ცუნდოკუ – წიგნების ყიდვისა და მათი არწაკითხვის ხელოვნება
ხშირად გვაქვს შემთხვევები, როცა წიგნების მაღაზიაში შესვლისას დიდი ენთუზიაზმით ვყიდულობთ წიგნს იმ მიზეზით, რომ მისი გარეკანი მოგვწონს, ან იმიტომ, რომ მეგობარმა გვირჩია, თუმცა მალევე იგივე წიგნი ხელუხლებლად თაროზე აღმოჩნდება ხოლმე.
ფაქტია, რომ წიგნების ყიდვის სურვილი მათი წაკითხვის შესაძლებლობას წინ უსწრებს.
თუ წაუკითხავ წიგნებთან დაკავშირებით დანაშაულის შეგრძნება გტანჯავთ, თქვენ მარტო არ ხართ, თუმცა ისიც უნდა იცოდეთ, რომ წიგნებით საკუთარი თავის შემოფარგვლაში ცუდი არაფერია. თუ სტატისტიკოს ნასიმ ნიკოლას თალებს დავუჯერებთ, წაუკითხავი წიგნები ინტელექტუალური მარცხის ნიშანი სულაც არაა. უფრო - პირიქით.
როგორია დიდ ბიბლიოთეკასთან ერთად ცხოვრება
ცნობილი მწერლის, უმბერტო ეკოს ბიბლიოთეკა 30 000 წიგნს მოიცავდა. მისი სტუმრები ნაჩქარევად ასკვნიდნენ, რომ მას ყველა წიგნი ჰქონდა წაკითხული, თუმცა ეკოს ბიბლიოთეკა იმიტომ კი არ იყო ამხელა, რომ ყველაფერს კითხულობდა, არამედ იმიტომ, რომ სურდა, ბევრად მეტი წაეკითხა, ვიდრე შეეძლო.
ეს თავად მწერალმაც იცოდა. მისი გამოთვლით, თუ ათიდან ოთხმოც წლამდე დღეში ერთ წიგნს წაიკითხავდა, ჯამში 25 000 წიგნი ექნებოდა წაკითხული. ეს კი ზღვაში წვეთია იმ მილიონობით წიგნთან შედარებით, რომელთაც ნებისმიერ კარგ ბიბლიოთეკაში იპოვით.
ეკოს მაგალითიდან გამომდინარე, თალები წერს, რომ წაკითხული წიგნები უფრო ნაკლებად ღირებულია, ვიდრე - წაუკითხავი/წასაკითხი.
"ბიბლიოთეკაში იმდენი წაუკითხავი წიგნი შეგიძლია გქონდეთ, რამდენის საშუალებასაც ფინანსები, ქირა თუ საცხოვრებელი ფართი მოგცემთ. რაც მეტ ცოდნას ვაგროვებთ, მით უფრო იზრდება იმ სფეროების რაოდენობა, რომლებზეც გვინდა, მეტი ვიცოდეთ. რაც მეტს ვსწავლობთ, მით უფრო მეტი წაუკითხავი წიგნი ჩნდება ჩვენს თაროებზე. მოდი, მათ ერთობლიობას ანტიბიბლიოთეკა ვუწოდოთ"
ადამიანები ხშირად ზედმეტად ვაფასებთ საკუთარ ცოდნას და გვავიწყდება, რამდენი რამ არ ვიცით. "ანტიბიბლიოთეკა" კი ამ ტენდენციას მუდმივად ააშკარავებს. წაუკითხავი წიგნების გროვა გვახსენებს, რომ სწავლის პროცესი დაუსრულებელია.
ჯერ კიდევ გამოუკვლეველი იდეები გვიბიძგებენ, განვაგრძოთ კითხვა და არასდროს დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ვიცით. მწერალი ჯესიკა სტილმანი ამ ფენომენს "ინტელექტუალურ თავმდაბლობას" უწოდებს. ადამიანები, რომელთაც ეს უნარი აკლიათ, ფიქრობენ, რომ "საკმარისია სწავლა" და ისედაც ყველაფერი იციან.
ცუნდოკუ
ზოგი მკვლევარი თალების ტერმინს, "ანტიბიბლიოთეკას" აკრიტიკებს. მაგალითად, The New York Times-ის ჟურნალისტი კევინ მიმსი ამბობს: "ბიბლიოთეკა წიგნების კოლექციაა, რომლიდანაც ზოგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წაუკითხავი რჩება, ამიტომაც ვერ ვხედავ ახალი ტერმინის შემოტანის საჭიროებას". მას იაპონური სიტყვა ცუნდოკუ უფრო მოსწონს.
სიტყვა ცუნდოკუ მე-19 საუკუნის მიწურულს გაჩნდა და ორი სიტყვის სინთეზს წარმოადგენს: ცუნდე-ოკუ (ნივთების დახვავება) და დოკოშო (წიგნების კითხვა). თავდაპირველად მას სატირული მნიშვნელობა ჰქონდა და იმ მასწავლებლებს აღწერდა, რომლებიც წიგნებს ფლობდნენ, მაგრამ არასდროს კითხულობდნენ. დღეისთვის სიტყვა დამცინავი ტონისგან მთლიანად დაცლილია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცუნდოკუ იგივე არაა, რაც ბიბლიომანია. ბიბლიომანები წიგნებს უბრალოდ კოლექციისთვის აგროვებენ და არა იმ იმედით, რომ ოდესმე წაიკითხავენ.
ცუნდოკუს მნიშვნელობა
წიგნების ფლობას არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ ხელშესახები შედეგებიც მოჰყვება.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ისეთ სახლებში გაიზარდნენ, სადაც წიგნების რაოდენობა 80-იდან 350-მდე მერყეობდა, ზრდასრულ ასაკში წერის, მათემატიკისა თუ კომპიუტერული უნარები უფრო განვითარებული ჰქონდათ. მკვლევრების აზრით, წიგნებთან ადრეულ ასაკში შეხება კოგნიტურ შესაძლებლობებს აფართოებს და კითხვას ჩვეულ პრაქტიკად აქცევს.
წაუკითხავი წიგნები დანინგ-კრუგერის ეფექტის საპირისპირო შედეგს იწვევენ. დანინგ-კრუგერის ეფექტი კოგნიტური ტენდენციაა, როდესაც ყველაზე უცოდინარი ადამიანები სხვებთან შედარებით გარკვეულ უპირატესობას გრძნობენ.
"წაუკითხავი წიგნების დიდი რაოდენობა ნამდვილად მიუთითებს ჩვენს უცოდინრობაზე. თუმცა თუ იცი, რამდენად უცოდინარი ხარ, ესე იგი, ადამიანთა დიდ უმრავლესობაზე წინ ხარ", - წერს სტილმანი.
ასე რომ, სულ ერთია, რომელი ტერმინი გირჩევნიათ, ანტიბიბლიოთეკა, ცუნდოკუ თუ რაიმე სულ სხვა, წაუკითხავი წიგნების მნიშვნელობა უზარმაზარია და მათ გამო საკუთარ თავს ნუღარ დატუქსავთ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები