GPB-ის საბჭოს მიაჩნია, რომ ზვიად რატიანის საქმის გაშუქებით ეთიკური ნორმები არ დარღვეულა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ პოეტ ზვიად რატიანის სამქმის გაშუქებით პირველ არხს მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული ეთიკური ნორმები არ დაურღვევია. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ამით საბჭომ ძალაში დატოვა თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
საბჭომ მიიჩნია, რომ რატიანის შესახებ ვიდეოს გავრცელებით მაუწყებელს არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი აქვს დარღვეული, არც ჯეროვანი სიზუსტე და რატიანის მიმართ არც სიძულვილი გაღვივებულა. მაუწყებლის მიერ მომზადებულ მასალაში სამივე პრინციპის დარღვევა სამეურვეო საბჭოს მხოლოდ ორმა წევრმა, ქეთი მსხილაძემ და ირინა ფუტკარაძემ დაინახა.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
საკითხების განხილვისას თავიანთი აზრები დააფიქსირეს სამეურვეო საბჭოს წევრებმა. ქეთი მსხილაძის აზრით, პირველი არხის მასალაში სულ მცირე ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროებით დაირღვა რატიანის პერსონალური ინფორმაცია. მას არ დაეთანხმა გია იაკობაშვილი, რომელის თქმით, ვიდეო სასამართლოზე მტკიცებულებად იყო წარდგენილი და ისედაც გასაჯაროვებული იყო.
"დაგვჭირდა 4-ჯერ 5-ჯერ დატრიალება [მოსმენა], რომ გაგვეგონა ის, რასაც რატიანი ამბობდა [ჯანმრთელობის მდგომარეობაზე]", - თქვა იაკობაშვილმა.
საბჭოს კიდევ ერთი წევრი, გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ ჟურნალისტს, რომელმაც მასალა მოამზადა მიზანმიმართულად არ დაურღვევია კოდექსი, რადგან მკაფიოდ არ ისმოდა რატიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მარინა მუსხელიშვილს საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და მიაჩნია, რომ ზვიად რატიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაირღვა იმის გამო, რომ ეს საკითხი განხილვის საგანი გახდა.
"პრეტენზია მაქვს დაზარალებულის ადვოკატთანაც, რომ არ მოითხოვა სხდომის დახურვა, როემლზეც რატიანის საქმე განიხილებოდა", - განმარტა მუსხელიშვილმა.
ჯეროვანი სიზუსტე
საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ქეთი მსხილაძეს მიაჩნია, რომ მასალაში დარღვეული იყო ჯეროვანი სიზუსტე, რადგან მთელ სიუჟეტში წარმოდგენა იქმნება იმის, რომ ზვიად რატიანი პოლიციის შეურაცხყოფისთვის დააკავეს. მისი თქმით, ამით მაყურებელი შეცდომაში შევიდა.
"სიუჟეტი აწყობილი იყო ისე, რომ გამოჩენილიყო ზვიად რატიანი დამნაშავედ და გმართლებულიყო პოლიციის ქმედება. ეს იყო აშკარა, რადგან 5-წუთიანი სიუჯეტიდან 2 წუთი გადიოდა ის კადრები, რომელიც შსს-მ მიაწოდა. ვფიქრობ, ჟურნალიოსტებმა არ დაიცვეს ის პროცედურა, რომლითაც მასალა შეიძლება გამოსულიყო წთიკური", - თქვა მსხილაძემ.
მისი თქმით, ამ მასალის გაშვების გამართლება დროის სიმცირით გამუმართლებელია, რადგან ოპერატიულობას არ უნდა შეეწიროს სიზუსტე.
"საკამრისი ქინებოდა სასამართლოზე გადაღებული კადრები. ამით საზოგადოება გაიგებდა ამბის არსს და არ იყო საჭირო კადრების გაშვება, რომლითაც უარყოფით აღქმას აძლიერებდა", - თქვა მსხილაძემ.
მსხილაძეს არ დაეთანხმა მარინა მუსხელიშვილი. მისი თქმით, სიუჟეტის ბოლოს გასული ადვოკატის კომენტარი აქარწყლებდა მანამდე სიუჟეტში ნათქვამ ინფორმაციას და ჯეროვანი სიზუსტე არ იყო დარღვეული.
სიძულვილის გაღვივება
მსხილაძე ასევე ფიქრობს, რომ მასალამ გააღვივა საზოგადოებაში რატიანის წინააღმდეგ სიძულვილი, რაც გამოიხატა სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებებით. არც ამ შეხედულებას დაეთანხმა მარინა მუსხელიშვილი. მისი თქმით, ის ათეისტია და ვერ დაინახა რელიგიური შუღლის გაღვივება.
გთავაზობთ სხდომის ჩანაწერს.
სიუჟეტის გასვლის შემდეგ საბჭოს მიერ გავრცელებული პოზიცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ მასალის საზოგადოებრივ მაუწყებელში განთავსების შემდეგ განაცხადა, რომ საბჭოსთვის მიუღებელი იყო ზვიად რატიანის დაკავების ამსახველ კადრებზე მომზადებული სიუჟეტი.
"ვთვლით, რომ აქ ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა. მაგრამ აქვე დავძენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ ბორდის ან მენეჯემენტის მაუწყებელი. ჩვენ საზოგადოებას მივეცით ის მექანიზმი [თვითრეგულირების მექანიზმი], როცა შესაძლებელია... [სიუჟეტზე] მაუწყებელში სპეციალურმა ინსტიტუტებმა იმსჯელოს. გააკეთოს რეაგირება და მიიღოს გადაწყვეტილება", - აღნიშნავდა მაშინ გრიგოლ გოგელიამ.
რატიანის საქმის დეტალები
პოეტი ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს დააკავეს. მას სამართალდამცავები წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ. რატიანი კი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. საბოლოოდ სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემბერს გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო კადრები. საზოგადოებრივმა მასალა ისე მიაწოდა მომხმარებელს, რომ არ დაუზუსტებია, რომ აღნიშნული ვიდეო არა პოლიციის სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული, დამონტაჟებულია და არ ასახავს ინციდენტს სრულად.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, მწერლებისა და გამომცემლების ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვდა და მენეჯმენტის გათავისუფლება მოსთხოვა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები