ფორსაჟი 9 ქართულ კინოთეატრებში "დაპარკინგდა"
ფორსაჟის მეცხრე ფილმის მოლოდინი, საქართველოში მაშინ დაიწყო, როცა პირველად გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფორსაჟში თბილისიც მიიღებდა მონაწილეობას.
მართალია, ჩვენი ქვეყნისთვის უცხოური გადამღები ჯგუფის სტუმრობა არ არის სიახლე, მაგრამ მსგავსი მასშტაბის ჰოლივუდის ფილმი ჯერ აქ არავის გადაუღია. ამიტომ გასაგებიცაა ის ფაქტი, რომ ყველა მოუთმენლად ელოდა მის გამოსვლას. შესაბამისად ფორსაჟის პრემიერა კინოთეატრ კავეაში მსოფლიო პრემიერამდე ერთი თვით ადრე შედგა.
მართალია, ქართულ პრემიერაზე ვინ დიზელი მხოლოდ პოსტერზე იყო წარმოდგენილი, მაგრამ სამაგიეროდ იმ ადამიანებს ვესაუბრეთ, ვინც საქართველოს მხრიდან ფილმის გადაღების პროცესში მონაწილეობდა.
"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილიონობით ადამიანი ნახავს ჩვენს ქუჩებს დიდ ეკრანზე, თან ერთ-ერთ პრესტიჟულ ფილმში, რაც ჩვენი ქვეყნის ცნობადობას ნამდვილად გაზრდის", — განაცხადა სააგენტოს, აწარმოე საქართველოში, დირექტორმა მიშა ხიდურელმა. მისი თქმით, საქართველოს ამ ეტაპზე აქვს რესურსი, რომ ორ ან სამ დიდ პროექტს უმასპინძლოს. რაც ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, აგრეთვე ამ სფეროში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის გაზრდას.
Universal Pictures-თან უშუალო მოლაპარაკებას კომპანია Enkeny Films აწარმოებდა. მისი ხელმძღვანელი ბაჩო მებურიშვილის თქმით, თუკი ადრე მხოლოდ ერთ პროექტზე ჰქონდათ მოლაპარაკება, ამჯერად უკვე რამდენიმეს განიხილავენ. "თავიდან გვიწევდა აგვეხსნა სად იყო საქართველო, ახლა გვთხოვენ, რომ პირველად მათი პროექტები განვიხილოთ. თუკი წელს ფორსაჟი გამონაკლისი შემთხვევაა ჩვენი ქვეყნისთვის, გვჯერა, რომ მალე მსგავსი სახის პროექტები ჩვეულებრივი მოვლენა გახდება".
საქართველო ფილმში საათი და 47 წუთის შემდეგ ჩნდება. ყურებისას ნამდვილად შეიგრძნობ, როგორ გამოფხიზლდა ქართველი მაყურებელი, როცა დიდ ეკრანზე წარწერა თბილისი დაინახა.
ფორსაჟის გმირებს ძალიან გაუმართლათ, რომ ოპერაციის შესრულება პიკის საათებში არ მოუწიათ, შესაბამისად ქალაქი არც ისე გადატვირთული იყო. თბილისის შუაგულიდან რაკეტის აფრენა კი ნამდვილად საამაყო მომენტი იქნება ყველა ქართველისთვის.
სიმართლე რომ გითხრათ, ვინმემ რომ მკითხოს რაზეა ფილმი, ნამდვილად ვერ ვუპასუხებ ისე, რომ IMDb-ზე აღწერას არ ჩავხედო. მაგრამ, ფორსაჟის ფილმებში სიუჟეტი ყველაზე მოსაწყენი დეტალია, აქ მთავარია ოჯახური სიყვარული და ის ფაქტი, რომ თბილისში კორპუსებს შორის უზარმაზარი მანქანა აყირავდა, ისე თითქოს შავი ბუმბული ყოფილიყოს.
ამ ფილმში გმირებმა ბეწვის ხიდზეც გაიარეს, კოსმოსში გაემგზავრნენ და ყველა ცნობილი ფიზიკის კანონი ერთდროულად დაარღვიეს. მაგრამ, კინოში იმისთვის არ მივდივართ, რომ ვიღაცამ აგვიხსნას, როგორ მოქმედებს გრავიტაცია. ჩვენ "მფრინავი" მანქანების და გიგანტური მაგნიტების ყურება გვსიამოვნებს, რომელიც ძალიან უხდება თბილისის ქუჩებს.
თუკი მანქანას მართავ და კავეა გალერიადან გამოხვალ, ძნელია დასძლიოთ სურვილი იმისა, რომ იგივე ტრიუკები არ შეასრულო, რასაც ვინ დიზელი აკეთებს ჩვენს ქალაქში. თუ ამ პროექტმა, მართლაც ასე გაამართლა, ვინ იცის, იქნებ მალე საქართველოში უცხოპლანეტელებიც კი ჩამოვიდნენ. თუმცა სანამ მომავლისკენ ვიყურებით, აწმყოსთან კავშირი არ უნდა დავკარგოთ, ამიტომ შეგიძლია კავეაში რბოლის ველად ქცეული თბილისის ყურებით დატკბე.
ფილმის ნახვა დიდ ეკრანებზე საღამოს სეანსებზეც იქნება შესაძლებელი, რადგან კომენდანტის საათმა 23:00-მდე გადაიწია და კინოთეატრებს საღამოს სეანსების დამატების შესაძლებლობა მიეცა. ბილეთების გაყიდვა კინოთეატრებში უკვე დაიწყო.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები