ღარიბაშვილმა ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტს "ღალატი" და "სირცხვილი" უწოდა
მოკლედ: ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი არის "ღალატი" და ეს ქცევა "სირცხვილია პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან".
- ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეტალები: ღარიბაშვილის შეფასებით, ზურაბიშვილმა არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია და ახლაც აგრძელებს.
- მისი თქმით, ზურაბიშვილის რეიტინგი 1% იყო და "ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა იგი მოიყვანა პრეზიდენტად".
- ღარიბაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გაუკეთებია: "მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო ის დიდი მონაპოვარი — სტატუსი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ხალხისთვის, ხალხთან ერთად. მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო".
- ასევე განაცხადა, რომ ზურაბიშვილის "ხვედრი იქნება შესაბამისი", რადგან ოპოზიციასთან ერთად იზეიმებს წაგებას.
კონტექსტი: პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 13 თებერვალს მედიასთან დაადასტურა, რომ ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს და შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებდა. პრეზიდენტს მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მიუმართავს.
- მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 17-18 თებერვალს ჩატარდება.
- არსებული ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს მთავრობიდან კონფერენციას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი დაესწრება.
წინაისტორია: 2023 წლის 30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპულ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა, რასაც ქართული ოცნების მიერ ზურაბიშვილის ერთხმად გაკრიტიკება მოჰყვა — ირაკლი კობახიძემ და სხვებმა ის კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს და დააანონსეს, რომ ამას "რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ". მთავრობის უარის მიუხედავად, ზურაბიშვილის ვიზიტები მაინც შედგა.
- მმართველი პარტია აპელირებდა იმაზე, რომ რომ მთავრობის თანხმობის გარეშე ოფიციალური ვიზიტები არაკონსტიტუციურია, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ.
- საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის წევრების [ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის] კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით 22 სექტემბერს მიიღო.
- საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ, არასაკმარისი ხმების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ შეძლო.
-
გადახედვაკოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით კოალიცია ცვლილებისთვის: ჩვენ ვიწყებთ ერთობლივ საპროტესტო მოძრაობას ახალი არჩევნების მოთხოვნით
-
გადახედვახაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის ხაზარაძე: ბულინგი, Facebook-ზე იქნება თუ კომენტარებში, თუ სატელევიზიოში, ამას კი ავიტანთ, მაგრამ საქმეს არ შველის
-
გადახედვააშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში ფრინველის გრიპით ღორის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
-
გადახედვა"ჯორჯიან მანგანეზი" ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "ჯორჯიან მანგანეზი" ქარხნების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასაქართველოში ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას ეხმაურება საქართველოში ნიდერლანდების ელჩი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას ეხმაურება
-
გადახედვავინ (არ) მიულოცა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება? ვინ (არ) მიულოცა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება?
-
გადახედვაჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს გაჩერებით 5400-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი
-
გადახედვაკონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან კონგრესმენები: ეს არჩევნები მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისგან
-
-
გადახედვალევან იოსელიანი რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა ლევან იოსელიანი რუსთავის #6 პენიტენციური დაწესებულებაში იმყოფებოდა
-
გადახედვასაია: ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენი საჩივრის განხილვა დღეს 18:00 საათიდან დაიწყება საია: ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენი საჩივრის განხილვა დღეს 18:00 საათიდან დაიწყება
-
გადახედვა"უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო "უშვილო, მეკატე ქალი" — საიდან მოდის ეს ცნობილი სექსისტური სიმბოლო
-
გადახედვალავროვი: რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი ლავროვი: რუსეთსა და ირანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი
-
გადახედვაშექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს შექმნეს ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც ადამიანის მსგავსად მოძრაობს
-
გადახედვაროგორ ტარდება არჩევნები კოსმოსში როგორ ტარდება არჩევნები კოსმოსში
-
გადახედვაზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას წყვეტს
-
გადახედვანინო დოლიძე: კენჭისყრის შენობაში 323 ინციდენტი და დარღვევა გამოვლინდა ნინო დოლიძე: კენჭისყრის შენობაში 323 ინციდენტი და დარღვევა გამოვლინდა
-
გადახედვანიკოლოზ სამხარაძე: მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის ნიკოლოზ სამხარაძე: მრავალი ბრალდებისა და სპეკულაციის მიუხედავად, საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის
-
გადახედვაბექა ლილუაშვილი: ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ საინფორმაციო კვალი განადგურდება ბექა ლილუაშვილი: ყოველი უპასუხო დღე მნიშვნელოვნად ზრდის რისკებს, რომ საინფორმაციო კვალი განადგურდება
-
გადახედვაეს ხელოვანი ცხოველებს ტანსაცმლით "ქმნის" — 10 სახალისო ფოტო ეს ხელოვანი ცხოველებს ტანსაცმლით "ქმნის" — 10 სახალისო ფოტო
-
გადახედვა5 ისტორიული მოვლენა, რომელიც ჰელოუინის დღეს მოხდა 5 ისტორიული მოვლენა, რომელიც ჰელოუინის დღეს მოხდა
კომენტარები