ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ კორცხელის ჩხუბში მონაწილეები ამოიცნეს
ენმ-ს თავჯდომარე მისი მოძრაობის მიერ იდენტიფიცირებულ 14 თავდამსხმელს ასახელებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ენმ-მ სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე თავდამსხმელები ამოიცნეს და მათი დამკვეთი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა:
"ამ ზონდერ-ჯგუფების შემქმნელი და დამფინანსებელი კახა კალაძეა, მთავრობის ვიცე-პრემიერი, მათ უშუალო ხელმძღვანელი კი გიორგი არეშიძეა, სწორედ ის ქირაობს იმ სპორტ-დარბაზს, სადაც იწვრთნებიან ასეთი ცემა-ტყეპისთვის ეს ზონდერები".
გიორგი არეშიძე კახა კალაძეს ცოლის ძმა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსია.
გაბაშვილმა ჟურნალისტებს მტკიცებულებად ფოტოები წარუდგინა:
"სპორტსმენების რეკრუტირებას ახდენს გეგა გეგეშიძე, რომელიც იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი, ხოლო მისი ბიძაშვილი და ჭიდაობის ნაკრების წევრი ვლადიმერ გეგეშიძე იყო დღეს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მთავარი ინიციატორი" - დასძინა მან.
გიორგი გაბაშვილმა ჟურნალისტებს უჩვენა ფოტო, რომელზეც, მისი თქმით, კახა კალაძესთან ერთად ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი კობა ტყეშელაშვილია გადაღებული. გაბაშვილის თქმით, ის დღევანდელი თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მონაწილე იყო.
გაბაშვილის თქმით, თავდასხმაში მონაწილე 14 პირი იდენტიფიცირებულია და ყველა მათგანი სპორტსმენი და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირია.
ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე, სადაც შუალედური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობდა, ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას, დღეს შუადღისას სცემეს.
On.ge ცდილობს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ბრალდების ადრესატებთან დაკავშირებას. დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, მკითხველს დაუყონებლივ ვაცნობებთ.
- ჯერ კიდევ უცნობია, დააკავეს თუ არა ზუგდიდის ინციდენტში მონაწილე პირები
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორცხელის ინციდენტზე: დაზარალდა სახელმწიფოს ინტერესები
- TI: პოლიციას საარჩევნო უბნებთან ინციდენტების აღმოფხვრის ინსტრუქტაჟი სჭირდება
- ISFED: პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საარჩევნო პროცესის ძალადობრივი ესკალაციისგან
- საია: ამ ეტაპზე კორცხელის საარჩევნო უბანზე პოლიცია არასაკმარისი რაოდენობით იმყოფება
- ცესკოს თავჯდომარე ზუგდიდში ნაცმოძრაობის ლიდერების ცემის ფაქტზე: ასეთი დაპირისპირებები საარჩევნო პროცესს აზიანებს
- შსს–მ ზუგდიდში ნაცმოძრაობის ლიდერების ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები