27 წლის შემდეგ: მაშველები მაშინ და დღეს
გახსოვთ სერიალი მაშველები?
რამდენ თქვენგანს გიოცნებიათ ერთი დღე ან უკეთეს შემთხვევაში ღამე მაინც გაგეტარებინათ წითელ საცურაო კოსტიუმებში ჩაცმულ სექსუალურ გოგო-ბიჭებთან?
დარწმუნებული ვარ, ყურში ახლაც ჩაგესმით სერიალის მთავარი მუსიკალური თემა და კადრებად ლოს-ანჯელესის ზღვის სანაპიროზე მოსეირნე მიჩს, სეიჯის, სტეფანის, მეთიუსა და ლენი მაკენზის ხედავთ.
მაშველები ამერიკული სატელევიზიო სერიალია, რომელიც 1989 წელს დაიწყო, 242 ეპიზოდი გადაიღეს და 2001 წელს გმირულად დასრულდა.
1,1 მილიარდიანი აუდიტორიით შოუ გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე ყურებადი სატელევიზიო სერიალი.
მაშველები არის ერთადერთი შოუ, რომელიც მსოფლიოში არსებულ ყველა კონტინენტზე უჩვენეს ანტარქტიდის გარდა, საერთო ჯამში, გმირებს, რომლებიც ბავშვობას გვახსენებენ, 148 ქვეყანაში იცნობენ.
მაშველების გამოსვლიდან 27 წელი გავიდა და ალბათ გაინტერესებთ რას საქმიანობენ, ან როგორ გამოიყურებიან ჩვენი ბავშვობის ყველაზე დიდი გმირები, რომლებმაც ათასობით ადამიანს ჩაუტარეს ხელოვნური სუნთქვა, რომელზეც არც ჩვენ ვიტყოდით უარს.
1. დევიდ ჰესელჰოფი
სერიალში მიჩ ბიუქენონის როლს ასრულებდა. დღეს 64 წლის არის, მისი ამჟამინდელი კარიერა ძირითადად მეორეხარისხოვან როლებს მოიცავს - არც თუ ისე სასაცილო ფილმებსა და სერიალებში.
2. პამელა ანდერსონი
ეკრანზე გამოჩენის პირველივე დღიდან, როდესაც ჭიპზე შეკრული და ჩახსნილი პერანგით გამოგვეცხადა, ბევრისთვის სიზმრების მთავარი მუზა გახდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პამელასთვის ამ სერიალის გარდა ერთადერთი წარმატება ფლეიბოის ყდაზე გამოჩენა იყო, სხვა მხრივ, ისევე როგორც დეივიდ ჰესელჰოფის, მისი კარიერაც გაურკვეველი წარმომავლობის ფილმებს მოიცავს.
3. ჯეისონ მამოა
37 წლის ჯეისონ მამოა წლებთან ერთად უფრო სექსუალურ და წარმატებულ მამაკაცად ჩამოყალიბდა. წლების წინ, თუ ის ჩვენთვის მაშველებთან ასოცირდებოდა, დღეს ხალ დროგოა - სერიალიდან სამეფო კარის თამაშები. მისი კარიერა უფრო მეტ საინტერესო სერიალსა და ფილმს ითვლის, ვიდრე დეივიდის და პამელას ფილმოგრაფია ერთად აღებული. სულ მალე, ჯეისონი DC Comics-ის აქვამენად მოგვევლინება და ბეტმენთან და ვანდერ ვუმენთან შეებრძოლება ბოროტ ძალებს.
4. ალექსანდრა პაული
სერიალში სტეფანი ჰოლდენის როლს ასრულებდა. დღეს 53 წლის არის და უკვე 15 წელია გათხოვილ ქალად ითვლება.
სერიალის დასრულების შემდეგ ალექსანდრა ვეგეტარიანელი გახდა, ხოლო 2010 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ ვეგანია. ალექსანდრა აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ - პოლიტიკურ ცხოვრებაში, იცავს ცხოველთა უფლებებს, გარემოს და ამერიკაში გეი უფლებების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. პარალელურად კინო კარიერასაც აგრძელებს და ერთ გადაღებიდან მეორეზე დადის.
5. მაიკლ ბერგენი
18 მარტს 47 წლის გახდა. ჯეიდი დარიუსის როლის შემსრულებელი 2004 წელს საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ჯდომის გამო დააპატიმრეს. ის ჩართულია ქველმოქმედებაში და ფილმებიდან თუ სერიალებიდან მიღებული ჰონორარის ნაწილს შიდსით დაავადებული პაციენტთა დასახმარებლად რიცხავს.
6. დეივიდ ჩარვეტი
მაშველი მეთ ბროდი 43 წლისაა და 2013 წლის შემდეგ ეკრანზე აღარ გამოჩენილა. როგორც ამბობენ, ის, მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად, განმარტოებით ცხოვრობს.
7. ხოსე სოლანო
მენი გუტიერესის როლის შემსრულებელმა მსახიობის კარიერა 2011 წლიდან მიატოვა. ხოსე დღეს 45 წლის არის.
8. დონა დი ერიკო
ფლეიბოის კიდევ ერთი მოდელი, რომელმაც “მაშველებში” მიიღო მონაწილეობა. 48 წლის მსახიობს, სამსახიობო კარიერის გარდა, საკუთარი ბიზნესიც აქვს.
9. ნიკოლ ეგერტი
ბევრი წლის წინ საოცნებო ქალად ითვლებოდა, დღეს მეორეხარისხოვანი როლების შესრულებით ირთობს თავს - ისიც იმ შემთხვევაში თუ ვინმეს მისი არსებობის შესახებ გაახსენდება.
10. კარმენ ელექტრა
მისი პერსონაჟი ლენი მაკენზი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც მაყურებელს აიძულა პამელა ანდერსონის მკერდიდან ყურადღება მის მკერდზე გადაეტანათ.
44 წლის მსახიობი შოუ ბიზნესში დღესაც აქტიურია. თამაშობს კომედიურ ფილმებში, სერიალებსა და მუსიკალურ კლიპებში. ელექტრა არ ივიწყებს არც ქველმოქმედებას და საკუთარ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, გარდა ამისა ეხმარება პარკინსონით დაავადებულ ადამიანთა ფონდს.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები