შაქარაშვილის საქმეზე გაგნიძის ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს
შაქარაშვილის საქმეზე არჩილ გაგნიძის ადვოკატმა მოსამართლე მაია ოშხარელის აცილების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა არ დაუკმაყოფილეს. მიზეზად ადვოკატი იმას ასახელებს, რომ კანონით დადგენილ ვადაში არ ეცნობათ წინასასამართლო სხდომის გაგრძელების შუამდგომლობის შესახებ. მისი თქმით, ამის გამო მოსაზრების დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.
"სასამართლოს მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა შუამდგომლობა, რადგან საქმეში დევს რაღაც ცალმხრივი ოქმი, რომლის თანახმადაც, თითქოს ვასილ მამულაშვილს [გაგნიძის ადვოკატი] დაუკავშირდა გამომძიებელი და აცნობა, რომ ისინი აპირებდნენ შეტანას და არა ის, რომ შეიტანეს. თუმცა კანონი ითვალისწინებს, რომ შეტანის შემდეგ უნდა ეცნობოს დაცვის მხარეს. როგორც მოგახსენეთ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა", — განაცხადა მან.
მისი თქმით, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების დიდი ნაწილი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, მათ შორისაა, მისი დაცვის ქვეშ მყოფიც, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატი ითხოვს, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვონ გაგნიძე, თუმცა ალტერნატივის სახით სასამართლოს 5 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს.
დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვნის სხდომა მიმდინარეობს. ესენი არიან: ვასილ მახარაძე, ვასილ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11-ვე სრულწლოვნის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორ დავით ყაზარაშვილის განმარტებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რადგან არცერთი დაკავებული არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება 6 არასრულწლოვან ბრალდებულს მათი სასამართლოს სხდომა 31 ივლისს გაიმართება.
გიორგი შაქარაშვილის საქმე
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეს კვალიფიკაცია დაემატა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები