მარტინ სკორსეზე: The Irishman-ს ტელეფონში ნუ ნახავთ, აიპედში კიდევ შეიძლება
როგორც უკვე იცით, 27 ნოემბრიდან ლეგენდარული რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს უახლესი ფილმის ნახვა ნეტფლიქსზე შეგიძლიათ.
The Irishman მარტინ სკორსეზეს ნეტფლიქსთან თანამშრომლობის პროდუქტია, რომელიც რეჟისორის შემოქმედებაში ყველაზე ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის მქონე კინოსურათია — ფილმი 3 საათსა და 29 წუთს გრძელდება.
ამის გამო ბევრი ხუმრობდა, რომ საავტორო კინოს რეჟისორი ნეტფლიქსის სტანდარტებს მოერგო: სატელევიზიო შოუების ერაში ნეტფლიქსი სწორედ სერიალებითაა ცნობილი, ირლანდიელი კი თავისი ხანგრძლივობით სტანდარტული სერიალის კრიტერიუმებს უფრო აკმაყოფილებს, ვიდრე დამოუკიდებელი კინოსას.
ცნობილია ისიც, რომ ნეტფლიქსის მომხმარებლები სასურველ ფილმს, სერიალსა თუ სხვა გასართობ შოუს ხშირად მობილური აპლიკაციის საშუალებით ანდროიდებში უყურებენ. ეს ფაქტი უცნობი არ არის არც მარტინ სკორსეზესთვის, რომელიც საკმაოდ კონსერვატული შეხედულებისაა კინოსთან დაკავშირებული საკითხების მიმართ, შესაბამისად მან თავის მაყურებლებს სპეციალური რჩევაც მისცა, თუ როგორ უნდა ნახონ მისი ახალი ფილმი:
"მინდა გირჩიოთ, რომ თუ ოდესმე მოგინდებათ ჩემი ფილმების ნახვა, გთხოვთ, არასდროს ნახოთ ტელეფონში. აი, აიპედში, მოზრდილი ეკრანის მქონე აიპედში კიდევ შეიძლება."
რეჟისორი იმასაც აცნობიერებს, რომ მისი ახალი ფილმი, ირლანდიელი უჩვეულო ხანგრძლივობისაა, რაც მაყურებელს აიძულებს სპეციალური გეგმა შეიმუშავოს, თუ როგორ უნდა ნახოს ფილმი:
"იდეალურ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ამ ფილმს კინოთეატრში ნახავთ თავიდან ბოლომდე შეუწყვეტლივ. ვიცი, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი ფილმია: ტუალეტში გასვლა შეიძლება მოგინდეს, ფეხით გავლა და ასე შემდეგ, მაგრამ სახლში ნახვისას თუ მას ერთ საღამოს ან ღამეს დაუთმობთ ისე, რომ სხვა აქტივობებით არ შეწყვეტთ ყურების პროცესს, მაშინ ასეც ისიამოვნებთ და შესაბამის შედეგსაც მიიღებთ."
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს ირაკლი კობახიძე: ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს
-
გადახედვაკობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას კობახიძე: კვლევების თანახმად, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას
-
გადახედვაპაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ პაპუაშვილი: კანონს მესამე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე, სამშაბათს, 14 მაისს განვიხილავთ
-
გადახედვაუჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს პატიმრობა შეეფარდათ
-
გადახედვარამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის რამდენი ადამიანი იყო ევროპის მოედანზე 11 მაისს, ღამის 10 საათისთვის
-
გადახედვავიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ვიოლა ფონ კრამონი: ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე ისევ ქუჩაში გამოვიდა, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან
-
გადახედვამამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება მამუკა მდინარაძე საპროტესტო აქციაზე: 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება
-
გადახედვარატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი რატი ამაღლობელი: ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას, ამდენივე უნდა ვიყოთ და კიდევ მეტი
-
გადახედვათუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები თუკი ილიაუნის სტუდენტები გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენ ვუერთდებით მათ — ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლები
-
გადახედვანიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება ნიაზ დიასამიძე: ნებისმიერი ძალადობა, ჩვენ მიმართ, იწვევს უკურეაქციას... ჩვენი მთავარი მრწამსია თავისუფლება
-
გადახედვა"ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს "ჩვენი გამაერთიანებელი სწორედ ევროპული ღირებულებებია" — კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების სოლიდარობა თსუ-ს სტუდენტებს
-
გადახედვაგვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი გვჯერა, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არის უალტერნატივო — კონსერვატორიის სტუდენტების, კურსდამთავრებულების და პროფესორ-მასწავლებლების მანიფესტი
-
გადახედვაჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე ჩვენ ვიბრძვით ხვალინდელი დღისთვის — ნინო ქათამაძე
-
გადახედვა"რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ის უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
-
გადახედვა"რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში "რაც შვილებს უნდათ, ის უნდათ მშობლებსაც. ეს ქვეყანა იქნება ევროპის განუყოფელი ნაწილი" — მშობლების მარში
-
გადახედვასაპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს საპატრიარქო აცხადებს, რომ ამაღამ ქაშვეთის ეკლესიის კარს დაკეტავს
-
გადახედვათსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი უარს აცხადებს ლექციებზე დასწრებაზე, სანამ მთავრობა უკან არ გაიწვევს რუსულ კანონს
-
გადახედვაუნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან — ღარიბაშვილი
-
გადახედვაქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას! ქეთი მესხიშვილი: კი, ყველა რეფორმას, რომელიც ევროკავშირთან გვაახლოებს და არა, ძალადობას, მუქარას, შანტაჟს, დევნას!
-
გადახედვასაპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა საპატრიარქო: 17 მაისს ქაშუეთიდან სამებამდე მსვლელობა მოწყობა
კომენტარები