10 რჩევა, რომელიც უცხო ენის შესწავლაში დაგეხმარება
ბევრ ჩვენგანს უცხო ენის სწავლის დაწყება ჯერ კიდევ ბავშვობაში მოუხდა. ზოგს ეს უყვარდა, ზოგს — ნაკლებად. თუმცა, თუკი ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადაწყვიტე, რომ ახალი ენა უნდა ისწავლო, აუცილებელია, ამ საქმეს გულისყურით მიუდგე. თავიდან, შესაძლოა, დაიბნე კიდეც: არ იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო. ამიტომ, რამდენიმე რჩევა შეიძლება გამოგადგეს — მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ენას სწავლობ, რადგან პრინციპი, დიდწილად, მსგავსია.
1. ჩამოაყალიბე, რატომ გინდა ენის სწავლა
სანამ ენის სწავლას დავიწყებთ, უნდა ვიცოდეთ, რატომ გვსურს ეს. სხვადასხვა ონლაინკურსებზე დარეგისტრირებისას პირველი სწორედ იმას გეკითხებიან, რა მიზნით გსურს ენის შესწავლა — სამსახურისთვის, უცხო ქვეყანაში სასწავლად წასვლისთვის ან სულაც ჰობის გამო. ერთი მხრივ, ამის ჩამოყალიბებით უკეთ განარჩევ, რაზე უნდა გაამახვილო მეტი ყურადღება და რაზე — ნაკლები. მეორე მხრივ, მკაფიოდ გამოხატული მიზანი იმის გარანტია, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვან. მიზანი ხომ ნებისმიერ საქმეში უმთავრესი მოტივატორია.
2. იმეცადინე ყოველდღე, თუნდაც მცირედი
მნიშვნელოვანია, უცხო ენის სწავლა სისტემატური და განგრძობითი პროცესი იყოს. შესაძლოა, შენ კონკრეტული მიზანი გაქვს დასახული, რომლის მიღწევაც გსურს, მაგრამ, რეალურად, ენის სწავლა არასდროს სრულდება. ამასთან, ენა პრაქტიკაში ცოცხლდება — მალევე შეიძლება დაგავიწყდეს, თუკი მასთან შეხება იშვიათად გექნება. ამდენად, აუცილებელია — განსაკუთრებით სწავლის საწყის ეტაპზე — მეცადინეობა ყოველდღიურობის ნაწილი იყოს. არაა აუცილებელი, საათობით გქონდეს წიგნებში თავი ჩარგული. ისწავლე ცოტ-ცოტა, ხარისხიანად და ხალისიანად.
3. გაიცანი ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანები
როგორც უკვე ვთქვით, ენა პრაქტიკაში ცოცხლდება, ამიტომ, მისი სწავლა მხოლოდ თეორიული მასალის სწავლით შეუძლებელია. არც მარტო სახელმძღვანელოში მოცემული სავარჯიშოები კმარა ნასწავლის ასათვისებლად. რადგან ენის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება კომუნიკაციაა, სასურველია, თუკი საურთიერთოდ ახალ ადამიანებს გაიცნობ — ეს შეიძლება იყოს ვიღაც, ვინც ამავე ენას სწავლობს ან სხვა, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია. მათთან წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციით შეძლებ საყვარელ ფილმებზე, ყოველდღიურ ამბებზე, ინტერესებზე ან თუნდაც ამინდზე ისაუბრო და ნასწავლი გრამატიკული და ლექსიკური მასალა პრაქტიკაში გამოიყენო. სხვათა შორის, იმ ადამიანებთან საკონტაქტოდ, ვისთვისაც შენ მიერ არჩეული ენა მშობლიურია, არაერთი აპლიკაცია არსებობს.
4. ესაუბრე საკუთარ თავს
თუკი ახალი მეგობრის პოვნა ვერ მოახერხე, ნუ იდარდებ, ყოველთვის შეგიძლია, საკუთარ თავს ესაუბრო. ალბათ ბევრ ჩვენგანს მოგვიწყვია საკუთარ თავთან ინტერვიუ — როცა კითხვას ვსვამთ და თავადვე ვპასუხობთ, ან თავს რომელიმე რეალითი შოუში წარმოვიდგენთ. ასეთ სიტუაციებს თუ უცხო ენაზე გავაცოცხლებთ, ეს ყველაზე მთავარში — ამ ენაზე ფიქრის დაწყებაში — დაგვეხმარება. ხმამაღლა ან გონებაში გამუდმებით აღწერე შენი საქციელი, შეაფასე შენ გარშემო მომხდარი ამბები, იხუმრე, საღამოობით მოჰყევი ჩავლილი დღის შესახებ — ესეც ეფექტური პრაქტიკის ნაწილია.
5. აწარმოე დღიური
ჩავლილი დღის შესახებ მოყოლას თუ დაწერა გირჩევნია, დღიური ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. თუ გინდა, დღიურს სულაც ნუ დაარქმევ — აი, როცა საინტერესო ამბავი გადაგხდება თავს და ერთი სული გაქვს, ამაზე მეგობრებს მოუყვე ან ფეისბუქზე დაპოსტო, ისე დაწერე ყველაფერი. დღიურში ასევე შეგიძლია ყოველდღიურად ნასწავლი მასალა ჩაიწერო და საკუთარ პროგრესს თვალი მიადევნო.
6. თარგმნე, თარგმნე ყველაფერი!
ენის სწავლისას ახალი ლექსიკის ათვისება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ზოგიერთი ახალი სიტყვების სწავლას პირდაპირ ლექსიკონიდან ცდილობს, რაც, ცხადია, ნაკლებად ეფექტურია. პრაქტიკის მნიშვნელობა უკვე აღვნიშნეთ და ბარემ ისიც დავამატოთ, რომ სწორედ პრაქტიკაში ნასწავლი გვამახსოვრდება ყველაზე უკეთ; ამიტომ, თარგმნე ყველაფერი, რასაც თვალს მოჰკრავ — იქნება ეს ეტიკეტი ბოთლზე თუ სარეკლამო პოსტი სოციალურ ქსელში. ჯერ სცადე, შინაარსი გაიგო, შემდეგ კი ნებისმიერი უცხო სიტყვა ლექსიკონში მოძებნე. უმჯობესია, თუ ამავე ენაზე შედგენილ განმარტებით ლექსიკონს გამოიყენებ.
7. იკითხე ლიტერატურა და უყურე ფილმებს/სერიალებს ამ ენაზე
ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზაა ენის სასწავლად, ამიტომ მის დანიშნულებაზე ბევრი საუბარი ალბათ არცაა საჭირო. უბრალოდ, გახსოვდეს, რომ ასე უკეთ გაიცნობ იმ კულტურას, სადაც შენ მიერ არჩეულ ენაზე საუბრობენ. აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნების (თუნდაც ზღაპრების) კითხვა და ფილმების ან სერიალების ყურება უცხო ენაზე სწავლის ნებისმიერ ეტაპზე შეგიძლია — თავიდან ცოტას გაიგებ, შემდეგ კი უფრო მეტ ნაცნობ სიტყვას თუ გრამატიკულ კონსტრუქციას წააწყდები ტექსტებში ან პერსონაჟების დიალოგებში.
8. უსმინე პოდკასტებს, აუდიოწიგნებს, სიმღერებს
კულტურის გასაცნობად კიდევ ერთი შესანიშნავი საშუალება პოდკასტების მოსმენაა — მით უმეტეს, თუ ავტორი ხშირად ეხება სოციალურ საკითხებს. გარდა ამისა, აუდიომასალის მოსმენით განივითარებ ენის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს — წარმოთქმას. მოსახერხებელია ისიც, რომ პოდკასტების და აუდიოწიგნების მოსმენა მგზავრობისას ან სხვა საქმის კეთების პარალელურადაც შეგიძლია. საინტერესოა სიმღერების მოსმენაც — განსაკუთრებით, თუკი მათი ტექსტების თარგმნას ეცდები.
9. მოარგე სოციალური ქსელები ახალ ენას
ენის კულტურაში უკეთ "გასათქვეფად" აუცილებელია, კავშირი არ დაკარგო აწმყოსთან. ამიტომ, მხოლოდ საუკუნეების წინ დაწერილი წიგნებით ან წლების წინ გადაღებული ფილმებით ნუ დაკმაყოფილდები. გამოიწერე ის ვებგამოცემები, რომლებიც შენ მიერ არჩეულ ენაზე აქვეყნებენ მასალებს, უყურე სხვადასხვა თემატიკის ვიდეოებს იუთუბზე ან ტიკტოკზე. სასურველია, სოციალური ქსელის ენასაც თუ შეცვლი — თავიდან ცოტა სიფრთხილე კი მოგიწევს, მაგრამ, საბოლოოდ, ბევრ საინტერესო და გამოსადეგ სიტყვას ისწავლი.
10. ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვების
ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმის დამახსოვრებაა, რომ შეცდომები "მოსულა". ამაში არც გასაკვირია არაფერი და არც დასაძრახი. ისაუბრე თამამად, წერე დაფიქრებით, მაგრამ უშიშრად. პრაქტიკაში ნასწავლი შეცდომა იმაზე მეტ სარგებელს მოგცემს, ვიდრე შიშის ან სიმორცხვის გამო გაჩუმება. ისიც გახსოვდეს, რომ მსოფლიოში ადამიანების 40 პროცენტი მხოლოდ ერთ, მშობლიურ ენაზე საუბრობს — შენ კი დიდი ნაბიჯი გადადგი და უცხო ენის სწავლას შეეჭიდე, ამიტომ, ვეღარაფერი უნდა გაშინებდეს!
ბონუსი: გამეორება ცოდნის დედაა
დაბოლოს, უბრალოდ, შეგახსენებ, რომ სწავლა ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა ნასწავლს გამუდმებით იმეორებ.
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები