"რკინიგზა რკინიგზელებს!" - თბილისში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
საქართველოს რკინიგზის გურჯაანში დასაქმებულებმა შიმშილობის დაწყების მესამე დღეს რკინიგზის დეპარტამენტთან აქცია გამართეს. მათ სოლიდარობას უცხადებენ აუდიტორია 115-სა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები.
საქართველოს რკინიგზის გურჯაანში დასაქმებულმა ორმა თანამშრომელმა შიმშილობა 15 აგვისტოს დაიწყო. დღევანდელ აქციაზე კიდევ შვიდმა ადამიანმა, მათ შორის, რკინიგზის ახალი პროფკავშირების წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ შიმშილობის აქციას.
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, შიმშილობის მიზეზი სამუშაო ადგილის ცვლილება და ამ პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაა.
მათ მოხოვნებთა სიას, ტრანსპორტისა და საცხოვრებლის უზრუნვეყოფასთან ერთად, დაემატა რკინიგზის პრესსამსახურის უფროსის დაჩი ცაგურიასა და საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის დირექტორის, ვასილ ხორავას გათავისუფლება.
აქციის მოანწილეებს დღეს ჰქონდათ მცდელობა, რომ გაეშალათ კარავი, თუმცა პატრულმა ამის შესაძლებლობა არ მისცა, რაზეც სასამართლოსაც მიმართეს. აქციის მოანაწილეები მოუწოდებენ პატრულის თანამშრომლებს დაემორჩილონ სახალხო დამცველის მითითებებს, რომ მისცენ კარვის გაშლის შესაძლებლობა.
ერთ-ერთი მოშიმშილე უჩა ხვთისიაშვილი On.ge-სთან ჰყვება, რომ პირველ აგვისტოს, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ისინი გურჯაანიდან თბილისი-მარნეულის რეგიონზე გადმოიყვანეს, თუმცა რკინიგზა არ უზრუნველყოფს მათი ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯებს. მოშიმშილე თანამშრომლების განცხადებით, ცვლილებების შესახებ მათ პირველ აგვისტოს, კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, ზეპირად აცნობეს, ხოლო შედეგად, ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯების დაფარვა მათ მოუწევთ.
On.ge-სთან საუბარში საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, რომ გურჯაანის რეგიონში რკინიგზის დაბალი დატვირთვიდან გამომდინარე აღარ არსებობდა იმ სამუშაოს საჭიროება, რასაც მუშები ასრულებდნენ. ცაგურიას განმარტებით, კომპანიამ გადაწყვიტა თანამშრომლების თბილისი-მარნეულის რეგიონში გადმოყვანა, რაც მუშებთან შეთანხმებული იყო.
მისივე თქმით, კომპანია უზრუნველყოფს მუშების ტრანსპორტირებასა და საცხოვრებელს და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
მუშები თავდაპირველ სამუშაო ადგილზე დაბრუნებას, ან აღნიშნული ხარჯების უზრუნვლყოფას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შიმშილობას გააგრძელებენ.
რკინგეზელთა პროფკავშირის წარმომადგენელი ილია ლეჟავა ამბობს, რომ მოშიმშილე თანამშრომლებს, თბილისში, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, გაათავისუფლებენ.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
კომენტარები