ნახეთ ქვეყნები, რომლებიც კორონავირუსის გამო მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ
კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყნები ქალაქ უხანიდან მოქალაქეების ევაკუაციას იწყებენ. CNN წერს, რომ ქვეყნები ცდილობენ მოქალაქეები გაიყვანონ ჰუბეის რეგიონიდან, რადგან კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა რაოდენობრივად გადააჭარბა 2003 წელს გავრცელებული SARS ვირუსით დაინფიცირების შემთხვევებს.
29 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება და ჩინეთთან ფრენები აიკრძალება.
ავსტრალია
ჰუბეის პროვინციაში ავსტრალიის 600-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. Nine News-ის ინფორმაციით, ავსტრალიის პრემიერმა თქვა, რომ აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით ჩვილებსა და მოხუცებზე. ევაკუირებული ადამიანები ავსტრალიიდან 1 000 მილიმეტრის დაშორებით, ინდოეთის ოკეანეში, შობის კუნძულზე დაბინავდებიან.
ევროკავშირი
ევროკავშირი მოქალაქეების ევაკუაციისთვის უხანში 2 თვითმფრინავს გაგზავნის. პირველი თვითმფრინავით საფრანგეთის დაახლოებით 250 მოქალაქეს გაიყვანენ, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების კიდევ 100 მოქალაქე ვუხანს კვირის ბოლოს, მეორე თვითმფრინავით დატოვებს.
გერმანია
გერმანიის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოთხშაბათს თქვა, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებს მოქალაქეების ევაკუაციას.
საფრანგეთი
საფრანგეთი უხანში თვითმფრინავს ხუთშაბათს გაგზავნის. მეორე თვითმფრინავი კი იმ მოქალაქეებისთვის გაიგზავნება, ვინც შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს. ვუხანში საფრანგეთის 800-მდე მოქალაქეა.
იტალია
იტალიას ფრენა უხანიდან დასაბრუნებლად ხუთშაბათს აქვს დაგეგმილი.
ესპანეთი
ესპანეთის მთავრობა მუშაობს ჩინეთთან და ევროკავშირთან, რათა მათი მოქალაქეები უკან დააბრუნოს. ჯერჯერობით ფრენა დაგეგმილი არაა.
ინდოეთი
მთავრობამ დაიწყო მზადება ჰუბეის პროვინციიდან მოქალაქეების ევაკუაციისთვის. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ახალი ზელანდია
ახალმა ზელანდიამ დააწესა სპეციალური ფრენა მოქალაქეების ევაკუაციისთვის. მთავრობის პრესრელიზში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი 300 მგზავრისთვის გაიგზავნება.
იაპონია
ორი ფრენით 400-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდება იაპონიაში ოთხშაბათსა და ხუთშაბათს.
სამხრეთ კორეა
ქვეყანამ უხანში 4 ჩარტერული რეისი გაგზავნა, სადაც 700-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა ქვეყანას ფრენისთვის.
თურქეთი
20-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაციას თურქეთი რამდენიმე დღეში დაიწყებს, თქვა თურქეთის ელჩმა ჩინეთში Haberturk-ის არხზე. უცნობია თვითმფრინავები ჩავლენ სტამბულში თუ ანკარაში.
ბრიტანეთი
ბრიტანეთს 200-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია დაგეგმილი ჰქონდა სამშაბათისთვის, მაგრამ ფრენა გადაიდო. CNN-წერს, რომ ფრენა ჩინეთის მხრიდან ნებართვის დაგვიანების გამო შეფერხდა.
ამერიკა
აშშ-ს თვითმფრინავი, რომელშიც 201 მოქალაქე იმყოფებოდა ოთხშაბათს სამხრეთ კალიფორნიაში ჩაფრინდა. CNN-წერს, რომ თვითმფრინავში ძირითადად დიპლომატები და მათი ოჯახები იმყოფებოდნენ. უხანში უფრო მეტი ამერიკელი რჩება, რომელიც ევაკუაციას მოგვიანებით ელოდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, საჰაერო სივრცეში შეზღუდვების გამო ალტერნატიული მარშრუტების დასადგენად მუშაობენ.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 700-ზე მეტია. ბოლო მონაცემებით, ვირუსი ჩინეთის 31 რეგიონში გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები