიბნელეში, მივხვდი აღარ მოვკვდებოდი.
"ვიცოდი ჩვენი ამხანაგი იყო ზევით, ყვირილი დავიწყე - ირაკლის ვეძახდი. ის ჰაერის მასას ორი მეტრის სიმაღლიდან გადაუგდია და თავი ჰქონია გატეხილი. ხმა გაიგონა ჩემი და დამიძახა, ნუ გეშინია, მურმან, მოვდივარ. ხმა გავიგონე და შუქი შემოვიდა სიბნელეში, მივხვდი აღარ მოვკვდებოდი."
მურმანმა საუბარი რამდენიმე წამით შეწყვიტა, დაზიანებული ხელით ცრემლიანი თვალები მოიწმინდა.
მერე დავინახე, რომ კიდევ ერთი სასწრაფოს მანქანა გავიდა საავადმყოფოდან შახტისკენ, მაგრამ არ მობრუნებულა და მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე.
"მრცხვენია, რომ მე ამდენს ვლაპარაკობ გულისტკივილით, მე ცოცხალი ვარ ბიჭები კი მოკვდნენ", - თქვა და განაგრძო თხრობა: "ჩამიყვანა ირაკლიმ ქვევით, სველი, აკანკალებული. ყველაფერი დაჟეჟილი მქონდა და ნაბიჯს ვეღარ ვადგამდი. დამსვა და დისპეჩერს დაურეკა. ხმა გავიგონე დისპეჩერმა უთხრა, ნუ გეშინიათ, ელმავალი წამოსულია".
ელმავალის მისვლის შემდეგ ორივე გაიყვანეს შახტიდან, სასწრაფო დახვდათ და ტყიბულის საავადმყოფოში წაიყვანეს. მალევე მიიყვანეს გია, მათი ცვლის უფროსი.
"მერე დავინახე, რომ კიდევ ერთი სასწრაფოს მანქანა გავიდა საავადმყოფოდან შახტისკენ, მაგრამ არ მობრუნებულა და მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. ვიცოდი, მაგრამ 6 თუ მოკვდებოდა არ მეგონა. გვიან გავიგე."
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები