წითელი პანდა ქართულ საოფისე სიტუაციებში (იმიტომ, რომ დღეს ორშაბათია)
ორშაბათი მძიმე დღეა და ყოველი პატარა ნათელი წერტილიც კი გვეხმარება მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
ამიტომ, ავიღეთ საყვარელი და ღუნღულა წითელი პანდის ფოტოები და ქართული საოფისე სიტუაციები მოვარგეთ.
1. შენ, როცა უფროსს ახალი და კარგი იდეა შესთავაზე, მას მოეწონა, შეგაქო, ცაში აგიყვანა და მიწაზე აღარ დაგსვა, მაგრამ გადაწყვიტა რაღაც დაემატებინა, ბევრი ილაპარაკა, ბოლოს საერთოდ გადააკეთა, შენი იდეისგან 0 დატოვა და "ჰო, კარგია! ასე გავაკეთოთ", - გითხრა და თავი წარბებაწეულმა დაგიქნია:
2. შენ, როცა მოსაწევად გადიხარ, იქ გხვდება თანამშრომელი, რომელთანაც არაფერი გაქვს საერთო და სალაპარაკო და ორივე უყურებთ ქუჩას, სადაც არაფერი ხდება:
3. როცა ლანჩის ოთახში მარტო ხარ, გგონია, რომ რადგან ყველამ ჭამა უკვე, აღარავინ შემოვა, ფიქრებში მიდიხარ, იწყებ ღორივით ჭამას და ამ დროს შემობოდიალდება ვიღაც, რომელიც წყალს ან ჩაის დაისხამს და გასვლისას სხვათაშორის მოგაძახებს: "ბონ აპეწიი!"
4. როცა წარმატებული გოგო თანამშრომელი ამბობს, რომ კი ძალიან კარგია ეს კარიერა და დამოუკიდებელი ცხოვრება, მაგრამ ერთი მდიდარი ქმარი რა გახდა, რომ დაჯდეს სახლში და მარტო იმაზე იფიქროს, რომელ სპა-სალონში წავიდეს დღეს:
5. როცა უფროსი სრულიად დაუმსახურებელ შენიშვნას გაძლევს, მხოლოდ იმიტომ, რომ "სასტავში არ ზიხარ":
6. როცა თანამშრომელი ჩამოვლაზეა, რომ ყველას აჩვენოს თავისი შვილის ახალი ფოტოები და იცი, რომ მალე შენი რიგი დადგება:
7. როცა ლანჩზე გასვლამდე 5 წუთით ადრე თვალებს მოხუჭავ და ფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, რომ ამ ერთი საათის გამოყენება, რომელიც შესვენებაზე გეკუთვნის, ჭამის მაგივრად შუა დღის ძილისთვის შეგეძლოს:
8. როცა "აიტიშნიკი" როგორც იქნა ამოვიდა, დაჯდა შენს კომპთან, 2 საათი რაღაცები იჩალიჩა და ბოლოს გეუბნება: "რავი, არაფერი არ ჭირს რა გინდა? ჩემზე კარგი კომპიუტერი გაქვს" და ამ დროს გინდა, რომ თავი მოაკბიჩო:
9. როცა უკვე აღარ შეგიძლია იმის მოსმენა, რომ ბასიანზე კი კარგია, მაგრამ აი, ბერლინი, მაინც სულ სხვაა:
10. როცა არასდროს დაგიგვიანია, მაგრამ დღეს შეგაგვიანდა და უფროსმა შენიშვნა მოგცა და გაგაფრთხილა, მეტი აღარასოდეს დაიგვიანო:
11. როცა 7 საათი ხდება, სამუშაო დღე მთავრდება, მაგრამ უფროსმა შეხვედრა დანიშნა და საქმის ნაცვლად თავის ამბებს ყვება, ყველა თანამშრომელი ჩართულია, მის ხუმრობებზე იციანიან და რომ გგონია, დამთავრდა ეს თემა და ახლა თათბირი დაიწყებაო, რომელიღაც არაადეკვატური ახალ შეკითხვას უსვამს და უფროსსაც არ ეზარება ვრცლად მოყოლა:
12. როცა თანამშრომელი კურიოზს გიყვება, შენს პირად სივრცეს არღვევს და იძულებული ხარ გაიცინო, იმის იმედად, რომ მოგეშვება, მაგრამ — არ გეშვება:
13. როცა როგორც იქნა მოგეშვა, აღარც კურიოზი აქვს მოსაყოლი, აღარც ბავშვის ფოტო აქვს რომ გაჩვენოს, მაგრამ იცი, რომ აუცილებლად დაბრუნდება:
14. როცა ფეისბუქს სქროლავ და ვითომ მუშაოოოოობ:
15. როცა უყურებ თანამშრომლებს, სიტუაციას სამსახურში და ეგზისტენციალური შეკითხვა გებადება: "რა მინდა ცხოვრებაში და რა მინდა აქ?"
16. როცა ლანჩის ოთახში ზიხარ, შენს სალათს ჭამ და ამ დროს შენი თანამშრომლები ლაქტაციაზე ლაპარაკობენ:
17. როცა თანამშრომელი ცდილობს გეხუმროს, მაგრამ სინამდვილეში "იაზვობს", ზედმეტად ფამილიარულია და შენი რეაქცია მის ნათქვამზე არის: "იიიიიიიიი"
18. როცა შენი თანამშრომელი ვერ ხვდება, რომ მისი მოყოლილი ამბავი, რომელიც იწყება სიტყვებით: "აუ, გაღადაო!" - სინამდვილეში სასაცილო არ არის და მიუხედავად იმისა, რომ სულ ასეთი სახე გაქვს, ვერასოდეს ხვდება, რომ უბრალოდ არ გამოსდის სასაცილო ამბების მოყოლა და მისი ადგილი "გააცინე და მოიგეშია":
19. როცა შენი მეგობრები მუშაობას მორჩნენ, შეიკრიბნენ, შენ გელოდებიან და უფროსი გადაწყვეტს, რომ 2 თვის მერე რომაა დედლაინი, ის საქმე დღეს გააკეთოს:
თუ ეს ყველა სიტუაცია ერგება თქვენს სამსახურს, დღესვე წამოდით მაგ ადგილიდან! თუ რამდენიმე — მაშინ არაუშავს, ყველა მაგ დღეში ვართ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები