გრიპის აცრის დროა — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება უკვე შესაძლებელია. ვაქცინაცია გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა
გრიპი ვირუსული ინფექციაა. მისი გამომწვევი ვირუსის 4 სახეობა არსებობს: A, B, C და D. ადამიანის გრიპის ვირუსის A და B შტამები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება და შესაბამისად, აცრების გაკეთება ოქტომბრიდან არის შესაძლებელი. ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალ რისკ-ჯგუფებში მყოფი ადამიანებისთვის: ბავშვები, მოხუცები, იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები, ორსულები, სამედიცინო პერსონალი, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
აცრები და მასთან დაკავშირებული საკითხები ყოველთვის მნიშვნელოვანი განხილვის საკითხია. ჩვენ შევეცადეთ ყველაზე აქტუალური კითხვებისთვის გაგვეცა პასუხი
რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა?
ვაქცინაციისთვის პრეპარატ ინფლუვაკს იყენებენ. ვაქცინა სამვალენტიანია (იგივე სამკომპნენტიანი) ანუ მოიცავს A გრიპის ორ ტიპსა და B გრიპის ერთ ტიპს. ოთხვალენტიან ვაქცინაში დამატებულია B გრიპის კიდევ ერთი ტიპი. ინფლუვაკის შემადგენლობა უშუალოდ 2019-2020 წლების სეზონური გრიპისთვის არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
რომელი ქვეყნიდან შემოაქვთ ვაქცინა?
ინფლუვაკი სამვალენტიანი (სამკომპონენტიანი) ვაქცინაა და მისი მწრამოებელი ფარმაცევტული კომპანია Abbot Biologicals გახლავთ. პრეპარატი ჰოლანდიაში მზადდება და იგი ევროპის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის არის გათვლილი.
რა გვერდითი ეფექტები აქვს გრიპის აცრას?
სეზონური გრიპის აცრის შემდგომ შესაძლოა აღინიშნოს უმნიშვნელო თავის ტკივილი, ოფლიანობის მომატება, ცხელება, ზოგადი სისუსტე, დაღლილობის განცდა — თითოეული შესაძლო გვერდითი ეფექტი მაქსიმუმ ორ დღეში გაივლის ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე. ასევე შესაძლოა განვითარდეს ადგილობრივი ალერგიული რეაქცია: ნანემსარის ირგვლივ სიწითლე, ტკივილი, შესიება. უმრავლეს შემთხვევაში ინფლუვაკს გავლენა არ აქვს ავტომობილის მართვისას მძღოლის რეაქციაზე. ძალზე იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია რეაქციის უმნიშვნელო შენელება.
როდის არ შეიძლება გრიპის აცრის გაკეთება?
გრიპის აცრა არ კეთდება იმ შეთხვევაში, თუ მის შემადგენელ კომპონენტებზე ადამიანს ალერგიული რეაქცია აქვს. მაგ: ინფლუვაკის ვაქცინა კვერცხის ცილის კომპონენტებს შეიცავს. ვაქცინაცია არ კეთდება მწვავე ინფექციური დაავადებებისა და სხეულის მაღალი ტემპერატურის არსებობის პირობებში
აუცილებლად უთხარი ექიმს თუ ალერგიული ხარ!
შეიძლება გრიპის აცრის გაკეთება ორსულობისას?
რა თქმა უნდა. ვაქცინაცია უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. იგი ასევე სრულიად უსაფრთხოა მეძუძური დედებისთვის და მას არავითრი გავლენა არ აქვს რეპროდუქციულ სისტემაზე.
უსაფრთხოა თუ არა აცრის გაკეთება?
გრიპის აცრა სრულიად უსაფრთხოა! მის მიერ მოტანილი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლო გვერდით ეფექტებს.
სად შეიძლება აცრის გაკეთება?
საზოგადოების მაღალი მოთხოვნის პირობებში ვაქცინაცია ჯერ მხოლოდ კერძო იმუნიზაციის ცენტრებსა და კლინიკებში მიმდინარეობს. ასევე შესაძლებელია ვაქცინის შეძენა აფთიაქებში. სახელმწიფო პროგრამით სეზონური გრიპის ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლოს/ნოემბრის დასაწყისში დაიწყება.
ვინ აიცრება უფასოდ?
სახელმწიფო პროგრამით წელს დაახლოებით 100 000 ვაქცინა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სრულიად უფასო იქნება. როგორც წესი, მაღალ რისკ-ჯგუფებში მოიაზრებიან: ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, იმუნოკომპრომეტირებული პირები, სამედიცინო პერსონალი, ორსულები. უფრო ზუსტად აღნიშნულის შესახებ ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
რა ღირს ვაქცინა/აცრის გაკეთება?
ვაქცინის ფასი დამოკიდებულია შემომტან ფარმაკოლოგიურ კომპანიაზე და აცრის გაკეთების ღირებულება კი კერძო კლინიკაზე. ვაქცინის/ვაქცინაციის საშუალო ღირებულება 40 ლარს აღწევს.
გახსოვდეს: თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით კატეგორიულად დაუშვებელია! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართე ექიმს!
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები