"ბოლომდე მიიყვანე", — ალან რიკმანი კიბოს დიაგნოზის გაგების შემდეგ სნეიპის როლის თამაშზე
სევერუს სნეიპი, ჰარი პოტერისა არ იყოს, თანამედროვე ლიტერატურისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გმირია. ფილმის ფრენჩაიზში შხამ-წამლების იდუმალი, მუდამ მოღუშული პროფესორის როლს ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი ასრულებდა, რომელიც, სამწუხაროდ, 2016 წელს სიმსივნით გარდაიცვალა.
მსახიობს 2005 წელს დაუსვეს პროსტატის კიბოს დიაგნოზი და მალევე ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერაციაც ჩაუტარდა. მიუხედავად თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, ალან რიკმანს სევერუს სნეიპის როლზე უარი მაინც არ უთქვამს და ფრენჩაიზის მეხუთე ფილმზე, ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდერი, მუშაობა კვლავინდებურად გააგრძელა. ამ გადაწყვეტილების მიზეზს კი მის დღიურში ვკითხულობთ: "ბოლომდე მიიყვანე. ეს შენი ისტორიაა."
2007 წლის დღიურის ჩანაწერებში, რომელიც ახლახანს Guardian-მა გამოაქვეყნა, რიკმანი ასევე აღნიშნავს, რომ სნეიპისა და ჰარის დედის, ლილის, სიყვარულის შესახებ მან ჯოან როულინგისგან ყოველთვის იცოდა — ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამას დანარჩენი მსახიობები ანდა წიგნის მკითხველები თუ ფილმის მაყურებლები გაიგებდნენ.
რიკმანმა დღიურში როულონგთან პირველი შეხვედრაც ახსენა და დაწერა, რომ სნეიპის გმირთან დაკავშირებულ ამბებში მწერლის მესაიდუმლედ იქცა.
"მასთან საუბარი ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის, თითქოს ის ამ ისტორიებს კი არ თხზავს, არამედ მათში ცხოვრობს", — თქვა მსახიობმა როულინგზე 2000 წელს გაკეთებულ ჩანაწერებში.
როგორც 2022 წლის ივნისში გახდა ცნობილი, ოქტომბერში Henry Holt and Company გამოუშვებს რიკმანის ხელით ნაწერ დღიურებს Madly Deeply: The Diaries of Alan Rickman (გიჟურად სიღრმისეულად: ალან რიკმანის დღიურები).
ალან რიკმანს უამრავი შთამბეჭდავი როლი აქვს შესრულებული სხვადასხვა ჟანრში, მას უთამაშია ისეთ ფილმებში, როგორიცაა Die Hard, Truly, Madly, Deeply, Galaxy Quest, The Hitchhiker’s Guide to the Galaxy, Sweeney Todd: The Demon Barber of Fleet Street, Love Actually, Robin Hood: Prince of Thieves, თუმცა მსოფლიო საზოგადოებას თავი მაინც სევერუს სნეიპის საკულტო როლით დაამახსოვრა — ერთ-ერთი ყველაზე მამაცი კაცის, რომელსაც ჰარი პოტერი იცნობდა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
კომენტარები