რუსთავი 2: ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად გაუსწორდა და გაუპატიურებით ემუქრებოდა
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანს გაუპატიურებით ემუქრებოდა. რუსთავი 2-ის ცნობით, ფარცხალაძე ყიფიანს ფიზიკურად ერთ-ერთ სარდაფში გაუსწორდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში ომეგა ჯგუფის დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმაც დაადასტურა. ოქუაშვილის თქმით, ლევან ყიფიანს ამ შემთხვევის შემდეგ თავის მოკვლაც კი უნდოდა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ე.წ. ომეგას საქმეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დავალებას ოთარ ფარცხალაძე ასრულებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ჯერ კიდევ 2004 წელს ქვეყნიდან წასული ზაზა ოქუაშვილი ახალი ხელისუფლების პირობებში ბრუნდება საქართველოში. იგი ხვდება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც უყვება თავისი ბიზნესის პრობლემების შესახებ.
P.S-ის წამყვანი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ყვება, რომ ივანიშვილი მას დახმარებას ჰპირდება. ამის შემდეგ ზაზა ოქუაშვილთან კონტაქტზე გადის ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე. ოთარ ფარცხალაძე მას ეუბნება, რომ მისი ბიზნესპრობლემების მოსაგვარებლად ოქუაშვილმა უნდა გადაიხადოს ე.წ. კონტრიბუცია - 4 მილიონი.
ოქუაშვილი იხსენებს, რომ ეს საუბარი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა ფარცხალაძე გარშემორტყმული იყო შეიარაღებული ადამიანებით და მათი უმრავლესობა - თავად ყოფილი მთავარი პროკურორიც დიდი ალბათობით, ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
მათივე ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილი ფარცხალაძეს ეუბნება, რომ მას ურჩევნია, უშუალოდ ივანიშვილთან გააგრძელოს მოლაპარაკება, რაზეც ფარცხალაძე პასუხობს, რომ ის წარმოადგენს სწორედ ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არის ივანიშვილის შუამავალი. ამ თემებზე საუბარი, რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ ახალ ჩანაწერში სპორტის ყოფილ მინისტრსა და ზაზა ოქუაშვილს შორის მიმდინარეობს.
რუსთავი 2-ის ცნობით, მათ მიერ მოპოვებული ჩანაწერები ფარცხალაძესა და ყიფიანს შორის არსებულ დაპირისპირებას ადასტურებს.
აღნიშნულ ჩანაწერში თითქოსდა ზაზა ოქუაშვილი რამდენჯერმე უხსენებს სავარაუდოდ, ყიფიანს სარდაფის ინციდენტს, რომელსაც თავად ყიფიანი არ უარყოფს. ყოფილი სპორტის მინისტრი ჩანაწერის ზოგიერთ მონაკვეთში აღნიშნულ ინციდენტს "ავარიად" მოიხსენიებს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
კომენტარები