ჯანდიერი: მერაბიშვილთან დაკავშირებით ყველაზე პრობლემურია მე-18 მუხლის დარღვევა
იურისტ დავით ჯანდიერის თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო პირდაპირ არასდროს არ წერს, კონკრეტული პირი არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი, თუმცა, ამ სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს საქმეზე ზუსტად ის მუხლები მიიჩნია დარღვეულად, რაც მერაბიშვილის საქმეზე.
ჯანდიერმა მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე 14 ივნისს, ტელეკომპანია კავკასიას ეთერში ისაუბრა:
„სტრასბურგის სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც იტყვის და შეაფასებს კონკრეტულ პატიმრობას, პოლიტიკური იყო თუ არა. ეს არის პოლიტიკური ორგანოებისა და პოლიტიკოსების საქმე. არსებობს ევროსაბჭოს 2012 წლის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრას იმ კრიტერიუმებს , რომლის მიხედვითაც პირი შეიძლება იქნეს მიჩნეული პოლიტპატიმრად. ამ გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ კონტექსტზეა საუბარი და ასევე იმაზე, რომ ცალკე აღებული ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები არ უნდა იქნეს აღებული, არამედ კონტექსტი ერთიანობაში უნდა იქნეს გათვალისწინებული".
დავით ჯანდიერის თქმით, მერაბიშვილთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება 4 ნაწილისგან შედგება:
პირველი: ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ რვათვიანი წინასწარი პატიმრობა მანამ, სანამ განაჩენი გამოვიდოდა კონვენციასთან შესაბამისობაშია და ამ მხრივ არ დარღვეულა მერაბიშვილის უფლება.
მეორე ნაწილი, რაც უკავშირდება იმას, რომ მოტივები რის გამოც მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, შესაძლოა იყოს კონვენციასთან შესაბამისობაში.
თუმცა, მეხუთე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სასამართლომ არგუმენტირებული პასუხი გასცეს შუამდგომლობას, იქნა დარღვეული. რას ნიშნავს ეს? იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს უკვე ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა, მისმა ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე ახალი შუამდგომლობა დააყენეს და მოითხოვეს მისი გათავისუფლება. ამ დროს მას სასამართლომ ერთ წინადადებით უთხრა უარი შუამდგომლობაზე. ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია მოითხოვს, რომ პატიმრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შუამდგომლობა უნდა იქნეს სასამართლოს მხრიდან დასაბუთებულად. ქართულმა სასამართლომ სწორედ ეს ვალდებულება დაარღვია.
ყველაზე პრობლემური ამ გადაწყვეტილებაში არის მე-18 მუხლის დარღვევის დადგენა. მე-18 მუხლი დაკავშირებული არის შეზღუდვის ფარგლებთან, ანუ როდესაც ხდება კონვენციით გათვალისწინებული უფლების, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, ის შეიძლება შეიზღუდოს კონვენციის მიზნებისთვის. უნდა არსებობდეს ამ უფლების შეზღუდვის ფორმალური საფუძველი. სასამართლომ ამ შემთხვევაში თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა (ციხიდან გაყვანა მთავარ პროკურორთან შესახვედრად, რომელიც არ არის გამოძიებული), რომელიც სასამართლოს განცხადებით, მაღალი ალბათობით ნამდვილად მოხდა, რეალურად გამოყენებული იქნა როგორც მერაბიშვილზე ზემოქმედების საშუალება. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რა მოჰყვება მე-18 მუხლის დარღვევას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი".
დავით ჯანდიერი 2012 წლიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეა წულუკიანის მოადგილე იყო. მან 2007 წელს რობერტ შუმანის სახელობის სტრასბურგის უნივერსიტეტის ევროპული სწავლების უმაღლესი სკოლაში მიიღო მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალში.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები