ქალები, რომლებიც ჰიტლერის საკვებს სინჯავდნენ
2013 წლამდე არავინ იცოდა, რომ დაახლოებით 15 ქალისაგან შემდგარ ჯგუფს ფიურერის საკვების გასინჯვა იმის შესამოწმებლად ევალებოდა, მოწამლული იყო თუ არა ის.
წარმოიდგინეთ, რა გრძნობაა, როცა იცით, რომ ყოველი საკვები, რომელსაც შეჭამთ, შეიძლება, თქვენთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს; რომ საუზმე, სადილი და ვახშამი პოტენციურად სასიკვდილოა და თქვენ მათზე უარს მაინც ვერ იტყვით.
მესამე რაიხის ახალგაზრდა ქალთა ჯგუფისათვის ეს ყოველდღიური რეალობა იყო: ისინი მეორე მსოფლიო ომის ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ჰიტლერის საკვების დეგუსტატორები იყვნენ. ფიურერი მოითხოვდა, რომ მისთვის მომზადებული საჭმელი პირველად ამ სუფთა სისხლის გერმანელ ქალებს გაესინჯათ, იმ შემთხვევისთვის, თუ საკუთარი გარემოცვიდან ვინმე მის მოწამვლას შეეცდებოდა. ქალების ეს როლი დიდ პატივად აღიქმებოდა - ამ გზით ისინი სამშობლოს ემსახურებოდნენ.
ახალგაზრდა ქალების გამოცდილების გამაოგნებელი ამბავი მხოლოდ 2013 წელს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 95 წლის მარგო ვოლკმა გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-თან ინტერვიუს დროს თავისი წარსული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მას შემდეგ კი თეატრის სცენაზე გამოჩნდა მიშელ ხოლოს ბრუკსის პიესა, ჰიტლერის დეგუსტატორები, სადაც რეჟისორი წარმოიდგენს, რა გრძნობა იქნებოდა ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას სიკვდილის მოლოდინით ცხოვრება.
სპექტაკლში მხოლოდ ქალი მსახიობები მონაწილეობენ და ის, ძირითადად, ოთხი გოგოს შესახებ მოგვითხრობს. თუმცა, სინამდვილეში, ფიურერის საკვებს თხუთმეტამდე დეგუსტატორი სინჯავდა. ეს ქალები აღმოსავლეთ პრუსიაში (ახლანდელი პოლონეთის ტერიტორია) ჰიტლერის საფრონტო შტაბის, მგლის ბუნაგის გვერდით მდებარე სკოლის შენობაში ცხოვრობდნენ.
ბრუკსმა ჰიტლერის დეგუსტატორების შესახებ მეგობარი მწერლისგან სრულიად შემთხვევით, აეროპორტში ყოფნისას შეიტყო, როცა ფრენამდე დროის გაყვანას ცდილობდნენ. "ვუთხარი: 'აპირებ, ამის შესახებ დაწერას? იმიტომ, რომ თუ არ აპირებ, მაშინ მე დავწერ'", - იხსენებს ის. ამ ქალების ამბავი ბრუკს მაშინვე ძალიან საინტერესო და თემატურად მდიდარი ეჩვენა, - "ის ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს ეხებოდა, რომელზეც გამუდმებით ვფიქრობ და მაწუხებს: როგორ ეპყრობიან ახალგაზრდა ქალებს; როგორ იყენებენ ბავშვებს ომის ველზე; რამდენად რთულია მოზარდ გოგოდ ყოფნა; როგორ მუშაობს პოლიტიკური მანიპულაციები...".
ეს თემები უდაოდ მძიმე ფიქრებს აღძრავენ, მაგრამ თავად პიესა კომედიური ჟანრისაა; თუმცა, რა თქმა უნდა, შავი იუმორით გაჯერებული. ბრუკსი ისტორიულ კონტექსტს კი ინარჩუნებს, მაგრამ ჰიტლერის ხაფანგში მოქცეულ მოზარდ გოგოებს თანამედროვე თინეიჯერებად წარმოიდგენს. გოგოები პოპ მუსიკაზე ცეკვავენ, სელფებისთვის პოზიორობენ და ფრენკ სინატრას, კლარკ გეიბლისა და თავად ჰიტლერის შესახებაც კი ჭორაობენ. ისინი კალიფორნიელი გოგოებივით საუბრობენ, თუმცა იქაურ აქცენტსა და სლენგს შიგადაშიგ ებრაელი ხალხის მიმართ ნათქვამ საძულველ სიტყვებს ურევენ.
"ერთ დღეს გოგოების ჯგუფს ვუყურებდი; დიდი მონდომებით ცდილობდნენ კარგი სელფის გადაღებას და უცებ მივხვდი, რომ ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ ჰიტლერის დეგუსტატორი ახალგაზრდა ქალებისგან; განსხვავება მხოლოდ დროში იყო", - ამბობს ბრუკსი სპექტაკლში ორმაგი პერსპექტივის შემოტანის გადაწყვეტილების მიღების შესახებ საუბრისას, - "არ მინდოდა, რომ ეს პერსონაჟები ისტორიული მანძილით გაუცხოებული, ნაცრისფერი გმირები ყოფილიყვნენ. მსურდა, რომ ისინი აწმყოსეულებად მექცია".
სპექტაკლი მეორე მსოფლიო ომის ისტორიის ამ უცნაურ ფურცელს ახალგაზრდა ქალად ყოფნის უნივერსალური გამოცდილების გასაშიშვლებლად იყენებს - მიუხედადავად იმისა, რომ კონკრეტულად ამ გოგოებს ცხოვრება არაორდინალურად სახიფათო გარემოში მოუწიათ. თუმცა მაშინ, როცა დეგუსტატორებისთვის თითოეული ლუკმა სასიკვდილო საფრთხეს შეიცავდა, მათი ცხოვრება მაინც წარმოუდგენლად ბანალურ და მოსაწყენ არსებობასაც იტევდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ, ერთი მახასიათებლით მაინც, ამ გოგოების ომისდროინდელი ყოფა ბევრი სხვა ადამიანის გამოცდილებაზე გაცილებით უკეთესი იყო - 1944 წლისთვის, როდესაც გერმანიაში ბევრი ადამიანი შიმშილის ზღვარზე იმყოფებოდა, მათ დღეში სამჯერადი კვება გარანტირებული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, საკვები ვეგეტარიანული იყო - ცნობილია, რომ ჰიტლერი ხორცს არ ჭამდა. ვოლკის თქმით, მათ ბოსტნეულს, ბრინჯს, სპაგეტის და ეგზოტიკურ ხილს აჭმევდნენ, რაც იმ დროისათვის იშვიათობა იყო. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკვები "კარგი იყო, ძალიან კარგიც", მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ჭამით სიამოვნებას ვერ იღებდნენ.
"ზოგიერთ გოგოს იმდენად ეშინოდა, რომ ჭამისას ცრემლებს ვერ იკავებდა", - ამბობს ვოლკი 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში, - "ვალდებულები ვიყავით, რომ მოცემული საკვები მთლიანად შეგვეჭამა. შემდეგ ერთი საათი უნდა მოგვეცადა. ყოველ ჯერზე გვეშინოდა, რომ ცუდად გავხდებოდით. მერე კი მთელი ემოციით ვტიროდით, რადგან გვიხაროდა, რომ გადავრჩით".
SS-ის წევრებს მათთვის საკვები მიჰქონდათ და ერთი საათი იცდიდნენ, რათა ენახათ, მოკვდებოდნენ თუ არა გოგოები. როცა დარწმუნდებოდნენ, რომ დეგუსტატორები სიკვდილს გადაურჩნენ, მხოლოდ ამის მერე მიართმევდნენ საჭმელს ჰიტლერს. ყოველი ჭამის შემდეგ ახალგაზრდა ქალების ერთადერთი საქმე იმის ლოდინი იყო, მოკვდებოდნენ თუ გადარჩებოდნენ.
ამ ქალების ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენას ბრუკსი იმაზე ფიქრით ცდილობდა, თუ "როგორ გაჰყავდათ მათ დრო, როგორ კლავდნენ მოწყენილობას, რაზე საუბრობდნენ? ვფიქრობ, რომ გადარჩენის გზა მათთვის გოგოებად დარჩენაზე გადიოდა: ერთმანეთის თმა უნდა დაეწნათ, ეცინათ ბევრი და არსებული სიგიჟიდან რამენაირი აზრის გამოტანა ეცადათ".
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკვებით არც ერთი გოგო არ მოწამლულა. თუმცა ამ ამბის შესახებ თითქმის ვერანაირ ცნობას ვერ ნახავთ. რომ არა ვოლკის მონათხრობი, მათ შესახებ საერთოდ არაფერი გვეცოდინებოდა. როგორც ჩანს, ჰიტლერის დეგუსტატორებიდან მხოლოდ ის გადარჩა: როდესაც საბჭოთა ძალებმა წინ წაწევა დაიწყეს, ერთმა ლეიტენანტმა ის იოზეფ გებელსის მატარებელში ფარულად ჩასვა და ბერლინში გაამგზავრა. ფიქრობენ, რომ ყველა დანარჩენი გოგო საბჭოთა ჯარისკაცებმა დახვრიტეს.
მსგავსი ამბიდან კომედიის გაკეთება ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს და ბრუკსი ამას კარგად აცნობიერებს. მას ხშირად იმასაც ეკითხებიან, რამდენად სწორია ამ სპექტაკლისას სიცილი, ზოგიერთი კი საერთოდ უარს აცხადებს მის ნახვაზე. "ზოგმა თქვა, რომ მათ არ სურდათ ამის ნახვა, რადგან ჩვენ რაღაც საშინელზე ვიცინით. მაგრამ თუ წარმოდგენას ნახავდნენ, ეცოდინებოდათ, რომ ასე არ არის. ჩვენ ჰიტლერთან გარიგებულები არ ვართ. სინამდვილეში, სულაც არ მოგვწონს ის!" - ხუმრობს ბრუკსი და უკვირს, რომ მსგავსი რამ მტკიცებას საჭიროებს. ჰიტლერის დეგუსტატორების მიზანი ამ ახალგაზრდა, არსებითად უდანაშაულო ქალებთან ერთად სიცილია და იმ იდეის გამყარებას ცდილობს, რომ მეგალომანიაკი ფაშისტების დაცინვა მათი ძალაუფლების დაკნინების ერთ-ერთი გზაა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები