ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმის მოსყიდვა და სუბელიანის მითითებები — რუსთავი 2-ის ახალი ჩანაწერები
ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული მირზა სუბელიანის მონაწილეობით კიდევ ერთ აუდიოჩანაწერი გაავრცელა. აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერ დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, სუბელიანის გარდა დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ.
ჩანაწერის ერთ-ერთ ფრაგმენტში, სავარაუდოდ, დავით ცუხიშვილი ამბობს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთ-ერთი მოწმე ათი ათასით მოისყიდა.
ცუხიშვილი: ჩავაგდე "დესიტ ტისიჩი" ეკლესიაში, შესაწირში და ჩვენება შეიცვალა.
სუბელიანი: მამაოს [დეკანოს შიო მენაბდე] შვილზეა საუბარი.
ცუხიშვილი: ჰო, მამაოს შვილს ჩავუგდეთ "დესიტ ტისიჩი". ბიძა მაგის, ბრალდებულის ბიძა ამერიკაშია, მილიონერია. ჩვენ, მთელი მამაოები, რა ვიცი თუ ვინმე მამაო ავტორიტეტი იყო და ქუჩის ბიჭები და ყველა, ამან დაუბრუნა ეს ათი ათასი და თავის შვილს ჩვენება შეაცვლვევინა. ათი ათასი ჩაუგდეს, რომ ჩვენება შეეცვალა.
რუსთავი 2 ამტკიცებს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მირზა სუბელიანი მითითებებს აძლევდა, თბილისის ყოფილ პროკურორს მიხეილ შაყულაშვილს.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში დაკითხვის დროს მიხეილ შაყულაშვილმა თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე ინციდენტის შემდეგ მირზა სუბელიანმა მას დაურეკა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ის შაყულაშვილთან საუბარს არ ადასტურებს.
რუსთავი 2-ის მტკიცებით, მათ მოიპოვეს, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის სატალეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელშიც სუბელიანი შაყულაშვილზეა გაბრაზებული, რადგან ჩვენების შინაარსი შეთანხმებული არ იყო.
სუბელიანი: სიმართლე მელაპარაკა-მეთქი? ვიცოდი რა უნდა მელაპარაკა?
ჯაფარიძე: ერთი წუთით მოისმინე რა...
სუბელიანი: გისმენ როგორი მოსასმენია...
ჯაფარიძე: გავაგზავნეო დათო და ვუთხარიო, რო მიდი და უთხარიო, რომ ის ამას ამბობს, რომ აზრი არ აქვს მაგ შეხვედრის დამალვას, ის შემხვდა და მოგვეხმარაო და ვთქვათ მაგიო და ეგ მაინტერესებს დათომ რატო არ გითხრა.
სუბელიანი: ...ტექსტის შინაარსში რა პრობლემა იყო, რომ ეთქვათ, მე რა ვიცი რა უნდა ვილაპარაკო და არ ვილაპარაკო. ვილაპარაკო? მაგის თქმა გინდა?
რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ისევ იმეროებს, რომ მისთვის მიცემული პირობა დაარღვიეს და მას სხვა ადამიანებზე კომპრომატები აქვს.
- გაიგეთ მეტი "მირზა სუბელიანის აუდიოჩანაწერების შესახებ".
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები