თბილისის ზოოპარკი ახალ ცხოველებს მიიღებს
ზოოპარკს ის ცხოველებიც შეემატება, რომლებიც ჯერ არ ჰყოლია.
მაისის ბოლოდან ყოველ კვირას თბილისის ზოოპარკი ცხოველების მიღებას დაიწყებს. ზოოპარკს 100-ზე მეტი ცხოველი შეემატება, მათ შორის პინგვინები, ემუები, გნუები, კენგურუები, ფაფრიანი ცხვრები და ა.შ. ამის შესახებ დღეს, 4 მაისს, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ისაუბრა:
"იქნებიან ის ცხოველებიც, რომლებიც თბილისის ზოოპარკში არასდროს ყოფილან. მაგალითად, დეგუ, ასევე ანტილოპა გნუ, იერუსალიმის ზოოპარკიდან მაიმუნის ორი სახეობა ჩამოვა, ჩამოვლენ კენგურუები, ხალებიანი ირმები".
ზოოპარკის დირექტორის თქმით, ცხოველები თვითმფრინავით პირდაპირ თბილისში ჩამოყვანენ:
"გემით ტრანსპორტირება უფრო იაფი იქნებოდა, თუმცა ვინც ეს თანხები მოაგროვა, მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ცხოველები რაც შეიძლება სწრაფად ჩამოსულიყვნენ თბილისში".
გურიელიძის განმარტებით, თვითმფრინავით მგზავრობა ცხოველებისთვის ნაკლებად სტრესული იქნება და პირველად ის ცხოველები ჩამოვლენ, რომელთა ჩამოსვლისთვის საჭირო საბუთებსაც ქვეყნები მოაწესრიგებენ:
"ეს ცხოველები და მათი ტრანსპორტირება ჩვენთვის საჩუქარია. მაგალითად, პინგვინებს ბრისტოლის მერია აფინანსებს. ევროპის ზოოპარკებმა შეასრულეს ყველაფერი, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობისგან ველოდით. 13 ივნისის შემდეგ მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდით".
ზოოპარკის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესების დროში გაჭიანურება ვოლიერების არქონამაც განაპირობა:
"ჩვენ ეს ყველაფერი აღვადგინეთ. ცხოველები კარგად არიან. რაც გადარჩა, მათთვის ყველანაირი პრობლემები დამთავრდა".
ჟურნალისტებთან შეხვედრისას გურიელიძემ აღნიშნა, რომ ახალი ზოოპარკისთვის გამოყოფილი ტერიტორია შემოღობილია და დაწყებულია დათვებისა და მგლების ვოლიერების მშენებლობა, რომელშიც გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობის სამინისტროც მონაწილეობს:
"ისინი აფინანსებენ პირველ ვოლიერებს თბილისის ზოოპარკში. წესით მათი მშენებლობა პირველ აგვისტოს დასრულებული იქნება. ეტაპობრივად ვაპირებთ ვოლიერების მშენებლობას. მოსაგვარებელია ცხოველების საცხოვებელი პირობებიც, აუცილებელია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება, ტერიტორიაზე წყლის, კანალიზაციის, გაზის ქონა. რაც შეეხება ტერიტორიის მოწყობას დამთვალიერებლებისთვის, ამისათვის ფინანსები ზოოპარკს არ აქვს".
გურიელიძის თქმით, ახალი ზოოპარკის გასამართად ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდება. მან დასძინა, რომ 13 ივნისის შემდეგ, ზოოპარკს ფინანსური შემოწირულობა არ მიუღია.
თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, მზია შარაშიძემ აღნიშნა, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ზოოპარკი ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობ აქტივობებს გეგმავს, რომლის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე პერიოდულად გამოქვეყნდება .
შარაშიძის თქმით, 13 ივნისს ზოოპარკში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილია, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებისთვის უფასო იქნება:
"13 ივნისს მოქალაქეები უფასოდ შემოვლენ ზოოპარკში. გვსურს მათ ამ გზით მოკრძალებული მადლობა გადავუხადოთ იმ დახმარებისთვის, რაც მათ ჩვენთვის გაწიეს".
2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, თბილისის ზოოლოგიურმა პარკმა ევროპის ზოოპარკისგან საჩუქრად ცხოველების პირველი ნაკადი 19-21 მარტს მიიღო. რიგის ზოოპარკმა საქართველოში 2 თუთიყუში არარაუნა, 3 ალპაკა, 1 აქლემი და 1 აზავერი გამოაგზავნა.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები