MDF: სპუტნიკთან დაკავშირებულმა ნიუსპრესმა ბიუჯეტიდან ჯამში 52 ათასი ლარი მიიღო
მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, ხელისუფლების ცალკეულმა უწყებებმა სააგენტო Newspress-ს 2015 წელს სარეკლამო მომსახურებისთვის 23,371 ლარი გადაურიცხეს, ხოლო 2016 წელს აღნიშნული თანხა გაიზარდა და სააგენტომ 28,941 ლარი მიიღო.
MDF-ის თქმით, ნიუსპრესი პრორუსულ პარტია დემოკრატიულ მოძრაობასთან და რუსული პროპაგანდის პლატფორმა სპუტნიკთან არის დაკავშირებული, ის სპუტნიკის პოპულარიზაციასა და ანტიდასავლური გზავნილების რედისტრიბუციას ახდენს და საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებთა შორისაც არის.
როგორც MDF კვლევაში აღნიშნავს, ნიუსპრესის სარედაქციო პოლიტიკა დაკავშირებულია ჰომოფობიური მასალის ირიბ ტირაჟირებასთანაც. 2015 წლის 4 მაისს მან გამოაქვეყნა გაზეთ კვირის ქრონიკის ჰომოფობიური სტატია სათაურით "პოლიტიკური მესაჯდომე კალაძე წინასწარ გვაჩვევს აზრს, რომ პედარასტების აღლუმი მაინც ჩატარდება".
Newspress-ს 2015 წელს, სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 11 საჯარო უწყებასთან:
- თავდაცვის სამინისტრო;
- უნგრეთში საქართველოს საელჩო;
- თბილისის საკრებულო;
- აფხაზეთის მთავრობის ცალკეული სტრუქტურები;
MDF-ის ცნობით, აღნიშნული სააგენტოს 2016 წლის რეკლამის დამკვეთებს შორის არიან:
- სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მედიის განვითარების ფონდი სააგენტოს პარტიულ კავშირებზეც აკეთებს აქცენტს. ნიუსპრესი 2012 წელს ალექსანდრე ჩუბინიძემ დააფუძნა, ის სახალხო კრების პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. სახალხო კრება ნინო ბურჯანაძის პარტია დემოკრატიულ მოძრაობასთანაა კავშირში. ამას გარდა, სააგენტოს მომსახურების შემსყიდველთა შორის არის აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე უწყება, მათ შორის ერთ-ერთის ხელმძღვანელი კი ვახტანგ ყოლბაიაა, რომელიც პარტია დემკრატიული მოძრაობის წევრიცაა.
მედიის განვითარების ფონდმა ჩაატარა ვრცელი კვლევა, რომელიც ასახავს სარეკლამო და საინფორმაციო უზრუნველყოფის მიზნით ბიუჯეტიდან მედია საშუალებებში თანხების განაწილებას და სხვა ტენდენციებს.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები