შაბათს, მთაწმინდის პარკში, EZO Festival გაიხსნება
შაბათს, 27 მაისს, მთაწმინდის პარკში კიდევ ერთი ქართული მუსიკალური ფესტივალი EZO გაიხსნება. ორგანიზატორები ფესტივალზე მოსულ ადამიანებს მრავალფეროვნებას, კარგ მუსიკას, გართობასა და დასვენებას ჰპირდებიან.
EZO Festival უკვე მესამე წელია ტარდება და მიუხედავად მისი არსებობის მოკლე ისტორიისა, სახელი უკვე გაითქვა.
მთაწმინდაზე მისულ ადამიანებს ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლა 14:00 საათიდან შეეძლებათ. კარებთან იმოქმედებს Face და Age კონტროლი.
როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 2017 წლის სეზონი სავსე იქნება ექსპერიმენტებით და ფესტივალის აქამდე არსებული ჩარჩოებიც დაირღვევა.
აღსანიშნავია, რომ EZO-ს ფარგლებში ოთხი გრანდიოზული ღონისძიება ჩატარდება. 27 მაისის ღონისძიება ერთ-ერთი მათგანია. მეორე მთავარი ღონისძიება 24 ივნისს იქნება, მესამე - 15 ივლისს და 8-9 ივნისს დაიხურება. ამგვარი ფორმატი ადამიანებს ცხელი ზაფხულის სასიამოვნოდ გაატარების საშუალებას აძლევს.
ფესტივალის გახსნის დღეს სტუმრებს უამრავი გასართობი, სიახლე და გემოვნებიანი მუსიკა ელით. წელს, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია საფესტივალო ტერიტორია და დიდი შრომის შედეგად, ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესებულია.
წელს EZO-ს 4 დიდი ივენთისთვის მთავარი სიახლე ახალი სცენა - უკანა ეზო იქნება. ფესტივალის მთავარ ღონისძიებებზე, ღამის საათებში, არტისტები უკანა ეზოს სცენებზეც დაუკრავენ.
27 მაისს მთაწმინდაზე მისულ ადამიანებს ფესტივალის ტერიტორიაზე დახვდებათ MZESUMZIRA’s Café, რომელიც ფესტივალის ტერიტორიაზე მთელი სეზონის განმავლობაში ყოველდღე იფუქნციონირებს.
MZESUMZIRA’s Café-ს მნიშვნელობა მხოლოდ კვებით არ შემოიფარგლება. ის უმასპინძლებს გამოფენა-გაყიდვებს, საჭმელ-სასმელის ბაზრობებს, ქართველი ხელოვანებისა და საზოგადო პირების ვორქშოფებსა და საჯარო ლექციებს, კინო ჩვენებებს, არტ პერფორმანსებს, იოგას, ბორდ-გეიმ შეკრებებსა და ა.შ.
ფესტივალის გახსნის დღეს მაყურებლის წინაშე რამდენიმე ნიჭიერი და გამოცდილი მუსიკოსი წარდგება.
Line-up-ი ასეთი იქნება:
> 27 მაისი (სეზონის გახსნა)
► მთავარი სცენა:
- Radio Grue (14:00 - 18:00)
- Rati (18:00 - 21:00)
- Gabunia (21:00 - 00:00)
- Sebo K (00:00 - 03:00)
- D'julz (03:00 - 06:00)
- Jay Shepheard (06:00 - 09:00)
► უკანა ეზო (პატარა სცენა):
- Vaska ( 09:00 - 12:00)
- Ako Von Unten (12:00 - დახურვამდე)
შეგახსენებთ, რომ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ საიტს. ფესტივალის კარები 14:00-ზე გაიღება და შესასვლელთან იმოქმედებს FACE და AGE კონტროლი. ონლაინ შეძენილი ბილეთების მფლობელებისთვის იქნება სპეციალური შესასვლელი.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები