ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ვიკრიბებით შაბათს — გიგი უგულავა
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, ამიტომ შაბათს აქციაზე ისევ იკრიბებიან. ეს იყო შეფასება იმ შეხვედრისა, რომელიც 12 ნოემბერს ოპოზიციას, ხელისუფლებასა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის გაიმართა.
"უბრალოდ, აქამდე ხელისუფლება ჭირვეულობდა, მხოლოდ დიალოგზე საუბრობდა, როგორც ვერბალურ ფორმაზე. კობახიძისგან არ ისმოდა, კობახიძე არანაირ დიალოგს არ ითხოვს, პირდაპირ დახვრეტას ითხოვს ჩვენსას. ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ ხალხის პროტესტია ქუჩაში. საბოლოო ჯამში ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა ჩაიარა წარმატებით, ამიტომ, მეგობრებო, შაბათს 15:00 ვიკრიბებით. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება, აბა, ამ დიალოგს გაგიწელავენ მეორედ მოსვლამდე", — განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, ამ შეხვედრაში ახალი არის პროცესი, მაგრამ რითი დამთავრდება, უცნობია. მანვე აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის ინიციატივა პარტნიორებს ეკუთვნოდათ.
"მოგეხსენებათ, არა არის დაფარული, რომელი არა გაცხადდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არც დაფარული რამე არსებობს და არც განცხადება სჭირდება. ჩვენი პოზიცია რასაც საჯაროდ ვამბობთ, იმას ვამბობთ ელჩებთანაც. აბა რა გგონიათ, გარეთ სხვას ვლაპარაკობთ და შიგნით სხვას? ჩვენი პოზიცია ვუთხარით. განსხვავება რა არის გუშინდელსა და დღევანდელ დღეს შორის — ფორმაშია განსხვავება. იმის გამო, რომ შუაში ელჩები სხედან; იმის გამო, რომ ბატონმა თალაკვაძემ ინება და მობრძანდა, საუბრის ფორმა მისცა, ინსტიტუციონალიზაცია მოახდინა. მან ფორმალურად მოისმინა სრულიად ოპოზიციის პოზიცია. ჩაიწერა, რატო იწერდა, რა, არ იცის?ყოველდღე ესმის ფანჯრების ქვემოდან შეძახილი", — განაცხადა გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ ამ პარლამენტში შესვლისა და არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიტიკური პარტიის ლიდერები აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შეხვდნენ. შეხვედრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქართული ოცნებიდან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. შეხვედრიდან პირველი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია ისევ ერთიანია, მოთხოვნები კი უცვლელი. იგივენაირი შეფასებები ჰქონდათ ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც. პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად შეთანხმებით დასრულდება. რაც შეეხება, არჩილ თალაკვაძეს მან შეხვედრა "პოზიტიურად" შეაფასა და აღნიშნა, რომ დიალოგის დაწყება პოზიციების დაახლოებას ემსახურება.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ზეგ, 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები