5 კითხვა, რომელზე პასუხსაც ჩცდ-ის ახალი სეზონისგან ველოდებით
ჩემი ცოლის დაქალების ამ დროისთვის ბოლო, მე-18 სეზონის დასრულებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა. ფორმულა კრეატივის შექმნილ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალს მაშინ ნამდვილი მაგნიტური დასასრული ჰქონდა, რადგან რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ძალიან საინტერესო და დაძაბულ მომენტში გაწყდა. სანამ მაისის თვეში გავიგებდით, რომ ჩცდ მე-19 სეზონით ბრუნდება, სერიალის ბედი გაურკვეველი იყო. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ მაყურებელში ახალი სეზონის მოლოდინი ჩვეულებრივზე გამძაფრებულია.
თუმცა, რადგან წინა და მომავალ სეზონებს შორის ასევე ჩვეულებრივზე დიდი პაუზა გამოვიდა, შესაძლოა, დაგვიწყებოდათ კიდეც, სად და როგორ დავტოვეთ ჩვენი საყვარელი პერსონაჟები. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გავიხსენებთ, რაზე გვედარდებოდა მე-18 სეზონში ყველაზე მეტად და, შესაბამისად, რა შეკითხვებზე ველოდებით პასუხებს მე-19 სეზონისგან.
სტატიაში შეხვდებით სპოილერებს ჩცდ-ის წინა სეზონებიდან
1. რა ბედი ეწია ბაქარს
მე-18 სეზონის ბოლო სერიის ფინალური და ძალიან შთამბეჭდავი კადრი ალბათ ყველას გვახსოვს — როგორ ჩაარტყა ბაქარ ორჯონიკიძეს მესამე ცოლმა ტაფა თავში. როგორც სერიალის სცენარისტი ქეთი დევდარიანი ამბობს, ახალი სეზონი სწორედ აქედან დაიწყება და ნელ-ნელა მოჰყვებიან, რა ხდებოდა ბოლო ერთ წელში.
ვერ ვიტყვით, რომ ტაფაჩარტყმული ბაქარის დანახვა გაგვიკვირდა — მეტიც, ეს სცენა ალბათ ლოგიკური გაგრძელება იყო მთელი სეზონის განმავლობაში ბიზნესმენის პარტნიორზე გამუდმებული ფსიქოლოგიური ძალადობისა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ლელას პერსონაჟის ეტაპობრივი ცვლილებაც ვიხილეთ; ამიტომ, ისიც საინტერესოა, როგორ განვითარდა მისი ამბავი ტაფის მოქნევის შემდეგ. თუმცა, მთავარია, გავარკვიოთ, რა ბედი ეწია ბაქარს. მით უმეტეს, რომ მის დანაშაულებრივ კარიერას კვალში ედგნენ გამომძიებლები, რომლებიც ბოლო სერიაში მიზანთან ახლოსაც მივიდნენ.
2. როგორ მოიქცა კატო
წინა სეზონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი კატოს და მისი მოძალადე პარტნიორის, სოსოს, ურთიერთობა იყო. მაყურებელი სერიიდან სერიამდე აკვირდებოდა, როგორ თანდათან გადაიზარდა "საოცნებო კაცის" პოვნის ამბავი ჯერ ტოქსიკურ, შემდეგ კი უკვე ძალადობრივ ურთიერთობაში.
ბოლო სერიაში ვნახეთ, რომ მეგობრის დაბადების დღიდან ძალით გამოყვანილმა კატომ პარტნიორს ზურგი აქცია და ყოფილ შეყვარებულს, მაქსიმეს, გაჰყვა. ახლა კი, საინტერესოა იმის გაგებაც, როგორ განვითარდა ისტორია ამ კადრის შემდეგ. ვერ ვიტყვით, რომ ამის გამოცნობა ადვილია; კატოს გადაწყვეტილებები მაინცდამაინც პროგნოზირებადი და ლოგიკური არაა — მან ხომ ფიზიკური ძალადობის შემდეგაც გააგრძელა სოსოსთან ურთიერთობა.
3. როგორ განვითარდა მაკას ისტორია
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მაკა ანჯაფარიძე მე-18 სეზონში დაბრუნდა. ნინო კასრაძის ძალიან კომპლექსური პერსონაჟი ამჯერადაც საინტერესო ცხოვრებისეულ ამბავს მოჰყვა — რამდენადაა შესაძლებელი ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება, როცა საზოგადოებრივი სტიგმა მუდმივად თან გდევს და საკუთარ წარსულს გახსენებს.
საპატიმროდან გამოსულმა მაკამ სწორედ ახალი, მშვიდი ცხოვრების დაწყება სცადა და საზოგადოების ყურადღების თავიდან ასაცილებლად რაიონშიც გადასახლდა. თუმცა, მცდელობის მიუხედავად, რესოციალიზაცია მაინც გაუჭირდა და როცა ახალწამოწყებულ საქმეშიც მისი ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით დამორჩილება სცადეს, თავი კიდევ ერთხელ იგრძნო ყველასგან გარიყულად. სწორედ ასეთს დავემშვიდობეთ სეზონის დასასრულს — დაუძლეველი წინააღმდეგობებით მოცული პერსონაჟი, ერთი შეხედვით, მშვიდად ტოვებს საკუთარ სახლს და სადღაც მიდის. აქედან გამომდინარე, მაკას ხაზის გაგრძელება უთუოდ საინტერესო იქნებოდა. მით უფრო, რომ ის სერიალის მაყურებლების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟიცაა.
4. გაგრძელდა თუ არა აკაკის და მარიამის ურთიერთობა
მეეჭვება, ერთადერთი ვყოფილიყავი, ვინც ამ ურთიერთობას გულშემატკივრობდა. სიმართლისთვის მებრძოლი, გონიერი და მიზანდასახული გამომძიებლების ამბავი ერთადაც საინტერესო იქნებოდა და ცალ-ცალკეც. მაგრამ მე-18 სეზონის ბოლო ეპიზოდში, როგორც იქნა, მათ კოცნას მოვკარით თვალი. ეს კი იმედისმომცემი სცენა იყო. მართალია, რომანტიკულმა ურთიერთობამ წყვილს შეიძლება ყურადღება გადაატანინოს ბაქარის ამბის გამოძიებისგან, თუმცა, გადატანილი ტრაგედიის შემდეგ აკაკი შუკაკიძე ბედნიერებას ნამდვილად იმსახურებს. ასე რომ, იმედია, ახალ სეზონში იმასაც გავიგებთ, როგორ გაგრძელდა მისი ურთიერთობა მარიამთან და მიაღწიეს თუ არა საწადელს ერთად.
5. რა ხდებოდა ვაკეში
შეიძლება ამაზე ვიდავოთ, მაგრამ სერიალში ვაკის ამბები სხვა ხაზებზე ნაკლებად საინტერესო იყო — განსაკუთრებით, ჩიკას სიკვდილის შემდეგ. აი, მე-18 სეზონში კი ვაკის დრამები შავლეგო მადლიანის ახალ სასიყვარულო ინტერესსა და მერის არცთუ მოულოდნელ საარჩევნო პერიპეტიებს არ გასცილებია.
ამის მიუხედავად, სეზონის ფინალურ სერიებში ორი საინტერესო ამბავი მაინც ვნახეთ — შავლეგოზე ზემოხსენებულმა სასიყვარულო ინტერესმა საბოლოოდ ჩაიქნია ხელი, მერიმ კი ვაკელებისადმი თავისი ლმობიერი პოლიტიკის შეცვლა და "რკინის ქალის" იმიჯის დაბრუნება გადაწყვიტა. ამიტომ, მომდევნო სეზონში ალბათ იმისთვისაც გამოინახება დრო და ადგილი, რომ გავიგოთ, მოდრიკა თუ არა ქალაქის ელიტა ყოფილმა კომენდანტმა.
მოკლედ, ჩცდ-ის მე-19 სეზონში მოსაყოლი მართლაც რომ ბევრია. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, შემოქმედებით ჯგუფს წარმატება ვუსურვოთ, ჩვენ კი, როგორმე მოვახერხოთ მოუთმენლობის დამალვა და ისე დაველოდოთ მონატრებული სერიალის ტელეეკრანებზე დაბრუნებას.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები