ნანა და ავთო — გაიცანით მოხუცებისა და საზღვრისპირა სოფლების გულშემატკივრები
"წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვა გვინდა ხანდაზმულებისთვის და ხომ გაქვთ მეთქი. გაითვალისწინეთ, მაგ ფულს მე არ გამოგართმევთ და სხვა ხანდაზმულებს მოახმარეთო".
ალბათ, აქამდეც გსმენიათ ცოდნის კაფესა და მისი დაუღალავი თანადამფუძნებლის, ნანა ბაგალიშვილის შესახებ, რომელიც გამუდმებით ახალ-ახალ სოციალურ პროექტშია ჩართული, იმისთვის, რომ მოქალაქეებს მძიმე ცხოვრება შეუმსუბუქოს.
ორგანიზაცია ცოდნის კაფე თანხას შემოწირულობებით აგროვებს და ამის შემდეგ ხანდაზმულებს ეხმარება. წლებია, რაც ბენეფიციარების მნიშვნელოვან ნაწილში ახალგაზრდებთან ერთად მოხუცებიც არიან. სწორედ მათ შეეხოთ კორონავირუსი ყველაზე მძიმედ — მოწყვლად, მაღალი რისკის ჯგუფში შედიან და საგანგებო მდგომარეობის პირობებში, გარეთ გასვლა ეკრძალებათ, თუ სახლთან ახლო მდებარე მაღაზიაში ან აფთიაქში არ მიდიან.
პანდემიის პირობებში მოხუცების მდგომარეობასა და ყოველდღიურობაზე ნანა ბაგალიშვილი გვესაუბრა:
"მარტოხელა ხანდაზმულებს სოციალური დისტანცია სოციალურ იზოლაციად ექცათ და განსაკუთრებულადაც შეშინდნენ. მათი ნუგეში და მხარდაჭერა გვინდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში".
ზოგიერთ მოხუცს საკვების პრობლემა აქვს, რადგან პენსიების ნაწილი წინსწრებით გამოიტანეს. საზოგადოებრივი დონაციებით ცოდნის კაფე მათ სხვადასხვა პროდუქტს უსასყიდლოდ გადასცემს.
"ზოგს საკვები აქვს, მაგრამ აქვს დეპრესია, ფსიქიკური ჯანმრთელობა კი — გაუარესებული. ასეთებთან მიგვაქვს ყვავილები დიდი ქოთნით, ზრუნვის ინსტრუქცია და სადეზინფექციო სითხე.
ფქვილი უფასოდ უნდა მივიტანოთ 100 ხანდაზმულს, თითოს ათი კილო, ჯამში — 1 000 კილო".
სწორედ ამ მიზნით, ნანა წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დაუკავშირდა და ხანდაზმულებისთვის 500 კილოგრამი ფქვილის ყიდვაზე შეუთანხმდა, თუმცა მოხუცებისთვის განკუთვნილი ფქვილი ავთომ ცოდნის კაფეს უსასყიდლოდ გადასცა.
როგორც ნანა გვიყვება, ავთო ტუხაშვილს ქიზიყში წისქვილი აქვს:
"იმდენს აკეთებს, დიდ კომპანიების შეუძლია შეეჯიბროს სოციალურ პასუხისმგებლობაში".
ის ცოდნის კაფეს მხარდამჭერი და სოფელ ერისიმედის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი შემქმნელია.
"საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში 81 ოჯახს მიუტანა ფქვილი და საკვები. ამასთან ერთად, ხანდაზმულებსა და მარტოხელებს 1 ტონა ფქვილს ჩუქნის. არ არის მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ევროპული ღირებულებებით, განათლების მხარდამჭერი, სულ სიახლეებს ეძებს და სიკეთეს სულ ჩუმად და მოკრძალებით აკეთებს. ყველაზე ლამაზი ეზო აქვს მთელს ქიზიყში", — აღტაცებით გვიყვება ნანა.
თუმცა, არანაკლებ აღმაფრთოვანებელია ის ინიციატივა, რომელსაც თავად ნანა ცოდნის კაფეს საშუალებით ახორციელებს.
ახალ ინიციატივას მოხალისე შვილიშვილების პროგრამა ჰქვია — იმ მოხუცებს, რომლებსაც დარეკვა, მოკითხვა და გამხნევება სჭირდება, მოხალისე შვილიშვილები დაურეკავენ.
ერთ-ერთია 65 წლის ქალი, რომელიც 4 წელია, რაც ძალადობას გამოექცა და ახლა მარტო ცხოვრობს. ღირსეული პირობების შექმნაში მას უცნობები ცოდნის კაფეს საშუალებით ეხმარებიან.
72 წლის ქალს კი ყოველდღიურად 19 კიბის ავლა-ჩავლა უწევს იმისთვის, რომ სახლში 5 ლიტრი წყალი მიიტანოს:
"მარტოკინა ვარ. სულ შიში მეუფლება, ვფიქრობ, მარტო რომ ვარ და ღამდება, ნეტა როდის გათენდება".
ცოდნის კაფეს საშუალებით, 162-მა მოქალაქემ 3 დღეში 4 930 ლარი შეაგროვა. თუმცა, ეს ყველაფერი არაა — როგორც ნანამ სტატიაზე მუშაობის პროცესში გვამცნო, გიორგეთელში მცხოვრებმა ფერმერმა, შორენა ლობჟანიძემ, ხანდაზმულების დასახმარებლად 50 კილოგრამი კარტოფილი უფასოდ გადასცა.
ნანა ბაგალაშვილი და ავთო ტუხაშვილი კვლავ აგრძელებენ შეუმჩნევლად სიკეთის კეთებას. ამჯერად დახმარებას 58 ხანდაზმული ელოდება. ამ სიტუაციაში ერთმანეთის მიმართ თანადგომისა და მზრუნველობის გამოხატვა კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ.
ცოდნის კაფეს გუნდს COVID 19-ს შედეგად შექმნილ მდგომარეობაში ხანდაზმულთა საჭიროებების კვლევასა და საპასუხო ნაბიჯების გადადგმაში მხარს უჭერს USAID-ს პროგრამა ACCESS.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები