იცავს თუ არა თევზის ქონი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან?
თევზის ქონის ყვითელი აბები ბევრ ჩვენგანს დაულევია. მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი მათ დღემდე რეგულარულად მოიხმარს. ბოლო პერიოდში ამ პრეპარატის ეფექტურობის შესახებ მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს.
2011 წლიდან მოყოლებული აშშ-ში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, წინა წლებთან შედარებით, დრამატულად იზრდება. ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და გულ-სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიები პაციენტთა ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ამ მიზეზით ყოველ 38 წამში 1 ადამიანი კვდება.
ამგვარი სტატისტიკა იმიტომ არის საგანგაშო, რომ აშშ-ში მცხოვრები 19 მილიონი ადამიანი რეგულარულად მოიხმარს თევზის ქონის პროდუქტს (იგივე ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების კომპლექსს) საკვები დანამატების სახით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან თავდასაცავად. ამ მოსაზრებას კი სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. თევზის ქონის შემცველ საკვებ დანამატებზე ჩატარებული არცერთი კვლევა მათ ეფექტურობას არ ადასტურებს.
თევზის ქონის სარგებლიანობის შესახებ ინფორმაცია იმდენად მასობრივად ტრიალებს საზოგადოებაში, რომ მისი ეფექტურობის შესახებ კითხვები არც კი ჩნდებოდა. რეალურად, ამგვარ დამოკიდებულებას სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია. ათწლეულების შემდეგაც კი, მოსაზრება, რომ "თევზის ქონი შეიძლება ეფექტური იყოს" ერთ რამეზე მიუთითებს — იგი არაეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში და მასში გადახდილი თანხა უბრალოდ დაკარგულია.
2019 წლის 9 ივლისს ცხიმოვანი მჟავების კომპლექსის შესახებ კვლევა ჟურნალში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა. ნაშრომში დეტალურად იყო გაანალიზებული გულ-სისხლძარღვთა დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული 24 საკვები დანამატი და დიეტა. კვლევის ავტორებმა თავი მოუყარეს 9 სისტემურ მიმოხილვას და 4 რანდომიზირებულ- კონტროლირებულ კვლევას, რამაც საბოლოოდ საკუთარ თავში გააერთიანა 277 მცირე კვლევა და ჯამში შეაგროვა 992 129 ადამიანის მონაცემები. ამგვარი უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს ჩატარების შემდგომ მიღებულ პასუხი შემდეგნაირად ჟღერს: ომეგა-3 პროდუქციის ეფექტურობა მცირედ სარწმუნოა მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის კორონარული დაავადებების რისკების შემცირებაში.
აშშ-ს საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია (FDA) სამკურნალო მედიკამენტებისგან განსხვავებით, საკვებ დანამატებს არ ამოწმებს. შესაბამისად, მათ არც მოეთხოვებათ რაიმე სახის ეფექტურობა სხვადასხვა სახის პათოლოგიასთან ბრძოლაში. ეს შესაძლოა დამაბნეველად ჟღერდეს: თევზის ქონზე დამზადებულ დანამატებს მომხმარებელი სწორედაც ამ მიზეზით ყიდულობს. რეალურად კი მათ არანაირი გავლენა არ გააჩნიათ ამ დაავადებებზე.
ამას გარდა სხვა კვლევებით ვლინდება, რომ ზოგიერთი დანამატი იმაზე გაცილებით ცოტა ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ვიდრე ეს შეფუთვაზეა მითითებული. ასევე განსხვავებულია მათი ზოგადი შემადგენლობა და ხარისხი.
კვლევის ეს შედეგები გასაკვირი აღმოჩნდა ექიმებისთვისაც. ერთ-ერთი გამოკითხვით დადგინდა, რომ ექიმთა და ფარმაცევტთა უმრავლესობას ომეგა-3 პროდუქტები FDA-ს მიერ დამტკიცებული ეგონა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კრიტიკული მიდგომის გარეშე მცდარი შეხედულების მრავალგზის გამეორება ხალხს მის სიმართლეში აჯერებს.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესამცირებლად, რისკ-ფაქტორების სწორად გასაანალიზებლად და შემდგომი ნაბიჯების ეფექტურად დასაგეგმად ექიმები და პაციენტები მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევებით უნდა სარგებლობდნენ.
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
-
გადახედვათბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას თბილისში მყოფი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი გზავნილები საქართველოს მთავრობასა და მოსახლეობას
-
გადახედვაგაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი გაიცანით GPT-4o, OpenAI-ს უფრო დახვეწილი და "ადამიანური" მოდელი
-
გადახედვაბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა ბექა დავითულიანი: თუ დაგვასანქცირებენ, საერთოდ არ მაქვს პრობლემა, ისედაც ძალიან არ მიყვარს ფრენა
-
გადახედვაგმირთა მოედანი გადაიკეტა გმირთა მოედანი გადაიკეტა
-
გადახედვაესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს ესტონელი მინისტრი: პირდაპირი გზავნილი გვაქვს, რომ ეს არ არის სწორი ნაბიჯები და პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს
-
გადახედვახელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა ხელოვნური ინტელექტი ყველგან და ყველაფერში — რა სიახლეები წარადგინა Google-მა
-
გადახედვაფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან სტუდენტები იკრიბებიან — ისინი, მოგვიანებით, გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ
-
გადახედვაშარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით შარლ მიშელი პრეზიდენტს და, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა — რა ვიცით
-
გადახედვადავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით დავით ქაცარავა: დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს, უმოწყალოდ და გამეტებით
-
გადახედვასლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ესროლეს
-
გადახედვაირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა ირაკლი მილაძე: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, შეხვედრაზე, თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდა შავებში ჩაცმული ტიპები, ერთ-ერთმა დამარტყა
-
გადახედვაპარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია პარლამენტმა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
-
გადახედვაპოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული პოლიცია სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის სახლშიც არის შესული
-
გადახედვასარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა სარეკლამო კომპანია "ლიმონში" პოლიცაა შესული, მიმდინარეობს ჩხრეკა
-
გადახედვაკვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის კვლევის თანახმად, სტრესი ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ზრდის
-
გადახედვა125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს 125 სტიპენდიატის განცხადება: კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს
-
გადახედვარა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ რა ვიცით დღეს, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციების შესახებ
-
გადახედვააჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან
კომენტარები