შხაპში მოსული 40 აზრი, რომელსაც თავიდან ვეღარ ამოიგდებთ
ოდესმე მდგარხართ შხაპში და სადღაც თავის დაბანასა და ტანის გახეხვას შორის მოულოდნელად გონება გაგნათებიათ?
თქვენ მარტო არ ხართ. მსოფლიოს უდიდეს ფორუმზე, Reddit-ზე ცალკე განყოფილებაც კი არსებობს, სადაც ადამიანები ერთმანეთს შხაპში მოსულ სულელურ, მაგრამ გენიალურ აზრებს უზიარებენ.
ქვემოთ სწორედ ასეთ აზრებს იხილავთ:
1. ენა არის საკუთარი ანარეკლის ერთადერთი ნაწილი, რომლის ალოკვაც შეგიძლია
2. კიტრის საუკეთესო ნაწილს ისეთივე გემო აქვს, როგორიც - საზამთროს ყველაზე ცუდ ნაწილს
3. მენთოლიანი პირით წყლის დალევა ცხარე საჭმელზე ცხელი სასმლის დაყოლების ცივი ვერსიაა
4. ალბათ, კონდიციონერის ხელოსნად მუშაობა საშინელებაა. მთელი დღე უკონდიციონერო სივრცეებში მუშაობ და როცა შენობაში ბოლოს და ბოლოს აგრილდება, შენი წასვლის დროა
5. საკუთარი თვალებით მთვარის ზედაპირის უფრო დიდი ნაწილი გვაქვს ნანახი, ვიდრე - დედამიწის
6. აეროპორტში გამგზავრების ყველა ეტაპზე უმკაცრესი ზომებია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სანამ საქმე ბარგის აღებაზე არ მიდგება. მერე უბრალოდ რომელ ჩანთასაც გინდა, იმას აიღებ
7. განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის დატალღულთმიანი გოგოები თმას ისწორებენ, სწორთმიანები - პირიქით
8. სკოლის/უნივერსიტეტის დამთავრების ღონისძიების ყურება იგივეა, რაც ფილმის ყურება, რომელიც მხოლოდ ტიტრებისგან შედგება
9. არ არსებობს იმის რეალური მტკიცებულება, რომ დღეს ნამდვილად ხუთშაბათია. ჩვენ უბრალოდ გვჯერა, რომ ვიღაც სულ პირველი დღიდან მოყოლებული სწორად ითვლის
10. 60 წლის ასაკში სნუპ დოგი ძაღლის წლებით 420 წლის იქნება
11. დრაკონები ალბათ ჩათვლიდნენ, რომ ძალიან მაგრები ვართ, პირით წყლის შექმნა რომ შეგვიძლია
12. პირველი ადამიანი, ვინც ჰელიუმი შეისუნთქა, ალბათ, ძალიან ბედნიერი იქნებოდა, როცა ხმის დაწვრილების ეფექტმა გაიარა
13. შინაური ცხოველები დანარჩენი ცხოველებისთვის გარიყული, უმცირესობაში მყოფი ტიპები არიან
14. თუ ვუკის რასა 400 წლამდე ცხოვრობს, ესე იგი ჰან სოლო, უხეშად რომ ვთქვათ, ჩუბაკას მესამე ძაღლია
15. ვამპირს თუ რამე სისულელეს დაახატავ ძილის დროს სახეზე, ვერასდროს გაიგებს, რადგან სარკეში არ ჩანს
16. თუ ეროტიკული ფილმის ნახვა გინდა, კინოთეატრისთვის 18 წლიდან ხარ ზრდასრული, მაგრამ თუ ბილეთების ფასზე მიდგა საქმე, 13 წლიდან უკვე ჩვეულებრივ, დიდის ფასს იხდი
17. წარმოიდგინე, რამდენად მდიდარი უნდა ყოფილიყავი 200 წლის წინ, რომ სადილის პარალელურად მუსიკა მოგესმინა
18. სტუდენტებზე ერთდროულად არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ორი სტერეოტიპი: რომ ძილი აკლიათ და სულ სძინავთ
19. ბობის ბურგერები სპანჯბობის შოუსთვისაც კარგი სათაური იქნებოდა
20. როცა ახალგაზრდები ვართ, სახლიდან ვიპარებით, რომ წვეულებაზე წავიდეთ. როცა ვბერდებით, წვეულებიდან ვიპარებით, რომ სახლში წავიდეთ
21. ყველა ადამიანის თავში, ვისაც იცნობ, შენი სხვადასხვანაირი ვერსია არსებობს
22. ცოტა უცნაურია, მაგრამ სიბნელე სამყაროს ბუნებრივი მდგომარეობაა, რომელსაც დროდადრო არღვევს ცეცხლოვანი ბურთი
23. წყალი არის ერთადერთი სასმელი, რომლის ტემპერატურაზეც ისე ვსაუბრობთ, როგორც გემოზე
24. ზრდასრულობის ერთ-ერთი იშვიათი უპირატესობა ისაა, რომ ტანსაცმელი აღარ გიპატარავდება
25. ინტერნეტკამათისას ტაიპო იგივეა, რაც რეალური კამათისას ხმის გაბზარვა
26. ვინმეს დასტალკვისას ძველი ფოტოს შემთხვევით დალაიქება ტყეში დამალვისას ტოტზე დაბიჯების ციფრული ეკვივალენტია
27. კორუმპირებული პოლიციელები უბრალოდ მიმალვაში მყოფი კრიმინალები არიან
28. ტვინმა არა მხოლოდ თვითონ დაარქვა საკუთარ თავს სახელი, არამედ მიხვდა, რომ ასე მოიქცა და მერე ამ ფაქტით გაოცდა
29. თუ ახალ მანქანას ატარებ, მდიდარი ხარ, თუ ძველს - ღარიბი, მაგრამ თუ ძალიან ძველს - ძალიან მდიდარი
30. სადღაც დგას ხე, რომლისგანაც მერე შენი კუბო დამზადდება
31. თუ შენი იდენტური ტყუპისცალი პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს, შეუძლებელია, ცოტათი არ გეწყინოს
32. როცა ავად ხარ, ექიმების რჩევა ასეთია: ქიმიური ნივთიერებები მიიღე და სკოლაში არ იარო
33. ჩვენ ვიყენებთ მაგიდას, რომ საჭმელი იატაკს დავაშოროთ, გადასაფარებელს, რომ საჭმელი მაგიდას დავაშოროთ, დასაფენებს, რომ საჭმელი გადასაფარებელს დავაშოროთ და თეფშებს, რომ საჭმელი დასაფენებს დავაშოროთ. რატომ ვიქცევით ასე?!
34. ძალიან ლოგიკურია, რომ სპინერების სამიზნე აუდიტორიამ სპინერებისგან მალე გადაიტანა ყურადღება
35. ტექნიკურად, ყველა სარკე, რომელსაც მაღაზიაში ხედავ, უკვე ნახმარ მდგომარეობაშია
36. ქორწინება წარმატებულია, თუ ერთი ადამიანი მეორის სიკვდილს უყურებს
37. ადამიანი, რომელმაც ხმის ჩაწერა გამოიგონა, ჩათვლიდა, რომ აპარატი ცუდად მუშაობს, რადგან მისი ხმა სხვანაირად ისმის
38. როცა ქათმის ნახევარს ყიდულობ, ესე იგი, შენდა უნებურად სხვა ადამიანთან იყოფ საკვებს
39. ყოველთვის ადვილია, დივანზე დაგეძინოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დივანზე დაძინებას ცდილობ
40. ჭიპი უბრალოდ გაუქმებული პირია
და აქვე დავამატებდით, რომ ანდაზა "რაც მოგივა დავითაო" დავითაზე კი არა, დავაზეა. იქნებ ჯერაც არ იცის ვინმემ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები