3 წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან, რომელიც ზამთარში აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
2018 წელი ლიტერატურის მოყვარულთათვის კარგად დაიწყო. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ, ლიტერატურული ოდისეას სერიას კიდევ სამი წიგნი დაამატა და მკითხველს მორიგი დიდებული საჩუქარი გაუკეთა. ახალ წიგნებს შორის არის მებრძოლთა კლუბის ავტორის, ჩაკ პალანიკის მორიგი რომანი ხრჩობა. პალანიკთან ერთად, წიგნის თაროებზე ჰალდორ ლაქსენსის თევზის კონცერტი და რიჩარდ ფლენეგანის ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ გამოჩნდება.
1. ჩაკ პალანიკი - ხრჩობა
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მებრძოლთა კლუბის ავტორის, ჩაკ პალანიკის კიდევ ერთი წარმატებული წიგნი თარგმნა. ქართველ მკითხველს შესაძლებლობა აქვს ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური ავტორის მორიგ ნაშრომს, ხრჩობას გაეცნოს.
პალანიკმა არც ამ წიგნში უღალატა თავის ჩვეულ ტრადიციას და მორიგი ანტაგონისტი პერსონაჟები შექმნა. ვიქტორ მანჩინი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტს ტოვებს, რათა მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ დედას მომვლელის ფული გადაუხადოს. ფულის საშოვნელად ვიქტორი გენიალურ აფიორას გამოიგონებს და თავი ასე გააქვს. რომანის მეორე პერსონაჟი დენია, რომელსაც კრიტიკული პიროვნული აშლილობა და სექს-დემოკიდებულება აღენიშნება. როგორია ორი მარგინალური პერსონაჟის ცხოვრება თანამედროვე სამყაროში, ამას მხოლოდ წიგნიდან გაიგებთ.
ჩაკ პალანიკის ხრჩობა გამოირჩევა მაღალი ხარისხის სარკაზმითა და ავტორისთვის დამახასიათებელი წერის სტილით.
2. ჰალდორ ლაქსენსი - თევზის კონცერტი
თევზის კონცერტი ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰალდორ ლაქსენსის გამორჩეული წიგნია. რომანი ავტორისთვის დამახასიათებელი ენაკვიმატობით, მსუბუქი ირონიისა და შავი იუმორის ოსტატური ნაზავით არის დაწერილი.
რომანის მთავარი გმირი ობოლი ალფგრიმურია, რომელიც მის აღმზრდელებთან, მოხუც წყვილთან ერთად ცხოვრობს. ალფგრიმურის ოცნება მისი აღმზრდელი ბაბუის მსგავსად, მეთევზეობაა, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ისლანდიის უდიდეს სუპერვარსკვლავს, ოპერის მომღერალ გარდარ ჰოლმს შეხვდება. სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ იცვლება ალფგრიმურის ცხოვრება. რომანის სიუჟეტური ხაზი მოულოდნელობებით სავსეა, რაც მკითხველს წიგნის ბოლო ფურცლებამდე თვალის მოწყვეტის საშუალებას არ აძლევს.
ჰალდორ ლაქსნესი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მწერალია, რომელმაც კარიერა 17 წლის ასაკში დაიწყო. ცხოვრების განმავლობაში ლაქსნესმა 60-მდე წიგნის გამოცემა მოასწრო. მწერლის შემოქმედებამ ნობელის პრემიაც დაიმსახურა ლიტერატურის დარგში.
3. რიჩარდ ფლენეგანი - ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ
21-ე საუკუნის გამოჩენილი ავსტრალიელი ავტორისთვის, რიჩარდ ფლენეგანისთვის, ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისკენ რიგით მეექვსე წიგნია. წიგნმა დადებითი კრიტიკული შეფასება გამოსვლისთანავე მიიღო და შედეგად, 2014 წელს ბუკერის ჯილდოც მოიპოვა.
რომანში ავსტრალიელი ექიმის, დორიგო ევანსის ისტორიაა მოყოლილი. ის შეპყრობილია ბიძამისის ცოლზე სასიყვარულო ფიქრებითა და ომის დროს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გახსენებით. ომიდან ექიმი დორიგო ევანსი გმირის სახელით ბრუნდება, თუმცა მას მაინც ტანჯავს საკუთარი დამარცხებებისა და დანაშაულის გრძნობა.
რომანის სახელი ავტორმა მეჩვიდმეტე საუკუნის ცნობილი პოეტისგან, მაცუო ბაშოსგან ისესხა. წიგნი იმითაც გამოირჩევა, რომ ის კარგად ასახავს 1943 წელს ბურმას რკინიგზის ინციდენტს, ომის დროინდელ ქრონიკებსა და მისი დასრულების შემდეგ სხვადასხვა ეროვნების ადამიანების ცხოვრებას. რომანი გაჯერებულია როგორც ომის აღწერით, ისე სიყვარულის უსაზღვრო პასაჟებით.
როგორც ხედავთ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ იზრუნა, რომ ზამთარი საინტერესოდ გაატაროთ. სამივე წიგნი უკვე იყიდება წიგნის მაღაზიებში და ის ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები