ყველაფერი, რაც True Detective-ის მესამე სეზონზე ვიცით
HBO-ს რეკორდულად რეიტინგული სერიალი ნამდვილი დეტექტივი მესამე სეზონისთვის ემზადება.
როგორც გაირკვა, შოუს გუნდს კიდევ ორი სცენარისტი დევიდ მილჩი და ჯერემი სალნირი შეუერთდათ, რომლებიც სერიალის შემქმნელ ნიკ პიზოლატოსთან ერთად ახალ სცენარზე მუშაობენ.
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ახალ სეზონში მეთიუ მაკკონაჰიც ვიხილოთ.
მაკკონაჰის თქმით, თუ HBO და ნამდვილი დეტექტივის შემქმნელი ნიკ პიზოლატო შეთანხმდებიან, ის მზად არის სერიალის ახალ სეზონში მიიღოს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ მეორე სეზონის დასრულების შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, HBO-ს კი, როგორც ჩანს ნამდვილი დეტექტივის ეკრანზე დაბრუნება ეჩქარება.
"ეს შოუ [ნამდვილი დეტექტივი] ჩვენი არხის [HBO] სავიზიტო ბარათია. მაყურებელი ორი წელი ელოდება როდის დაბრუნდება ის ჩვენს არხზე, რეკავენ, გვწერენ, არ გამიკვირდება თუ საპროტესტო აქციებსაც მოგვიწყობენ. ხალხს სურს ნამდვილი დეტექტივი და მიიღებს", - ამბობს მაიკლ ლომბარდო, HBO-ს პრეზიდენტი.
ცნობა მაკკონაჰის მესამე სეზონში დაბრუნების შესახებ მაშინვე გაქრა, როგორც კი გახმაურდა, რომ HBO-მ ახალ სეზონში მთავარ როლზე ოსკარის მფლობელი მსახიობი მაჰერშალა ალი დაამტკიცა, რომელიც სერიალში დეტექტივ უეინ ჰეისის როლს მოირგებს.
ალის შემდეგ, HBO-მ მეორე მთავარი როლის შემსრულებელი სტივენ დორფიც წარადგინა.
დორფი სერიალში როლანდ უესტის როლს ითამაშებს, რომელიც არკანზასის შტატის პოლიციის კრიმინალურ განყოფილებაში 30 წელზე მეტია მუშაობს.
ამავდროულად ცნობილი გახდა ისიც, რომ სამსახიობო ანსამბლს კარმენ ეჯოგოც შეუერთდა, რომელიც არკანზასის სკოლის მასწავლებლის, ამელია რეარდონის როლს მოირგებს.
რამდენიმე დღის წინ კი HBO-მ მესამე სეზონში კიდევ ერთი მსახიობი, მერილ სტრიპის შვილი, მემი გამერი დაამტკიცა.
მსახიობი სერიალში ახალგაზრდა დედის, ლუსი პარსლის როლს შეასრულებს, რომელიც დიდი ტრაგედიის ეპიცენტრში აღმოჩნდება.
რაც შეეხება თემას, როგორც ცნობილია ის ოზარკის მთებში მომხდარ კრიმინალურ და მისტიკურ ისტორიას შეეხება. სიუჟეტი კი დროის სამ სხვადასხვა, განსხვავებულ მონაკვეთში ვითარდება.
წერენ იმასაც, რომ შესაძლოა ერთ-ერთი წამყვანი თემა რასისტულ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები იყოს.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ მესამე სეზონში თამაში სურთ ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან რაიან გოსლინგი, ბენ აფლეკი, ჯოდი ფოსტერი, ქეისი აფლეკი, ჯარედ ლეტო, ემი ადამსი და მელისა მაკარტნიც კი.
ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული როდის დაბრუნდება სერიალი ეკრანზე, მაგრამ როგორც ამბობენ, შესაძლოა, ეს 2018 წლის ზამთარში მოხდეს.
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები