"მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ ინფორმაციებს" — ეპისკოპოსი მელქისედეკი აიცრა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მისი თქმით, ვაქცინაცია, პირბადის ტარება, დისტანცია და პირადი ჰიგიენა ერთადერთი იარაღია ამ ომში. ეპისკოპოსი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მოუხმონ გონებას, არ აჰყვნენ ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმონ ყველა ცნობა და დაიცვან როგორც საკუთარ თავები, ასევე, გარშემო მყოფები.
"როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით. ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა — ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია", — წერს Facebook-ზე ეპისკოპოსი.
მელქისედეკი ანტივაქსერთა კომენტარებს ვაქცინაციაზე მითებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომლის მიხედვითაც "აცრილიც ავადდება კოვიდით". ეპისკოპოსის ხაზს უსვამს, რომ მართალია, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ადამიანი, შესაძლოა, დაინფიცირდეს, მაგრამ მისი გართულების ფორმა მინიმუმამდე მცირდება. მისი თქმით, აუცილებელია გავიზიაროთ ის პასუხისმგებლობა, რაც ყველას გვაკისრია.
"ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა — დავიცვათ ადამიანისადმი ღვთითბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება", — აცხადებს ის.
დღეს საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვები გამოაცხადა. კერძოდ, იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ. რეგულაციები 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობა იყო — პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას ძალის გამოყენებით ცდილობდა პარლამენტთან დაძაბულობა იყო — პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას ძალის გამოყენებით ცდილობდა
-
გადახედვარა ხდება პარლამენტთან მას შემდეგ, რაც შენობის უკანა შესასვლელი სპეცრაზმმა დაიკავა რა ხდება პარლამენტთან მას შემდეგ, რაც შენობის უკანა შესასვლელი სპეცრაზმმა დაიკავა
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება — საია მოვუწოდებთ შსს-ს, არ გამოიყენოს უკანონოდ ძალა და მისცეს მშვიდობიან დემონსტრანტებს პროტესტის გაგრძელების კონსტიტუციური უფლება — საია
-
გადახედვათავისუფლების მოედანზე დამატებით საპოლიციო ძალები და სპეცრაზმი გამოჩნდა თავისუფლების მოედანზე დამატებით საპოლიციო ძალები და სპეცრაზმი გამოჩნდა
-
გადახედვა"მცირე შენიშვნა" — საპატრიარქო დამატებით განცხადებას შუაღამეს ავრცელებს "მცირე შენიშვნა" — საპატრიარქო დამატებით განცხადებას შუაღამეს ავრცელებს
-
გადახედვაპროტესტი პარლამენტთან — გეგმა და სპეციალური ადგილები დემონსტრანტების საჭიროებებისთვის პროტესტი პარლამენტთან — გეგმა და სპეციალური ადგილები დემონსტრანტების საჭიროებებისთვის
-
გადახედვა"როგორც ჩანს, მართლა შიგნით ჰყავს ბიძინას ქოცები გამოკეტილი" — ხატია დეკანოიძის თქმით, პარლამენტში არ შეუშვეს "როგორც ჩანს, მართლა შიგნით ჰყავს ბიძინას ქოცები გამოკეტილი" — ხატია დეკანოიძის თქმით, პარლამენტში არ შეუშვეს
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული მშვიდობიანი აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული
-
გადახედვათსუ-ს 160-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტების გაფიცვას უერთდება თსუ-ს 160-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტების გაფიცვას უერთდება
-
გადახედვაფოტოებში: რა ხდება ახლა პარლამენტის წინ და მიმდებარედ — ფოტოებში ფოტოებში: რა ხდება ახლა პარლამენტის წინ და მიმდებარედ — ფოტოებში
-
გადახედვასამართლის სპეციალისტები: მოვუწოდებთ პარლამენტს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ მიიღოს კანონი სამართლის სპეციალისტები: მოვუწოდებთ პარლამენტს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ მიიღოს კანონი
-
გადახედვაბუაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში ჰყავთ შეყვანილი და პიჟამებში და ჩუსტებში არიან ბუაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ დეპუტატები უკვე პარლამენტის შენობაში ჰყავთ შეყვანილი და პიჟამებში და ჩუსტებში არიან
-
გადახედვაშეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას — თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას — თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები
-
გადახედვაგავათენოთ საქართველოსთვის — რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო გავათენოთ საქართველოსთვის — რუსთაველზე საპროტესტო აქცია დაიწყო
-
გადახედვაბარები, სადაც აქციის მონაწილეებს დახმარებას, ტელეფონის დატენვასა და შესვენებას სთავაზობენ ბარები, სადაც აქციის მონაწილეებს დახმარებას, ტელეფონის დატენვასა და შესვენებას სთავაზობენ
-
გადახედვაპარლამენტის გვერდითა შესასვლელებში დამატებითი კარები დააყენეს და შეადუღეს — მობილიზებულია სპეცრაზმიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელებში დამატებითი კარები დააყენეს და შეადუღეს — მობილიზებულია სპეცრაზმიც
-
გადახედვაშს მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ შს მინისტრმა თქვა, რომ პარლამენტის ბლოკირების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის მუხლით დააკავებენ
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან, ჯამში 6 ადამიანი იყო, მანქანაში ელაგათ ხელკეტები ზურა ჯაფარიძე: დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან, ჯამში 6 ადამიანი იყო, მანქანაში ელაგათ ხელკეტები
-
გადახედვა"რუსული კანონის ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის დამანგრეველ შედეგებს, რასაც მისი ამოქმედება მოუტანს საზოგადოებას" — 100-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება "რუსული კანონის ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის დამანგრეველ შედეგებს, რასაც მისი ამოქმედება მოუტანს საზოგადოებას" — 100-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
-
გადახედვაუნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გაიფიცნენ უნივერსიტეტების სია, სადაც სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გაიფიცნენ
-
გადახედვარუსულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მთავრობას სამ არჩევანს სთავაზობს რუსულ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტი მთავრობას სამ არჩევანს სთავაზობს
კომენტარები