17 სიმღერა, რომელიც ლგბტ მოძრაობის ჰიმნად იქცა
ათწლეულებია, რაც დიდი მუსიკოსები ჰომოსექსუალობაზე სიმღერებს წერენ. მათი უმრავლესობა საკუთარი თავის მიღებაზე, სულიერ მდგომარეობებზე, გრძნობებზე, თავისუფლებაზე, საზოგადოების მხრიდან უარყოფასა და ბრძოლაზეა.
ეს სიმღერები, რომლებიც თქვენთვის შევარჩიეთ, ძალიან ცნობილია და შესაძლოა, არც იცოდეთ, თუ ისინი ლგბტ თემს ეძღვნება.
1. ჰოზიერი: Take Me To Church
2013 წლის სიმღერამ, რომელიც ირლანდიელი მომღერლის სადებიუტო სინგლი იყო, ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. სიმღერაში ჰოზიერი მღერის, როგორ გაუცრუა იმედი კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელსაც ჰომოსექსუალობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა. ვიდეოში, რომელიც მსოფლიოში შეიყვარეს, ჩანს მოძალადე ჰომოფობების მტრული დამოკიდებულება იმ ორი ახალგაზრდა კაცის მიმართ, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ.
2. ლედი გაგა: Born This Way
ამერიკელი პოპ-დივას თქმით, მისი სიმღერის შთაგონება 90-იანების ის სიმღერები იყო, რომლებიც უმცირესობების გაძლიერებას უწყობდნენ ხელს. მისი სიტყვებით, სურდა დაეწერა მუსიკა, რომელსაც პიროვნულ თავისუფლებას მიუძღვნიდა: "მინდოდა ჩემი ჰიმნი დამეწერა, მესიჯით, ვინც მინდა ის ვიქნები! მაგრამ არ მინდოდა, რომ ეს მესიჯი დამალული ყოფილიყო".
გაგა ასეც მოიქცა: No matter gay, straight or bi, lesbian, transgendered life, I’m on the right track, baby, I was born to survive [არ აქვს მნიშვნელობა, გეი ვარ, ჰეტერო თუ ბი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი, მე სწორად ვიქცევი, დავიბადე, რომ გადავრჩე!], - მღერის ის. ფანები გაგას ტრეკს აღფრთოვანებით შეხვდნენ და ის წლის 100 ყველაზე ცხელი სიმღერის სათავეში მოექცა.
3. Queen: I Want To Break Free
ქუინის სიმღერებში ესაა ყველაზე გეი სიმღერა, რომელიც გაგიკვირდებათ, და ფრედი მერკურის დაწერილი არაა. სიმღერა თავისუფლებას ეძღვნება, კლიპში კი, ლეგენდარული ჯგუფის წევრები, სერიალის გმირებივით არიან გამოწყობილნი.
4. Pet Shop Boys: Go West
სიმღერის ორიგინალი 1979 წელს გამოვიდა და ის The Village People-ს ეკუთვნის, თუმცა ის არც ისე პოპულარული იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი ავტორები არ ადასტურებდნენ, რომ სიმღერის შექმნისას მას გეი ადამიანებს უძღვნიდნენ, Go West ლგბტ თემის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
5. გლორია გეინორი: I Will Survive
80-იანი წლებში, შიდსის ეპიდემიის ეპოქაში, სიმღერას დიდი გავლენა ჰქონდა ლგბტ საზოგადოებაზე. მებრძოლი შინაარსის ტექსტის გამო, სიმღერას ხშირად უწოდებდნენ ლგბტ თემის ჰიმნსაც. შიდსის ეპიდემიის ეპოქაში, სიმღერამ კიდე უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
6. რობინი: Dancing On My Own
რობინის სიტყვებით, მას მუდამ უყვარდა სევდიანი და რიტმული ლგბტ ჰიმნები, სწორედ ამას მიუძღვნა სიმღერაც, რომლის მოსმენის შემთხვევაში, მისი გონებიდან ამოგდება ძალიან რთულია.
7. კაილი მინოუგი: All The Lovers
კაილის თქმით, ეს სიმღერა და კლიპი მის გეი მსმენელებს მიუძღვნა. სიმღერა სიყვარულსა და დანაკარგებზეა, რომელიც ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
8. MIKA: Grace Kelly
ამ სიაში მიკას სხვა სიმღერებიც შეიძლებოდა მოხვედრილიყო, მათ შორის We Are Golden, Lollipop, Last Party - რომელიც ფრედი მერკურის ეძღვნება. თუმცა გრეის კელი არის სიმღერა, რის გამოც ის მსმენელმა შეიყვარა.
9. ლილი ალენი: Fuck You
სიმღერა ლილიმ ამერიკის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს, მიუძღვნა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს, კალიფორიის შტატში გეი ქორწინება საკონსტიტუციო ცვლილებებით აიკრძალა. 2013 წელს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, ეს აკრძალვა მოიხსნა.
10. Erasure: A Little Respect
სიმღერა 20-ე საუკუნეში ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელიც ე.წ. ჰომოსექსუალობის პროპაგანდას კრძალავდა. სიმღერაში ისმის კითხვა: What religion or reason could drive a man to forsake his lover? [რომელი რელიგია ან რა მიზეზი აიძულებს კაცს, შეყვარებული მიატოვოს?]
11. სარა ბარელისი: Brave
მომღერალმა თქვა, რომ სიმღერა მის მეგობარს მიუძღვნა, როგორც სასიყვარულო წერილი, რადგან მას ქამინგაუთი უჭირდა.
12. ჯუდი გარლანდი: Over the Rainbow
სიმღერა ლგბტ თემის ჰიმნად ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს შეირაცხა, როდესაც ჰომოსექსუალური აქტი უკანონო იყო. გეი ადამიანებს იმ დროს "დოროთის მეგობრებს" უწოდებდნენ.
13. მადონა: Vogue
რთულია მადონას დისკოგრაფიიდან მხოლოდ ერთი სიმღერის ამორჩევა ამ სიისთვის, თუმცა Vogue, რომელიც ბისექსუალის პერსპექტივიდან დაწერილი სიმღერაა, გამოსვლისას წლის ყველაზე ცხელი სიმღერების სათავეში მოექცა.
14. ტელმა ჰოუსტონი: Don’t Leave Me This Way
სიმღერა ლგბტ თემის ჰიმნად იქცა, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ისინი მეგობრებს შიდსის ეპიდემიასთან კარგავდნენ.
15. კრისტინა აგილერა: Beautiful
სიმღერისთვისა და კლიპისთვის, რომელიც გეი წყვილსა და ტრანსგენდერ ადამიანზეა, აგილერამ GLAAD მედიის ჯილდოც მიიღო.
16. დაიანა როსი: I'm Coming Out
1980 წლისთვის, ამ სახელწოდებით [ვქამინგაუთდები] სიმღერის გამოშვება დაიანა როსის კარიერისთვის დიდი რისკი იყო, თუმცა მუსიკოსმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და როგორც აღმოჩნდა, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის ყველაზე ცხელი სიმღერების ათეულში მეექვსედ მოხვდა, როგორც სოლო მომღერალი.
17. იდინა მენზელი და ტრეისი ტომსი: Take Me or Leave Me
1996 წლის მიუზიკლში, RENT, იდინა მენზელი და ტრეისი ტომსი ლესბოსელ წყვილს ანსახიერებენ, რომლებიც ერთმანეთს უმღერიან მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაშორდნენ.
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები