თურნავა: არასდროს გვითქვამს, რომ რეგულარული ფრენები პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას არასდროს უთქვამს, რომ პირველი ივლისიდან რეგულარული, ანუ მასობრივი ფრენები აღდგებოდა. ამის შესახებ მან პოს ტვ-ის ეთერში ისაუბრა.
"არადსროს ჩვენ არ გვითქვამს, რომ რეგულარული, ანუ მასობრივი ფრენები პირველი ივლისიდან გაიხსნებოდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რას, რომ აუცილებლად გავხსნით ბაზარს, მაგრამ ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ", — აღნიშნა თურნავამ.
მისივე თქმით, ზოგადად, ფრენები შეჩერებული არაა და კვლავ მოქმედებს ჩარტერული რეისები. როგორ მინისტრი ამბობს, ადამიანისთვის სულ ერთია ჩარტერით იფრინებს, თუ რეგულარულით, რადგან "ორივე კომერციულია".
რაც შეეხება ფრენების გაუქმებასა და საზღვრების გახსნის საკითხს ნათია თურნავა განმარტავს:
"ყველასთვის გახსნა ნიშნავს რას, რომ დაიწყება მყისიერად ბილეთების გაყიდვა. არანაირი იურიდიული საფუძველი ამის შეზღუდვის არ იარსებებდა. ამასთან ევროკავშირმა მხოლოდ ახლა მიიღო სია, ორში გამოქვეყნდა და არა პირველში, ახლა სათითაოდ სახელმწიფოები აგარჩევენ ან არა. აღმოჩნდებოდა, რომ ხალხი დარჩებოდა მოტყუებული, მათ ეჭირებოდათ ბილეთები ისეთ ქვეყნებზე, რომელიც არ მიიღებდა მათ. ანუ მოლოდინი არ გამართლდებოდა და ამაზე კვლავ ჩვენ ვიქნებოდით პასუხისმგებელნი.
ამიტომ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ პირველი ივლისიდან ასე უკონტროლოდ, ქაოტურად მასობრივად გავხსნიდით. სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ გვაძლევს გლობალური ვითარება, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლა, მაგალითად, პიკია. გახსნა ნიშნავს ტრანზიტული მგზავრისთვის გახსნას, ყველანაირი გახსნა, ამიტომ აბსოლუტურად სწორი იყო, რომ ჩვენ მოვიგეთ დრო".
ჯერ კიდევ მაისის თვეში მთავრობაში აცხადებდნენ, რომ პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას დაიწყებდა. მთავრობის წარმომადგენლები ამისთვის ხვდებოდნენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და იმ ქვეყნებსაც ასახელებდნენ, საიდანაც ჩამოფრინდებოდნენ პირველი მგზავრები.
თუმცა ცნობილი გახდა, რომ საქართველო საზღვრებს არ გახსნიდა. აღნიშული გადაწყვეტილების გარშემო არაერთი კითხვა გაჩნდა და მინისტრთა კაბინეტი განმარტავდა, რომ ნაბიჯი უსაფრთხოების ზომით იყო ნაკარნახევი.
პირველ ივლისს ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და საზღვრები გაუხსნა. ამას ემატება ისიც, რომ დაბალბიუჯეტიანმა უნგრულმა კომპანია Wizz Air-მა ქუთაისში ბაზის დროებით დახურვა გადაწყვიტა.
ამავე დროს, აირზენამ ჩარტერული რეისები დანიშნა, რომლებზეც ბილეთის ფასი მაღალი იყო და ეს მთავრობის წევრებმაც აღიარეს.
დღეს, 2 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რეისებს აღადგენს. გიორგი გახარიას თქმით, ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება. მანვე აღნიშნა, რომ სპეცრესიები ერთმა ქვეყანამ აღარ უნდა შეასრულოს.
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები