მოსამართლე გუჯაბიძე: ეს ბრალდებები მიმართულია სასამართლოს წინააღმდეგ
რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ დღეს, 3 ივნისს, პასუხი გასცა ნიკა გვარამიას ბრალდებებს, რომელმაც ის თაღლითურ ქმედებაში დაადანაშაულა. გვარამიას მტკიცებით, ნათია გუჯაბიძე 2014 წელს, მაშინ, როცა დედის ბინაში ცხოვრობდა, სახელმწიფოს თავისი დედისთვის ახდევინებდა ბინის ქირას. გთავაზობთ გუჯაბიძის პასუხს, რომელიც მან სასამართლო პროცესის დაწყებამდე თქვა:
"მინდა გამოვეხმაურო საჯაროდ გავრცელებულ ბრალდებებს და მინდა როგორც მოსამარTლემ დავალაგო ფაქტობრივი შემადგენლობა და დავალაგო, რას მოიცავდა ეს განცხადებები. პირველი: ის, რომ რუსთავი 2-ს არ სურს მისი საქმე განიხილოს თაღლითმა მოსამართლემ. მეორე: ის, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ჩემი მისამართით მთავარ პროკურატურაში და მესამე: ის, რომ ჩემი მისამართით მიმდინარეობს დისციპლინური დევნა.როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოების საყურადღებოდ, ვინაიდან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:
იმისათვის, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე დაკვალიფიცირდეს თაღლითად, უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლებრივი განაჩენი, რაც ბუნებაში არ არსებობს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამავე დროს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა განმარტება, რომ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არათუ ახლა, არამედ ჩემი 11-წლიანი სამოსამართლეო მოღვაწეობის განმავლობაში არასოდეს არ მიმდინარეობდა არანაირი საჩივრის საფუძველზე.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არანაირი დისციპლინური დევნა ჩემი მისამართით არ მიმდინარეობს და ჩემს მიმართ არ ყოფილა გამოყენებული სარეკომენდაციო წერილი.
მიუხედავად ამ ცრუ ბრალდებებისა და კონტექსტიდან ამოვარდნილი ინსინუაციებისა, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ეს ჩემს განსჯაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.
მიმაჩნია, რომ მთელი ეს ბრალდებები მიმართულია როგორც ჩემი, მოსამართლე ნათია გუჯაბიძის, ისე სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები