მიზეზები, რის გამოც სომხეთის საგარეო კურსის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია
მოსახლეობის მასობრივი საპროტესტო აქციები სომხეთში ახლადდანიშნული პრემიერისა და ძველი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ერევნის ქუჩებში 12 აპრილს დაიწყო. დროთა განმავლობაში აქციებმა ძალა მოიკრიბა და რამდენიმე დღეში სრულმასშტაბიან სახალხო მოძრაობად გადაიქცა. საბოლოოდ, 23 აპრილს აქციების მთავარი მიზანი, გადამდგარიყო სარგსიანი, დაკმაყოფილდა. თუმცა ერევნის ქუჩებში პროტესტი გრძელდება.
ე.წ. ხავერდოვანი რევოლუციის დაწყებით, საუბარი დაიწყო სომხეთის საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებაზე. მსგავსი სურვილის არსებობის შემთხვევაშიც, არსებობს საკმაოდ ბევრი და სომხეთისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, რამაც შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქვეყნის საგარეო ორიენტირების ცვლილებას.
აქციების დაწყების მიზეზი
საპროტესტო აქციები სომხეთში ქვეყნის საგარეო კურსის შესაცვლელად არ დაწყებულა. პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური ვითარებაა - კორუფცია, სიღარიბე, უმუშევრობა, ერთი პოლიტიკური ჯგუფის დომინირება წლების განმავლობაში.
დღევანდელ პარლამენტში მანდატების უმრავლესობას კვლავ მმართველი რესპუბლიკური პარტია ფლობს. ასევე რესპუბლიკური პარტიის წევრია პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, კარენ კარაპეტიანი. ის წლების განმავლობაში რუსული გაზპრომის ერთ-ერთი ტოპმენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გეგმები აქვს სერჟ სარგსიანსაც, მან დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, თუმცა ეს შესაძლოა, არ ნიშნავდეს მისი პოლიტიკური პროცესებისაგან სრულ დისტანცირებას.
ქვეყანაში საპროტესტო მოძრაობა ჯერ არ დასრულებულა, აქციები გრძელდება, არ არის გამოკვეთილი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. უცნობია დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები. ამ მიზეზით ნაადრევია სომხეთის პოლიტიკურ კურსზე საუბარი.
სომხეთი და სამეზობლო
ამ კუთხით, სომხეთისთვის საგარეო კურსის ევროპის სასარგებლოდ შეცვლა კიდევ უფრო ბუნდოვანი პერსპექტივაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთი მეზობელ აზერბაიჯანთან პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაშია. ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ ამ ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო კონფლიქტის მუდმივი საშიშროება არსებობს. ამ დაპირისპირებაში სომხეთის მთავარი დასაყრდენი რუსეთია.
სომხეთში ქალაქ გიუმრაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, მძიმე სამხედრო შეიარაღებას და 5-ათასკაციან შემადგენლობას მოიცავს. არსებული პოლიტიკური და სამხედრო ვითარების შენარჩუნებას სომხეთი, ძირითადად, ამ რუსული სამხედრო ბაზისა და რუსეთისგან მიღებული სამხედრო დახმარებით ახერხებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აზერბაიჯანი გაცილებით უფრო გაძლიერდა, ვიდრე სომხეთი. დღევანდელი მდგომარეობით, სომხეთის სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდა აზერბაიჯანისას. ამ ვითარებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, სომხეთი, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს 90-იან წლებში მოპოვებული სამხედრო გამარჯვების შენარჩუნებას.
სომხეთისთვის რუსეთი, მთავარი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მოკავშირეა. ამ დროისთვის სომხეთს ოთხი მეზობელი სახელმწიფოდან ორთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრები ჩაკეტილი აქვს. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მაღალია, რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა სომხეთისთვის. ქვეყანას არ აქვს საზღვაო საზღვარი, რაც კიდევ უფრო ასუსტებს მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობას.
სომხეთი - ღარიბი ქვეყანა
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სომხეთში, როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობაში, ეკონომიკა კატასტროფული მაჩვენებლებით შემცირდა და ქვეყანას ფუნდამენტური ეკონომიკური სირთულეები შეექმნა. წლების განმავლობაში, სომხეთი მეტნაკლებად წარმატებით პასუხობდა ეკონომიკურ გამოწვევების, თუმცა მნიშვნელოვანი გარღვევები ამ მიმართულებით არ მომხდარა.
სომხეთის ეკონომიკა, ძირითადად, ინდუსტრიულ-აგრარულ სფეროზეა დამოკიდებული: მშპ-ს 46% - მომსახურების სფეროზე, 31,5% - ინდუსტრიაზე, 21,9% კი - სოფლის მეურნეობაზე მოდის.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტები ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 7 ათასი დოლარია. ამ მაჩვენებლებით, ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არათუ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, არამედ რეგიონშიც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. სომხეთის ირგვლივ შექმნილ ეკონომიკურ რეალობაში კიდევ უფრო იზრდება რუსეთის როლი.
რუსეთის როლი სომხეთის ეკონომიკაში
დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთი სომხეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა სომხეთის მშპ-ს 20 პროცენტია და სომხეთის პროდუქტის გასაღების ყველაზე დიდი ბაზარია.
რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ფართოდაა წარმოდგენილი ქვეყნის ეკონომიკის ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტებში როგორიცაა: კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა. გაზპრომი ფლობს სომხეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის არმროსგაზპრომის წილის 82 პროცენტს, დანარჩენი 10 პროცენტის მფლობელი ასევე რუსულ სახელმწიფო კომპანია იტერაა. რუსეთის ფედერაცია ფლობს ქვეყანაში უმსხვილეს თბოელექტროსადგურსაც.
რუსეთის სახელმწიფო ინტერესებია სომხეთის საფინანსო სექტორშიც. უმსხვილესი სომხური ბანკების უკან რუსეთის სახელმწიფო ბანკები დგანან.
ჩამოთვლილი ფაქტორების შედეგად, ნაკლებად სავარაუდოა, სომხეთის საგარეო ვექტორი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. დიდი ალბათობით, ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით უდიდეს პრობლემებთან იქნება დაკავშირებული. სომხეთისთვის რუსეთი დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ მიზეზით რთულად წარმოსადგენია სომხეთის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება. იმავეზე მეტყველებს კრემლის თავშეკავებული და მოზომილი რეაქციები სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
რუსეთის რეაქცია ხავერდოვან რევოლუციაზე
როგორც წესი, რუსეთი ხავერდოვან რევოლუციებს არ წყალობს და აქტიურად ერევა ასეთ პროცესებში. სომხეთის შემთხვევა გამონაკლისია. ამჯერად, კრემლის რეაქცია საკმაოდ მოზომილი და თავშეკავებული იყო. კრემლი შეეგუა არსებულ სცენარს და მომხდარს მშვიდად შეეგება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვა Twitter-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა სარგსიანის გადადგომას. ზახაროვამ აღნიშნა, რომ სომეხი ხალხი ყოველთვის ახერხებს არსებული უთანხმოებების მშვიდობიანად მოგვარებას.
ერევნის მოვლენებს ასევე, გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთში შექმნილი ვითარება განსხვავდება 2014 წელს უკრაინაში შექმნილი ვითარებისგან და ნებისმიერი პარალელი უადგილოა.
ერთადერთი, რაც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო მოსკოვისთვის, ეს მისი ორბიტაზე მყოფ სახელმწიფოში ხალხის მიერ ხელისუფლების ცვლილებაა. მსგავსს მოვლენებზე მოსკოვი, როგორ წესი, მტკივნეულად რეაგირებს და აქტიურად ეწინააღმდეგება ხელისუფლების ცვლილებას არამარტო სამეზობლოში, არამედ შორეულ სირიაშიც და ერაყშიც.
მომხდარი არ არის მოსკოვისთვის სასიამოვნო რამდენადაც სიახლე და ხელისუფლების ცვლილება დემოკრატიული გზით, მის არაოფიციალურ, მაგრამ მოქმედ დოქტრინას ეწინააღმდეგება.
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
კომენტარები