დავით უსუფაშვილმა შენების მოძრაობა დააარსა
რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შენების მოძრაობა დააარსა, პრეზენტაცია რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. მოძრაობის ლოზუნგია: "რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით".
მოძრაობაში არ იქნება თინა ხიდაშელი, თუმცა იქნება რესპუბლიკელების ყოფილი სახე ვახტანგ ხმალაძე. მისი თქმით, შენების მოძრაობა მხოლოდ მათთან ითანამშრომლებს, ვინც მათ პრინციპებს აღიარებს.
"ჩვენ გვეყოლებიან მტრები, რომლებიც არც ისე პატიოსანი მეთოდებით იბრძოდნენ აქამდე პოლიტიკაში" - ამბობს უსუფაშვილი და დასძენს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა საზოგადოების გამაერთიანებელ ძალად უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც შეუქცევადს გახდის ქვეყნის აღმშენებლობას.
"ვთანხმდებით, რომ, შენების მოძრაობა უნდა შევქმნათ მოტივირებული მოქალაქეების ფართო თანამონაწილეობით და შემხვედრი ნაბიჯებით, რათა ეს იყოს ყველა მხარდამჭერის პარტია, რომელიც მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე იზრუნებს და არა ლიდერთა ვიწრო ჯგუფის პარტია, რომელიც მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერებისთვის არსებობს," - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავიდან არ უნდა იწყებდეს სახელმწიფოს ახალ წელთაღრიცხვას, წინამორბედის მიერ გაკეთებული ნებისმიერი საქმის ხელაღებით უარყოფას და ნგრევას.
უსუფაშვილის თქმით, ისინი 2017 წლის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და მომავალი 30 დღის განმავლობაში მერის არჩევნებზე კანდიდატურას წარადგენენ. მისი თქმით, აქტიურ საჯარო ღონისძიებებს ორშაბათიდან დაიწყებენ.
მოძრაობის წევრები არიან:
- ლევან აბაშიძე - ფიზიკოსი, თეოლოგი, რელიგიის საკითხთა ექსპერტი;
- გელა გელაშვილი - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
- ალუდა გოგლიჩიძე - განათლების პოლიტიკის ექსპერტი;
- ნინო გურიელი - მოჭადრაკე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი;
- ანდრო დადიანი - საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი;
- გოგა დანელიშვილი - ეკონომიკის და სახელმწიფო მართვის მაგისტრი, ბიზნესმენი;
- გიორგი ეპიტაშვილი - იურისტი, ბიზნესმენი;
- ტარიელ ზარანდია - ეკონომისტი, ბიზნესმენი;
- გიორგი თაქთაქიშვილი - ისტორიკოსი, საჯარო მმართველობის მაგისტრი;
- მანუჩარ თოხაძე - ეკონომისტი, საჯარო მოხელე;
- გიორგი კანაშვილი - კონფლიქტოლოგი, დოქტორანტი;
- ეკატერინე კვანტალიანი - სტუდენტი;
- ნათია ლანდია - ჯანდაცვის პოლიტიკისა და მენეჯმენტის დოქტორანტი;
- თეიმურაზ მურვანიძე - სახელმწიფო მმართველობის სპეციალისტი;
- გურამ მჭედლიძე - ეკონომისტი;
- ფრიდონ საყვარელიძე - მედიკოსი, დოქტორი, პუბლიცისტი;
- სოსო სიმონიშილი - ჟურნალისტი, ეკონომისტი, დიზაინერი;
- დავით უსუფაშვილი - იურისტი, პოლიტიკოსი;
- ნათია ქობალია - ეკონომისტი, პოლიტოლოგი;
- რეზო შავიშვილი - ფიზიკოსი, პოლიტიკოსი;
- კახა შარტავა - კიბერნეტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი და პოლიტოლოგი;
- თენგიზ შერგელაშვილი - ეკონომისტი, საჯარო მმართველობის ექსპერტი;
- ილია ჩხუტიშილი - ლობისტი, ბიზნეს-კონსულტანტი;
- გია ხეჩინაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- ვახტანგ ხმალაძე - ფიზიკოსი, დოქტორი, კონსტიტუციონალისტი;
- გოჩა ჯაბიძე - ეკონომისტი.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვა17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გამო, გარკვეულ ქუჩებზე შეზღუდვები დაწესდება — დეტალები
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაგოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები