ეროვნული ბანკი: 2016 წელს ინფლაცია 5% იყო, 2018 წლიდან 3%-მდე მცირდება
საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი ხუთი პროცენტი იყო. უწყების ინფორმაციით, იგივე მონაცემი 2017 წლისთვის ოთხი პროცენტია, მომავალი წლიდან კი სამ პროცენტამდე მცირდება.
2016 წლის ბოლოსათვის სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 1,8 პროცენტი და საშუალო წლიური ინფლაცია 2,1 პროცენტი იყო. ბანკის მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში წლიური ინფლაცია, საშუალოდ, 3,1 პროცენტს უტოლდება.
"საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი მთლიან ინფლაციაზე მაღალი იყო, რაც სურსათის დაბალმა ინფლაციამ და ენერგომატარებლებზე ფასების შემცირებამ გამოიწვია," - აღნიშნულია ანგარიშში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ 2016 წლის განმავლობაში ინფლაცია საბაზო ეფექტის გამო შემცირდა. მათივე ინფორმაციით, 2015 წელს ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის გადასახადის ზრდის, ელექტროენერგიის ტარიფების მატებისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად სამომხმარებლო კალათის ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტი 2016 წელს ამოიწურა. თუმცა, განმარტებულია, რომ ინფლაციის შემცირებას მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორებიც განაპირობებდა.
"2016 წელს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები წინა წელთან შედარებით, ძირითადად, შემცირებული იყო, რის გამოც მთელი წლის მანძილზე ინფლაციის შემცირების მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა ივლისიდან ამ ფაქტორმა თანდათან ამოწურვა დაიწყო," - ვკითხულობთ ანგარიშში.
მათივე განმარტებით, 2016 წელს გაგრძელდა საგარეო შოკების გადმოცემა საქართველოს ეკონომიკაზე და წლის დასაწყისში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკები კვლავ შესუსტებული იყო, თუმცა, მათი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე თანდათანობით ნეიტრალდებოდა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს მომდევნო წლის პირველ მაისამდე წარუდგენს. წლიურ ანგარიშში განხილულია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა ქვეყნის ცენტრალური ბანკი საანგარიშო პერიოდში. გარდა ამისა, ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები