16 ვიდეო თამაში 90-იანებიდან, რომლებიც არ გახსოვდათ
90-იანი წლებში საქართველოში ვიდეო თამაშები პოპულარული გახდა. ამ ახალი კულტურის შემოსვლის საწყის პერიოდში ყველა სათამაშო კომპიუტერს დენძის ეძახდნენ, რადგან პირველი სწორედ ამ ბრენდის კონსოლები შემოვიდა და როგორც ქსეროქსმა, ბოტასებმა და ნოვამ ისე დაიმკვირა თავი. თუმცა, არც ისე მყარად. შემდეგ ნელ-ნელა შემოვიდა ნინტენდო, სიუბორი, ტერმინატორი და კიდევ ათასი ჯურის ბრენდი, რომლებიც ერთ სისტემაზე მუშაობდნენ, უბრალოდ შეფუთვა ჰქონდათ სხვადასხვანაირი.
უფრო შეძლებულ ოჯახებში Sega იყო პოპულარული.
თბილისში რამდენიმე თამაში იყო პოპულარული, ისიც იმიტომ რომ ბევრი თამაში არ იშოვებოდა და არც მათი არსებობის შესახებ ვიცოდით რამე. მხოლოდ ინტერნეტის ეპოქის დადგომის შემდეგ გავიგე, რომ ასობით სხვადასხვა თამაში არსებობდა, რომელიც აქამდე თვალითაც არ მენახა.
ჩვენს მოგონებებში ძირითადად Super Mario, Contra, Pac-man, Tetris და Battle City იგივე "ტანკები" ფიგურირებს, ამიტომ გადავწყვიტე მომექექა მოგონებები და რამდენიმე პოპულარული, კარგი და ძალიან ცუდი თამაში გამახსენებინა.
1. ADVENTURE ISLAND - ე.წ. "სკეიტიანი მარიო"
ეს თამაში ბევრს გემახსოვრებათ, მაგრამ მაინც. არ ვიცი რატომ ვუწოდებდით ამ თამაშს სკეიტიან მარიოს, ალბათ იმიტომ რომ "ადვენტურე ისლანდი" ძნელი გამოსათქმელი იყო და ალბათ, კიდევ იმიტომ, რომ ყველა არკად თამაში, სადაც პერსონაჟი ხტუნავს, რაღაცებს ისვრის და სამყაროს ერთი ბოლოდან მეორეში უნდა გავიდეს, ავტომატურად მარიოს გვაგონებდა.
შინაარსით Adventure Island ძალიან ჰგავს Super Mario-ს. მთავარი პერსონაჟი მასტერ ჰიგინსი, მიდის კუნძულზე, რათა გადაარჩინოს პრინცესა ლეილანი.
2. ARKANOID
ერთერთი ყველაზე ნერვების მომშლელი, მაგრამ მაინც საყვარელი თამაში. მოთამაშე აკონტროლებდა დაფას, რომლის საშუალებითაც ბურთი უნდა გაეშვა ფერადი ბლოკებისკენ და ყველა დაელეწა, თან ბურთი არ უნდა ჩავარდნოდა ქვემოთ.
როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, 33-ე რაუნდში მოთამაშე ბოსს უპირისპირდება, მაგრამ სამწუხაროდ აქამდე არ მიმიღწევია. ჩემი ტოპი, როგორც მახსოვს, 14-15-ე რაუნდები იყო.
3. BOMBERMAN
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბომბერმენი ეპოქის ერთერთი საუკეთესო თამაშია. მოთამაშე აკონტროლებდა, რობოტს, რომელიც დებდა ბომბებს, კლავდა ბუშტებს, ჟელეს მაგვარ და მონეტისებრ არსებებს და შემდეგ კედლების ქვეშ უნდა ეპოვა მომდევნო რაუნდში გასასვლელი კარი.
ასევე შესაძლებელი იყო სხვადასხვა ბონუს ტაბლეტების პოვნაც, მაგალითად, ერთდროულად რამდენიმე ბომბის დადების უნარის, ბომბის დისტანციურად აფეთქების უნარის, ბომბის აფეთქების რადიუსის გაზრდის ბონუსის, აფეთქების რეზისტენტულობის ბონუსი, კედლებში სიარულის ბონუსი და სხვა.
4. CASTELVANIA
პირადად მე, ეს თამაში დიდად არ მომწონდა, მაგრამ მაშინ ძალიან პოპულარული იყო და ტოპ გეიმერების საყვარელ თამაშად ითვლებოდა. მოთამაშე შედიოდა ვამპირებითა და მოჩვენებებით სავსე სასახლეში და უნდა დაემარცხებინა სხვადასხვა ბოსები.
5. CHIP AND DALE
დისნეის ერთერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟების თავგადასავალი, რომელიც "ორზეც" ითამაშებოდა. თან რიგ-რიგობით კი არა, კო-ოპ-ში, რაც გულისხმობდა იმას, რომ პატარა ძმებს არ უწევდათ დიდი ძმების "სამჯერ მოვკვდები და მერე ერთი ხელი შენ ითამაშე" პირობებით ცხოვრება და თავიდანვე ერთვებოდნენ თამაშში.
6. CIRCUS CHARLIE ანუ ცირკი
ეს არის თამაში, რომელმაც ჩემი ნერვები შეიწირა. ჯერ ადვილად იწყებოდა, ლომზე შემჯდარი ჩარლი უნდა გადამხტარიყო ცეცხლოვან რგოლებში, მერე მოდიოდა ბაგირზე სიარული და გზაში შემხვედრი მაიმუნების თავზე გადახტომა, ხოლო ამის შემდეგ იყო ბურთების რაუნდი, რომელშიც ძალიან ბევრი წვალების და ნერვების შლის შედეგად მგონი გავედი კიდე, მაგრამ იმის იქით რა ხდება არ მახსოვს.
7. DARWING DUCK ანუ "ჩორნიპლაში"
დისნეის მულტ-სერიალზე დაფუძნებული კიდევ ერთი თამაში, რომელიც საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ ჩემს გარშემო დიდად არავის უყვარდა და არც მე ვგიჟდებოდი. თვითონ ეს პერსონაჟიც არ იყო მაინცდამაინც საინტერესო, მაგრამ როგორც განსხვავებული და ახალი თამაში მაინც კარგად გვართობდა.
8. DOUBLE-DRIBBLE
ამ თამაშის უპირატესობაც ორი მოთამაშის ერთდროულად ჩართულობა იყო და თან მაშინ სპორტული თამაშები ძალიან პოპულარული იყო. "დაბლ დრიბლს" კი ერთი პატარა უპირატესობა ჰქონდა. ფართან მისვლისას და ბურთის ჩატენვისას პატარა სინემატიკი გამოდიოდა.
რაც მაშინდელი ვიდეო თამაშებისა და კომპიუტერული გრაფიკის კივილი იყო.
9. GALAGA
ეს კოსმოსური არკადა თითქმის ყველას აქვს ნათამაშები, ამ ჟანრში ისეთივე "პაპსა" თამაში იყო, როგორც მარიო. მოთამაშე გადაადგილდებოდა კოსმოსში და მის წინააღმდეგ ჩნდებოდნენ მწერის მსგავსი კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ჯერ ეკრანის ზედა ნაწილში განლაგდებოდნენ, რა დროსაც მოთამაშეს უნდა მოესწრო მათი განადგურება, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ გადმოდიოდნენ შეტევაზე.
10. ICE-CLIMBER
ჩემი ერთერთი საყვარელი თამაში, რომელშიც პატარა ესკიმოსს უნდა აანგრევინო სართულები, აიყვანო ბონუს რაუნდამდე, აკრიფო ბადრიჯნები და მერე ჩიტით გაფრინდე, ან შეიძლება ბონუს რაუნდის გარეშე გადახვიდე შემდეგ ეტაპზე.
11. MACIG JEWELRY
ტეტრისის ალტერნატივა, რომელიც კარგი მუსიკით დაგამახსოვრდებოდათ, მაგრამ ახლა, 20 წლის შემდეგ, ამ წრიპინის მოსმენა ბავშვობის ყველა მოგონებას დაგინგრევთ.
12. JUNGLE BOOK
ჩემი აზრით, ეპოქის ერთერთი საუკეთესო თამაში, რომელიც ნერვების წყვეტასთან იყო პირდაპირ კავშირში, მაგრამ გამორჩეული და საინტერესო არკადა იყო. მოთამაშე აკონტროლებდა მაუგლის, რომელიც ადამიანების სოფელში უნდა მივიდეს, რადგან შერ ხანს მისი შეჭმა უნდა. გზად ის უნდა შეებრძოლოს კაას, ბალუს, მაიმუნებს, მეფე ლუის და ბოლოს შერ ხანს.
13. POPEYE
ეს იყო ერთერთი პირველი თამაში, რომელიც ვითამაშე და ვიდრე დავამუღამე ძალიან ბევრჯერ მომიშალა ნერვები, ამიტომ ჩემს მოგონებებში ეს თამაში ნეგატიურად ზის. არადა, კარგი თამაში იყო. რამდენადაც მახსოვს სულ სამი ტიპის ლეველი იყო, რომლებიც უფრო და უფრო სწრაფდებოდა, მაგრამ არაუშავდა.
14. PRINCE OF PERSIA
ერთერთი ყველაზე პოპულარული თამაში 90-იანებში, განსაკუთრებით ტოპ გეიმერებში. სამწუხაროდ მე არ მითამაშია ბევრი და არ ვიცი, აი, ამ ხმლიანი კაცის მერე რა ხდება. როგორც ჩანს ბავშვობაში დიდად არ მიზიდავდა გამოწვევები და ადვილად ვნებდებოდი ძნელ თამაშებს. მახსოვს, რომ ეკლიან ორმოში რამდენიმეჯერ ჩავარდნის შემდეგ ამ თამაშის "კასეტა" მოვისროლე.
15. LODE RUNNER - ანუ ე.წ. "ქვიშები"
ჩემი აზრით, იმ ეპოქის ყველაზე მაგარი თამაში. მოთამაშე დარბოდა აგურით და ზოგჯერ ბეტონით ნაშენებ და ზოგჯერ მხოლოდ კიბეებიან ოთახებში და იღებდა ოქროს, ისე, რომ მცველებს არ დაეჭირათ. ოქროს ყველა გროვის აღების შემდეგ იხსნებოდა კიბეები, რომლის საშუალებითაც მოთამაშეს უნდა გაესწრო ოთახიდან. თუ ვინმეს არ გახსოვთ, მცველები ძალიან ჭკვიანები იყვნენ და მათი ხელიდან დასხლტომა ძალიან ძნელი იყო - განსაკუთრებით ზედა ლეველებზე.
16. TEMCO WORLD CUP SOCCER
ე.ი. იმ დროს არსებობდა ორი ფეხბურთი, ერთი Soccer - რომელსაც მე ვეძახდი მოსაჩკავე ფეხბურთს, იმიტომ რომ საჩკ-საჩკ ხმას გამოსცემდა და მეორე ეს ჩეხვა ფეხბურთი, რომელიც ყველას უყვარდა. გადადით ლინკზე, გაიხსენეთ ბავშვობა. მადლობა საჭირო არ არის.
ამ სიაში, სამწუხაროდ, ბევრი თამაში ვერ მოხვდა, მაგრამ ეს თექვსმეტიც საკმარისია მაშინდელი მოგონებების მოსახმობად. ყველაზე მეტად კი ის მახსოვს, რომ ვგიჟდებოდი ამ თამაშების გრაფიკაზე.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები