არასრულწლოვანი ბრალდებულების ადვოკატები აღკვეთის შეცვლას მოითხოვენ
დღეს, 31 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ადვოკატები ჟურნალისტებთან აცხადებენ, არაერთი შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, მათ შორისაა, აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვა და ზოგიერთი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა.
არასრულწლოვანი ლ.შ.-ს ადვოკატი ზაქრო გვიშიანი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, აპირებს დააყენოს, როგორც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ასევე, მტკიცებულებების დაუშველობისა და დევნის შეწყვეტის შუამდგომლობები.
"იმის გათვალისწინებით, რომ სხდომას იხილავს ის მოსამართლე, რომელმაც კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე დაუსაბუთებლად შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა, მე არ მაქვს პოზიტიური მოლიდინი. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაა კანონთან კონფლიქტში მყოფი, წარსულში არ არის ნასამართლევი და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ პატიმრობა ძალაში იყოს დატოვებული, სუფთად სამართლებრივად, ამის საფუძველი არაა", — განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
რაც შეეხება აღკვეთის შეცვლას, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ეს არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემით უნდა შეიცვალოს, ალტერნატივის სახით კი შესაძლოა გირაო შესთავაზონ.
მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობის დაყენებას აპირებს ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური. მისი თქმით, ზოგიერთი მოწმის ჩვენება არსებითად შეცვლილია.
"ეს მოწმეები, რომლებიც მოგვევლინნენ ცოტა ხნის წინ აბსოლუტურად შეცვლილი ჩვენებით, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელი მტკიცებულებაა, ჩვენ მოვითხოვთ ყველა იმ მოწმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას, რომლებმაც შეცვალეს ჩვენება და არსებით წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ ჩვენებებთან" — აღნიშნა გელხაურმა.
გარდა ამის, ის აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლას მოითხოვს.
პროცესის დაწყების წინ პროკურორმა, ნიკოლოზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ისინი ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების მომხრე არიან.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები